fbpx
2.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 2, 2023

3 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თბილისში

წასაკითხი დრო: 2 წუთი
როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, შაბათ-კვირას კაფეები, რესტორნები და იმ ბიზნესების უმეტესობა, სადაც გართობა არის შესაძლებელი, კვლავ გაურკვეველი დროით იქნება დაკეტილი. ადამიანებს კი, ვინც მუშაობს, სწორედ ეს ორი დღე აქვთ განიტვირთონ, გარემო შეიცვალონ და ახალი კვირისათვის პოზიტიური ენერგიით აივსონ. ამიტომაც, ბევრმა ადამიანმა მეგობრებთან ერთად დროის გატარების ახალ გზას მიაგნო და შაბათ-კვირას სხვადასხვა ბაღებსა თუ სკვერებს თუ ეწვევით, კომფორტულ, ხალისიან და სასიამოვნო საპიკნიკე ადგილებს აღმოაჩენთ.

ამჯერად კი ჩვენ თბილისში სამ საპიკნიკე ადგილს გაგაცნობთ.

1. მზიური

მზიური

მზიური თბილისში ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ყველასთვის. განახლებული სივრცეები და სიმწვანე მეგობრებთან ერთად მზიანი დღის გასატარებლად საუკეთესო არჩევანია.
მიუხედავად იმისა, რომ მზიური საკმაოდ ხმაურიან ადგილასაა და ვერეს ხეობაში გზის მხრიდან მანქანების მოძრაობასაც ესაზღვრება, მაინც შედარებით მყუდრო და სასიამოვნო სივრცეა. გარდა პარკისა, აქ ყოფნისას “მზიურის კაფეშიც” შეგიძლიათ შეიაროთ გემრიელად მიირთვათ ან რაიმე თან გაიყოლოთ და მეგობრებთან ერთად პლედზე მოეწყოთ სიმწვანეში.

მზიურის შესასვლელში ნოდარ დუმბაძის პერსონაჟები დაგხვდებათ, პარკის ცენტრში კი ამფითეატრია, სადაც უკორონობის ჟამს წარმოდგენები, კინოჩვენებები, კონცერტები და სხვა ღონისძიებები იმართება ხოლმე.

2. დედაენის ბაღი

დედაენის ბაღი
© დემეტრე დათიაშვილი

მშრალ ხიდთან დედაენის ბაღში შეგიძლიათ მზიან შაბათ-კვირას კომფორტულად მოეწყოთ და დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. ბაღში სკეიტ პარკიც დაგხვდებათ, სადაც დღის თითქმის ყველა მონაკვეთში ბევრი ხალხია, სკეიტით მისასვლელადაც საუკეთესო ადგილია და უბრალოდ საყურებლადაც საინტერესო.

დედაიენი ბაღი მისი სიმწვანის გარდა ცნობილია იმითაც, რომ ის სხვადასხვა დროს დემონსტრაციების ადგილი იყო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი აქციები ეწყობოდა. 1978 წლის 14 აპრილს ბაღში გამართული მიტინგის შედეგია, რომ ქართული დღესაც სახელმწიფო ენაა. მიუხედავად იმისა, რომ 1977 წლის ახალი საბჭოთა კონსტიტუციის თანახმადაც ქართული სახელმწიფო ენად აღარ უნდა ყოფილიყო გამოცხადებული. ამიტომაც დგას ახლა ბაღში დედაენის ძეგლი და 14 აპრილი კი დედაენის დღეა.

დედაენის ბაღი ხშირად მასპინძლობდა გარე ბაზრობებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსაც. ახლანდელი სიტუაციის გამო მსგავსი შეკრებების მოწყობა დროებით შეზღუდულია, თუმცა მეგობრებთან ერთად დედაენის ბაღში სასიამოვნო დროის გატარება მაინც ნამდვილად შეიძლება.

 

3. იპოდრომი

hippodrome tbilisi

ძველი იპოდრომი ბოლო პერიოდია დიდი კამათისა და განხილვის საკითხია. ტერიტორიაზე დაგეგმილი ცვლილებებისა და განაშენიანების გამო იპოდრომის ერთგული სტუმრების უმეტესობა უკმაყოფილებას გამოხატავს. ახალი კონცეფციის თანახმად იპოდრომზე სასეირნო ბილიკები, ხელოვნური გამწვანება, კაფე, სცენა, შადერვანი, ხელოვნური ტბა და სხვა მსგავსი სივრცეები უნდა მოეწყოს. თუმცა, სანამ პროექტი დაიწყება და შემდეგ დასრულდება, კიდევ ცოტა ხანი იპოდრომის ნაწილი ღიაა მიმსვლელებისთვის. ამიტომ, სანამ დროა, თქვენც შეგიძლიათ მეგორბებთან, ოჯახთან ან ცხოველებთან ერთად იპოდრომს ეწვიოთ, ბალახზე პლედი გაშალოთ და გაზაფხულით ისიამოვნოთ.

 

სასიამოვნო პიკნიკს გისურვებთ!

თბილისში დროის გასატარებლად სხვა საინტერესო ადგილებიც თუ გაინტერესებთ, ვახტანგ ჭაბუკიანის სახლს-მუზეუმს ეწვიეთ, სადაც აუცილებლად ნახავთ ბევრ საინტერესეო ექსპონატს და აქამდე უცნობ ისტორიებსაც მოისმენთ.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

Arkady Itkin de PracticalHappiness.com Tiene Citas y Relación Sugerencias Que Promueve Alegría Físicamente y en línea

El breve variación: personas que se citan que necesitan a un poco...

SeekVerify Review nel 2020

Sei stato considerando appagante chiunque che hai soddisfatto sul web? È questo...

Bumble conferma Ad con Serena Williams Will Most Likely Air Through SuperBowl

Bumble affermato che un nuovo di zecca pubblicità con suo newest star spouse...

Best dating sites

Many local newspapers had online personals in the mid 1990s but were bought out by...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

Arkady Itkin de PracticalHappiness.com Tiene Citas y Relación Sugerencias Que Promueve Alegría Físicamente y en línea

El breve variación: personas que se citan que necesitan a un poco...

SeekVerify Review nel 2020

Sei stato considerando appagante chiunque che hai soddisfatto sul web? È questo...

Bumble conferma Ad con Serena Williams Will Most Likely Air Through SuperBowl

Bumble affermato che un nuovo di zecca pubblicità con suo newest star spouse...