2021 წლის გაზაფხული დაიწყო და დიდი იმედი გვაქვს, რომ კოვიდის გავლენა სამყაროზეც მალ-მალე მიიწურება. ამასობაში, ქალაქში უამრავი საინტერესო ადგილი გაჩნდა.
წარმოგიდგენთ:
5 საინტერესო ახალი ლოკაციას თბილისში, რომელსაც თვალ-ყური უნდა ადევნოთ.
1. იასამანი – ბარ-რესტორანი, სტუმრებს სთავაზობს ქართულ კერძებს, ბიო ღვინოსა და განსაკუთრებულ კოქტეილებს. რესტორანი სულ რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა, თუმცა სოციალურ ქსელებზე უკვე დაანონსდა “იასამანის” კერძების ულამაზესი ფოტოები. გარდა ამისა, რესტორანს აქვს ძალიან გემოვნებიანი ინტერიერი, თავის ჭურჭელთან ერთად (და სახელის შესაბამის ფერთა გამაში). მისი დამაარსებლები არიან რატი ყულოშვილი, რომელიც ასევე კაქტუსის დამაარსებელიც არის; მორაგბე სოსო მათიაშვილი და ნინი სტურუა, რომელსაც ფართო აუდიტორია სატელევიზიო გადაცემიდან, მასტერშეფიდან იცნობს. რესტორანი მდებარეობს ლადო ასათიანის 33 ნოემრში, Black Dog Bar-ის გვერდზე და უკვე აქტიურად მასპინძლობს სტუმრებს 22 მარტიდან. აუცილებლად ეწვიეთ და დააგემოვნეთ მათი სამზარეულო.
2. Bistro by Gastronome – საქართველოში პირველი Shop & Dine კონცეფციის რესტორანი, რომელშიც უკვე დღეიდან, შეგიძლიათ იტალიური სამზარეულოს შედევრები დააგემოვნოთ.
ბისტროს მენიუს ავტორია ცნობილი შეფ-მზარეული ფრანჩესკო მანალო.
ბისტრო გაიხსნა დღეს, 25 მარტს და ელოდება სტუმრებს, მისამართზე: დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა ნ. 27.
3. ონორე – ადგილია, რომელმაც უგემრიელესი სამწვადის სახელის მოხვეჭა, უკვე, ამ მოკლე პერიოდშივე მოასწრო. თუმცა, მწვადის გარდა, მათ მენიუში ბურგერს, ჩიხირთმასა და სხვა გემრიელ კერძებსაც გადააწყდებით. ონორე დაარსებულია გიორგი აზნიაშვილისა და ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვის მიერ. ის გაიხსნა 2020 წლის 27 ოქტომბერს, თუმცა როგორც უმეტესობას, მალევე მოუწიათ სტუმრიანობის ნაკადი შეეყვიტათ და მიტანის სერვისზე გადასულიყვნენ. დღეს ის უკვე დაუბრუნდა ჩვეულ რეჟიმს, ასე რომ, შეგიძლიათ თამამად ესტუმროთ მისამართზე: კონსტიტუციის ქუჩა ნ. 4, ნინოშვილის ქუჩის კვეთა, შესასვლელს მაშოლენდის ნახატებით იცნობთ, ან უბრალოდ, გაიკითხეთ ონორე.
4. სანიმუშო – საცხობი & კაფე ქუთაისში- ვიცით, რომ ეს ახალი ლოკაცია თბილისში არ არის, თუმცა საინტერესო ინტერიერისა და კონცეფციის გამო, ის აუცილებლად უნდა მომხვდარიყო ამ სიაში. გარდა ამისა, „სანიმუშოს“ აქვს ასევე ძალიან საინტერესო საკომუნიკაციო ენა სოციალურ ქსელებში თავიანთ მომხმარებლებთან. ის ჯერ არ გახსნილა, ამიტომ, აუცილებლად ადევნეთ თვალი სიახლეებს მათ შესახებ. ვუსურვებთ წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ ვესტუმროთ კიდეც მისამართზე: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა ნ. 16.
5. მიშოს ფეთ კაფე– არის თქვენი და თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი კაფე, სადაც შეგიძლიათ, ძაღლებისთვის საინტერესო და ხარისხიანი აქსესუარების შეძენა, ვეტერინარიული სერვისის მიღება და კაფის სივრცეში მოსვენება. კაფეში ადგილზევე შეგძლიათ მიირთვათ ფინჯანი ყავა და ასევე შეუკვეთოთ თვენი ცხოველებისთვისაც სპეციალურად შექმნილი ორცხობილები.
ფეთ კაფე გაიხსნა 2021 წლის 8 თებერვალს და ატიურად აგრძელებს მუშაობას დღესაც.
აუცილებლად ეწვიეთ მათ მისამართზე: ვაკე, მცხეთის ქ. 29.
გაზაფხულთან ერთად ქვეყანასი უამრავი საინტერესო ადგილი გაჩნდა, ამიტომ ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ამ რუბრიკას და გიამბობთ სხვა საინტერესო ადგილების შესახებაც.
მანამდე კი შეგიძლიათ გადახედოთ სტატიას, თბილისის street food-ების შესახებ.