fbpx
12.8 C
Tbilisi
სამშაბათი, სექტემბერი 27, 2022

3 დღიანი მოგზაურობა კახეთში

წასაკითხი დრო: 5 წუთი

შაბათ-კვირას ქალაქიდან გაპარვის გეგმას ალბათ ყველა ჩვენგანი გამუდმებით აწყობს, იმ იმედით, რომ ამჯერად მაინც მოვაბამთ თავს და სადმე სიმშვიდეში და ლამაზ ადგილას გავატარებთ დროს. ბოლო პერიოდში კი უკვე იმდენად დათბა და სასიამოვნო ამინდები გამოვიდა, რომ დასვენების დღეების ქალაქში გახარჯვა თითქმის დანაშაულია. ამიტომ, გთავაზობთ Sight Georgia-ს კახეთში მოგზაურობის მარშრუტს.

 

3 დღიანი მოგზაურობა კახეთში

თბილისიდან 3 დღიანი მოგზაურობისთვის, პარასკევი-შაბათი-კვირა, კახეთი ახლო, ულამაზესი და თანაც ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ადგილია. ამიტომ, მოემზადეთ, წინ ახალი ემოციებით სავსე მოგზაურობა გელით.

დღე 1: თბილისი – უჯარმის ციხე-კომპლექსი – შუამთა – თელავი

უჯარმის ციხე-კომპლექსი

უჯარმის ისტორიეული ციხე-ქალაქი თბილისიდან დაახლოებით 1 საათის გზაზე გომბორის უღელტეხილის მიმართულებით მდებარეობს. უჯარმის აშენების პერიოდად III-IV სააუკუნეები მიიჩნევა, მეფე ასფაგურის მეფობის დრო. თუმცა, მის გაძლიერებასა და გამტკიცებაში დიდი წვლილი ვახტანგ გორგასალს და დაჩის მიუძღვით. მათ დროს აიგო ბევრი დამატებითი ნაგებობა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ქვეყნის ისტორიაში. ისტორიული წყაროების თანახმად, უჯარმაშივე გარდაიცვალა დაჭრილი ვახტანგ გორგასალი.

უჯარმის ციხე
www.georgiantravelguide.com

დღეს არსებულ ნანგრევებში შემორჩენილია ციხის მთავარი ციტადელის გალავნისა და კოშკების ნაშთები, მცირე ზომის ჯვარპატიოსნის კარის ეკლესია, ორსართულიანი სამეფო სასახლის ნანგრევები, წყალსაცავი, და სხვა დამხმარე ნაგებობები.

ძველი და ახალი შუამთა

უჯარმის ციხის დათვალიერების შემდეგ გზად შუამთაში შეგიძლიათ გაიაროთ.

ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსში შედის V საუკუნის ბაზილიკა, VII საუკუნის მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია და VII საუკუნის მცირე გუმბათოვანი ეკლესია.

ძველი შუამთა
www.georgiantravelguide.com

ახალი შუამთის მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.

ახალი შუამთა
www.georgiantravelguide.com

ამ ულამაზეს და საინტერესო ადგილებსაც რომ მოივლით, შუამთიდან 7 კილომეტრში შეგიძლიათ თელავში ჩახვიდეთ. ეს ქალაქი ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ადგილია, სადაც შეგიძლიათ მშვიდად ისეირნოთ, კახური ღვინო დააგემვნოთ და გემრიელადაც ივახშმოთ. ქალაქში დროის საინტერესოდ გასატარებლად და ჩვენ მიერ რეკომენდირებული კაფეების სანახავად, შეგიძლიათ ჩვენი სტატია წაიკითხოთ, სადაც ნახავთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თელავში.

ღამის გასათევად თელავში უამრავი არჩევანია, შედარებით ბიუჯეტური საოჯახო სასტუმროებით დაწყებული, უფრო მაღალი კლასის სასტუმროებით დამთავრებული, ამიტომ სასურველი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ.

