ყავამ მხოლოდ “ცხელი სასმლის” სტატუსი უკვე დიდი ხანია დაკარგა, ის კულტურის ნაწილი გახდა.
დღის მანძილზე გადააწყდებით უამრავ ბლოგს თუ ვლოგს, როგორ მოამზადოთ სახლში ყავა, ამოიცნოთ მარცვლები, დაამზადოთ სკრაბი. ბევრს გაიგებთ ყავის დადებითსა და უარყოფით თვისებებზეც… თუმცა, ცოტამ თუ იცის ნამდვილი გემრიელი ყავის გემო.
შესაბამისად, ჩვენ წარმოგიდგენთ პირველ ოთხეულს იმ ადგილებისა თბილისში, სადაც შეგიძლიათ მართლა გემრიელი ყავა მიირთვათ.
აი, 4 Coffee Shop თბილისში მათთვის, ვისაც ყავა განსაკუთრებით უყვართ.
1. Espressini Tbilisi – მის.: პეკინის ქუჩა 15 ა, საბურთალო, თბილისი.
View this post on Instagram
“ესპრესინი” საბურთალოს ქუჩისა და პეკინის კვეთაზე, პატარა Take away საყავეა, საკმაოდ ლიბერალური ფასებით. გარდა მართლა ძალიან კარგი ყავისა, ადგილზე დაგხვდებათ ძალიან მეგობრული ბარისტა და ვეგანური რძე(ც), დიდი პლიუსი, მათთვის ვინც ცხოველურ რძეს არ იღებს. ნამდვილად გირჩევთ.
2. Coffee Lab – მის.: ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. # 27, საბურთალო, თბილისი.
View this post on Instagram
მათთვის, ვისაც ყავა უყვართ, ქოფი ლაბი ახალი სივრცე ნამდვილად არ არის. კაფე ყაზბეგზე, წითელი სკვერის მოპირდაპირ მხარეს მდებარეობს. გარდა გემრიელი ყავისა, Coffee lab- ის ერთ-ერთი ხიბლია, გადამუშავებული ყავის მარცვლებისგან დამზადებული “ჰასკის ჭიქით” მორთმეული სასმელი.
3. Monodo – მის.: ივანე თარხნიშვილის ქ. #13ა., ვერა, თბილისი.
View this post on Instagram
მონდოს მაღაზია მდებარეობს თარხნიშვილისა და დიმიტრი ბაქრაძის ქუჩის კვეთაზე. მაღაზია ამავდროულად Take away საყავის ფუნქციასაც ითავსებს, რომელშიც თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გერიელი ყავა მზადდება. გარდა ამისა, ფასები გაცილებით დაბალია თბილისში ყავის ღირებულების საშუალო ფასთან შედარებით.
4. They Said Books – მის.: გ. ახვლედიანის 10 (ყოფილი პეროვსკაია)
View this post on Instagram
They said books – არის წიგნების მაღაზია და კაფე, ლამაზი ინტერიერითა და გემრიელი ყავით.
ეს ადგილი მშვენიერი სივრცეა როგორც სამუშაოდ, ისე მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლადაც.
სულ მალე ისევ შემოგთავაზებთ სხვა გემრიელი საყავეების მისამართებსაც. მანამდე კი გთავაზობთ გაეცნოთ საინტერესო ადგილებს თბილისში, რომელთაც უკვე შეგიძლიათ ეწვიოთ:
გაეცანით სტატიას თბილისში გახსნილი ახალი ადგილებსი შესახებ.