fbpx
27.8 C
Tbilisi
სამშაბათი, სექტემბერი 21, 2021

4 დაუვიწყარი სათავგადასავლო ექსტრემალური აქტივობა საქართველოში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

საქართველო მოგზაურობისთვის დაუსრულებელი შესაძლებლობების ქვეყანაა, ღვინის დეგუსტაციიდან დაწყებული, ცაში ფრენით დასრულებული, ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. კულტურულ ტურებთან შედარებით სათავგადასავლო ექსტრემალური აქტივობები შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, თუმცა ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია, დარწმუნებით გეტყვით რომ საქართველოს ასე აღმოჩენა დაუვიწყარი ემოციების წყაროა და დიდი ხნით დაგტოვებთ შთაბეჭდილების ქვეშ.

ამიტომაც, გთავაზობთ 4 სათავგადასავლო ექსტრემალურ აქტივობას საქართველოში, რომელსაც წინასწარ განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება არ სჭირდება და არც სპეციალური აღჭურვილობის ქონა არის აუცილებელი.

 

1. კანიონინგი

კანიონინგი
Georgian Canyoning

კანიონინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პოპულარული სათავგადასავლო აქტივობაა და საქართველოშიც ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება მოგზაურობის მოყვარულთათვის. ეს ექსტრემალური სპორტის სახეობა, კანიონებისა და ჩანჩქერების გადალახვას, თოკებით დაშვებას, ცურვას და ცოცვას გულისხმობს.

კანიონინგიზე წასასვლელად წინასწარ განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, თუმცა მთავარია სიმაღლის და წყლის შიში არ გქონდეთ და ფიზიკურად შედარებით აქტიური იყოთ, რადგან ძირითადი აქტივობა წყლიან კანიონებში გადაადგილება და ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებაა.

მიუხედავად იმისა, რომ კანიონინგზე წასვლა წინასწარი მომზადების გარეშეც არის შესაძლებელი, მნიშვნელოვანია, ტურზე გამოცდილ გიდს გაჰყვეთ. კანიონში მდინარის დინება ხშირად საკმაოდ ძლიერია და ამიტომ სწორი აღჭურვილობის გამოყენება და გზის ცოდნა აუცილებელია. Georgian Canyoning-ის გუნდი კი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და შეგიძლიათ ამ დაუვიწყარ თავგადასავალში სწორედ მათ გაყვეთ.

კანიონინგისთვის საუკეთესო პირობები უფრო მეტად დასავლეთ საქართველოშია, ცნობილია ისეთი ადგილები, როგორებიცაა რაჭა, ლეჩხუმი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა. თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული ტყიბულში ძმუისის და სამეგრელეოში ხოპრას კანიონებია.

კანიონინგის ტურები უმეტესად 2,4,6 ან 8 ადამიანისთვის ეწყობა, ტურის ფასი კი დაახლოებით 180 ევრო არის, თუმცა განსხვავდება ადგილისა და სირთულის მიხედვით.

2. პარაპლანით ფრენა

პარაპლანით ფრენა
CloudBase Paragliding

საქართველოში საფრენად საკმაო მრავალფეროვნებაა, პოპულარულია ისეთი ადგილები, როგორებიცაა დედოფლისწყარო, ყვარელი, საგარეჯო, რუსთავი, თბილისის ზღვა, გუდაური, ყაზბეგი, სვანეთი, გონიოში ზღვაზე. ამ ეტაპზე საქართველოში 50-ზე მეტი სასტარტოა მიგნებული, მაგრამ, ზოგი არახელსაყრელია მოყვარულისთვის ან საერთოდაც მგზავრისთვის.

პარაპლანი არის თავისუფლად მფრენი აპარატი, რომლის აფრენა, ჰაერში მართვა და მიწაზე დასმისთვის ადამიანი არის საჭირო, რომელიც სპეციალურად შეკერილ ჩანთაში ზის.

პარაპლანით ფრენა ერთ-ერთი დაუვიწყარი გამოცდილებაა და ჯერ გამოუცდელი ემოციების შეგრძნება. ფრენისას თვალწინ ისეთი ხედები გადაგეშლებათ რაც ჯერ აქამდე ნანახი არ გექნებათ და საქართველოს ულამაზესი ლანდშაფტების ზემოდან დათვალიერებას შეძლებთ.

