fbpx
2 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 27, 2021

10 რჩევა, რომელიც ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას გამოგადგებათ

წასაკითხი დრო: 2 წუთი

ბავშვებთან ერთად დასასვენებლად წასვლა, ხშირ შემთხვევაში,  ერთ დიდ ორომტრიალთან, გაუთავებელ წუწუნთან და თავსატეხთან ასოცირდება, მაგრამ ყველაფერს თუ კარგად აწონ-დაწონი, გეგმებს წინასწარ დააწყობ, დაგვიჯერე, ყველაფერი იმაზე უკეთ ჩაივლის, ვიდრე წარმოგედგინა. 

 

  1. ყოველთვის დაიტოვე თავისუფალი დრო 

გახსოვდეს, რომ ოჯახთან ერთად მოგზაურობა და გადაადგილება გაცილებით უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სოლო მოგზაურობა, ამიტომ აქტივობებს შორის ყოველთვის დაიტოვე თავისუფალი დრო, რათა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმა გეგმები სრულიად თავდაყირა არ დაგიყენოს.

ჩემოდანი

ნახე, როგორ შეგიძლია ჩაალაგო ჩემოდანი მარტივად.

მოგზაურობის გეგმა

4. წინასწარ გააცანი ბავშვებს სამოგზაურო გეგმები

ბავშვებს წინასწარ აუხსენი, თუ როგორი იქნება მათი მოგზაურობა, აღმართებზე სიარული მოუწევთ, თუ უბრალოდ ნომრიდან გადაშლილი ხედებით ტკბობა, წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუ აუზში ცურვასაც შეძლებენ, თბილი ტანსაცმლის ტარება მოუწევთ თუ თხლად შეუძლია იყვნენ. გახსოვდეს, რომ როდესაც ბავშვები თავს არაკომფორტულად და ძალიან უცხოდ გრძნობენ, ბენდნიერებისა და სილაღისგან ძალიან შორს არიან. 

სნექები მოგზაურობაში

6. წინასწარ შეეგუე იმას, რომ რაღაცები შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს

ზემოთ ტყუილად არ გვიხსენებია, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას თავისუფალი დროის დატოვება აუცილებია: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთმა შვილმა ტუალეტში შეირბინოს, ამასობაში კი ავტობუსმა გაგასწროთ. მეორეს ყურსასმენები ან ტელეფონი ტაქსიში დარჩეს. კაფე, რომელში ვახშმობაც გქონდათ გეგმაში, მშენებარე კორპუსის პირისპირ აღმოჩნდეს. ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას იმის შანსი დიდია, რომ გეგმებს აცდე, ამისთვის წინასწარი მზაობა თუ გექნება, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად ჩაივლის. 

7. არ დაივიწყო პირველადი დახმარების საშუალებები 

ამბობენ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ნამდვილად  ასეა. წინასწარ არავინ ვიცით, რა შეიძლება დაგვემართოს და დაგვჭირდეს. ბავშვებთან ერთად მოგზაურობისას ალბათობა იმისა, რომ რაიმე შეიძლება მოხდეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მარტო ყოფნისას. ასე რომ, ყოველთვის თან გქონდეს პირველადი დახმარების საშუალებები. 

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

9. წაახალისეთ ბავშვები, რომ გადაიღონ ფოტოები 

თუ ბავშვები პატარები არიან და ჯერ საკუთარი კამერისა თუ ტელეფონის ქონა ადრეა, მაშინ ათხოვე მათ ტელეფონი, რომ ფოტოები გადაიღონ. მათში იმ სურვილის გაღვივება, რომ კარგი ფოტოები გადაიღონ. ეს გარემოსა და მოგზაურობის უკეთ აღქმას შეუწყობს ხელს, ნივთების, ადგილებისა თუ ადამიანების დამახსოვრებას და ხედებით ტკბობას.

10. საკონტაქტო ინფორმაცია 

არასდროს დაგავიწყდეს, რომ ბავშვებს სათითაოდ დაურიგო შენი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც სულ თან ატარებენ. სიფრთხილეს თავი მართლაარასდროს სტკივა, შეიძლება ბავშვი ჩამოგვრჩეს, უცებ თვალს მიეფაროს, გზა აებნეს და ა.შ. საკონტაქტო ინფორმაციის თან ქონა კი თითქმის სუნ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად იპოვის ვინმეს, ვინც მას დაეხმარება და გზას ჩვენკენ გამოუკვალავს. 

ბავშვებთან ერთად მოგზაურობა

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ! ^_^ 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...

5 საუკეთესო App მოგზაურობასას ახალი გამოცდილებებისთვის

იმისთვის რომ მოგზაურობა შედგეს, დღეს უკვე ბევრი რამ არ არის საჭირო. უკვე პრაქტიკულად საკმარისია გვქონდეს...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...