 

დღე 2: წინანდალი – გრემი – ნეკრესი – ილიას ტბა – Lost Ridge Inn, Brewery and Ranch

წინანდლის მამულები

მეორე დღეს თელავიდან წინანდლის მუზეუმის დასათვალიერებლად აუცილებლად უნდა წახვიდეთ. წინანდლის სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახის ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული წინანდალი და სხვა ქართული ღვინოები. წინანდალს დღესაც უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ეს ადგილი მრავალი გამოფენის, კონცერტის, ლიტერატურული ღონისძიებისა თუ მასტერკლასის მასპინძელია. წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. ეგზოტიკური ჯიშებისა და დაგეგმარების მხრივ ის უნიკალურია. წინანდლის სასახლემ სახეცვლილება მრავალჯერ განიცადა. ის სხვადასხვა დროს ჭავჭავაძეების გარდა რომანოვებისა და საბჭოთა მუშების მფლობელობაშიც იმყოფებოდა და ბოლოს ქართველი ხალხის საკუთრება გახდა. თუმცა ყოველთვის ინარჩუნებდა პირველი მფლობელების ჭავჭავაძეების სახელს.

წინანდლის მუზეუმი

მუზეუმი თელავიდან დაახლოებით 9.5კმ დაშორებითაა და 10-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობს. ბილეთის ფასი მოსწავლეებისთვის 5 ლარია, ხოლო უფროსებისთვის – 10 ლარი.

გრემი 

წინანდლიდან გეზი გრემისა და ნეკრესისკენ შეგიძლიათ აიღოთ. 

გრემის კომპლექსი თურმე ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა კი დაუმთავრებიათ 1577 წელს. გრემის სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით.

გრემის ტაძარი
www.georgiantravelguide.com

გრე­მის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კომ­პ­ლექ­სი რამდენიმე ნა­გე­ბო­ბის­გან შედ­გე­ბა. არის გუმ­ბა­თო­ვა­ნი მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლო, სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბაები, გა­ლა­ვა­ნი, მდი­ნა­რე ინ­წო­ბის­კენ სა­ი­დუმ­ლო გა­სას­ვ­ლე­ლი. ასევე არის აბა­ნო­ე­ბი, ბა­ზა­რი და ქარ­ვას­ლა. თუმცა, გრე­მის კომპლექსის ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ნა­წი­ლია მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესია, რო­მე­ლიც კლდო­ვა­ნი ქე­დის და­ბო­ლო­ე­ბა­ზეა აშენებული და შედ­გე­ბა მა­ღალ გა­ლა­ვან­შე­მორ­ტყ­მუ­ლი გუმ­ბა­თო­ვა­ნი ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლოს­გან.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან გრემის სამეფო სასახლე და ეკლესია შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ნეკრესის მონასტერი

გრემის დათვალიერების შემდეგ, ნეკრესიც შეგიძლიათ მოინახულოთ, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავია. 

ნეკრესი
www.kvareli-kaxeti.blogspot.com

ნეკრესის კომპლექსი უნიკალურია მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების წყალობით, რომლებიც მრავლადაა შემორჩენილი მონასტრის ტერიტორიაზე. კომპლექსი შეიცავს ადრეული IV საუკუნის სამლოცველოს, სამეკლესიან ბაზილიკას (VI-VIIსს.), გუმბათიან ეკლესიას (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლეს (IX ს.) კოშკს (XVI ს.) მარანს, რამოდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს, სატრაპეზოს, ბერთა სენაკებს, მცირე სამლოცველოებს და სხვა.

ნეკრესის კომპლექსი ისოტრიული, სამხედრო-პოლიტიკური, თუ სასულიერო-საეკლესიო კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი იყო. 

ილიას ტბა

სანამ დღე დასასრულისკენ წავა, ილიას ტბაზეც შეგიძლიათ მოასწროთ ასვლა. ეს ადგილი საუკეთესოა ბუნებით დასატკბობად, პატარა პიკნიკის მოსაწყობად და დასასვენებლად. ტბას სახელი ილია ჭავჭავაძის საპატივცემლოდ დაარქვეს და რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, მდინარე დურუჯის ხეობაში. ხელოვნური ტბა მდებარეობს ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ცალი მხრიდან გარს ერტყმის ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია პარკი.