საფრენად, ამ ეტაპზე ყველაზე ცნბილი ადგილებია თბილისი, გუდაური, რუსთავი, სიღნაღი და სვანეთში რამდენიმე ადგილი.

ფრენა რამდენიმე სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან ან დამოუკიდებელ გიდებთან ერთად შეგიძლიათ. ერთ-ერთი საუკეთესონი კი ამ საქმეში Cloudbase Paragliding წევრები არიან, გამოცდილი პილოტებით და იმ პირობით, რომ საუკეთესო თავგადასავალს გისახსოვრებენ.

პარაპლანით ფრენა 50 ლარიდან იწყება.

პარაპლანით ფრენის შეგრძნებებზე უფრო მეტი თუ გაინტერესებთ, წაიკითხეთ თორნიკე თავხელიძის სტატია ფრენის, საკუთარი თავის მოსმენის და სამყაროს შეცნობის შესახებ.

3. ჯომარდობა

ჯომარდობა

სწრაფი მდინარეების სიუხვის გამო ჯომარდობა კიდევ ერთი საინტერესო აქტივობაა საქართველოში. ქვეყნის თითქმის ნებისმიერ ნაწილში შეგიძლიათ ჯომარდობით ისიამოვნოთ, მდინარეებზე მეგობრებთან ერთად შეუპოვრად დაეშვათ და ექტსრემალეური თავგადასავლები მოიწყოთ. მთის მდინარეებზე ნავით დაშვებისას გზად ისეთი წინააღმდეგობები შეგხვდებათ, როგორებიცაა ნაკადები, მორევები, მორები და ლოდები.

ამ აქტივობისთვის გასაბერი ნავი გამოიყენება, რომელიც სხვადასხვა სირთულის მდინარეებზე დასაშვებადაა შექმნილი. ერთ ნავში ძირითადად 4-დან 12 ადამიანამდე ეტევა. ჯომარდობა გუნდური სპორტია და გუნდის თითოეულ მონაწილეს თავისი გარკვეული ფუნქცია აქვს. ინსტრუქტორი კი, მითითებებს იძლევა, რომ გუნდმა ერთად მუშაობა შეძლოს და სწორი მიმართულება შეინარჩუნოს.

მდინარეები ზოგადად და საქართველოშიც სირთულის მიხედვით 6 სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. დამწყებებისთვის მცხეთასთან მტკვარზე ან არაგვზე არის ჯომარდობის დაგეგმვა საინტერესო, უფრო გამოცდილი ადამიანები კი ცხენისწყალს, ენგურს და რიონს სტუმრობენ ხოლმე.

4. ‘ოფროუდ’ ტურები

ოფროუდი

საქართველოს ლანდშფატი განსაკუთრებული და მრავალფეროვანი ბევრი კუთხითაა, მათ შორის საინტერესოა ‘ოფ-როუდ’ ტურებისთვისაც. ორხიდიანი ავტომობილით ქვეყნის ისეთი კუთხეების შემოვლა არის შესაძლებელი, როგორებსაც მარტივად ვერ ნახავთ და ბევრ ტურისტსაც არ გაუვლია. ამის კარგი მაგალითია ნახევრადუდაბნოები, სუბტროპიკული ტყეები, მთები, მდინარის ხეობები და სხვა. ამიტომ ოფროუდ ტურებში წასვლა საქართველოს უცნობი ადგილების აღმოსაჩენად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მით უმეტეს მანქანით სიარულიც თუ გიყვართ.

ოფროუდ ტურის მოწყობა სტანდარტული 4X4 მაღალი გამავლობის მანქანით არის შესაძლებელი, თუმცა ასევე საინტერესოა ამ აქტივობისთვის სპეციალურად აღჭურვილი მანქანებითაც მოგზაურობა, რაც თქვენს თავგადასავალს კიდევ უფრო ექსტრემალურს გახდის.

 

თავგადასავლებით სავსე მოგზაურობას გისურვებთ!

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

10 ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა,...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...