ილიას ტბა
www.about.ge

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch

ლოსთ რიჯი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების რანჩო და ლუდსახარში აქვს. ტერიტორიაზე ყველაფრის დასათვალიერებლად, რამდენიმე სხვადასხვა პატარა, კოხტა ეზოს გავლა მოგიწევთ. სწორედ ეს მიმოფანტული ეზოები და ალგ-ალაგ ჩადგმული სახლებია ლოსტ რიჯის არქიტექტურის მარგალიტები. სასტუმრო სულ 8 ოთახისაგან შედგება, აქედან რამდენიმე კი ტრადიციული ქიზიყური ქვის არიტექტურული მემკვიდრეობაა. ეს რამდენიმე ოთახი, სინამდვილეში ძველი ქიზიყური ქოხია, რომლის კონსერვაციაც ლოსტ რიჯის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს.

lost ridge

კომფორტულად ღამის გათევის გარდა, აქ უგემრიელესი სამზარეულო დაგხვდებათ, ღვინო, თავიანთივე კრაფტ ლუდი და მეტიც, ცხენებით გასეირნებასაც შეძლებთ.

უფრო მეტი ამ გასაოცარ ადგილზე შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში წაიკითხოთ.

 

დღე 3: დილა Lost Ridge Inn, Brewery and Ranch-ში – სიღნაღი – თბილისი

წინასწარვე გეტყვით, რომ ლოსთ რიჯიდან წამოსვლა და ამ ულამაზესი ადგილის დატოვება ძალიან გაგიჭირდებათ. თუმცა, თუ მაინც მოაბამთ თავს დროულად გამოსვლას, თბილისში წამოსვლამდე შეგიძლიათ სიღნაღში შეიაროთ.

სიღნაღი

სიღნაღი ქალაქად 1801 წელს გამოცხადდა, თუმცა ამ ადგილის ისტორია ბევრად უფრო მეტ წელს ითვლის. სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. ქალაქის გაშენება შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის. სიღნაღი თელავის მსგავსად მეფისეულ მამულად ითვლებოდა.

სიღნაღი
კახეთის ხმა

ქალაქის ისტორიის გარდა ეს ადგილი თავისი არქიტექტურისა და ადგილმდებარეობის გამოც არის განსაკუთრებული. ვიწრო ქუჩებში სეირნობისას ბევრი ლამაზი პატარა აივანი შეგხვდებათ, ფერადი ქუჩები, ქალაქის ძველი კედელი. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ მაინც ხედია. ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.

ბოდბის მონასტერი

და ბოლოს, ბოდბის მონასტრის გამოტოვებაც არ შეიძლება. მონასტერი სიღნაღდან სულ 2 კილომეტრში არის გაშენებული.

ბოდბის მონასტერი
www.GHN.ge

ბოდბის მონასტერი, წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრია. გადმოცემის თანახმად, აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. კომპლექსში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამნავიანი ბაზილიკა (სამი შვერილი აფსიდით). თავდაპირველი არქიტექტურული ფორმებით იგი ადრინდელი ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება.

ბოდბის მონასტერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

მონასტრის დათვალიერების შემდეგ კი შეგიძლიათ თბილისისკენ აიღოთ გეზი, გზა დაახლოებით 120 კილომეტრია.

 

საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ კახეთში!

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

5 zu Rock and Roll das Liebesleben (Heute)

Als Sommerzeit zu Ende geht, ist auch auch einer leichten Aufgabe zu bekommen Blues...

Finest Gay Dating Sites of 2021

When selecting ideal homosexual online dating sites, singles should simply take some things into consideration. To...

5 Ways To Get A Second Big Date

Folks love to create an issue regarding first impressions. We have even a cutsy...

Metrodate: An Early On Innovator of numerous Online Dating Tools That Singles Attended you may anticipate

The Short type: produced in 1998, Metrodate was actually an earlier online dating sites program...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

5 zu Rock and Roll das Liebesleben (Heute)

Als Sommerzeit zu Ende geht, ist auch auch einer leichten Aufgabe zu bekommen Blues...

Finest Gay Dating Sites of 2021

When selecting ideal homosexual online dating sites, singles should simply take some things into consideration. To...

5 Ways To Get A Second Big Date

Folks love to create an issue regarding first impressions. We have even a cutsy...