იმისთვის რომ მოგზაურობა შედგეს, დღეს უკვე ბევრი რამ არ არის საჭირო. უკვე პრაქტიკულად საკმარისია გვქონდეს კარგად დატენილი სმარტფონი და ინტერნეტი, ზოგჯერ კი ინტერნეტიც არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ყველა საკითხს არ ეხება, თუმცა ერთი გაჯეტით ნავიგაცია გაცილებით უფრო მარტივია მოგზაურობისას, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
აი 5 საუკეთესო App მოგზაურობისას ახალი გამოცდილებებისთვის, რომელიც კიდევ უფრო შეგიმსუბუქებთ სამოგზაურო პროცესს და მოგცემთ საშუალებას ფოკუსირდეთ მეტად სასიამოვნო დეტალებზე.
პირველი აპლიკაცია არის:
1. Fever Up
App – ის ჩამოსატვირთათად მიჰყევით ბმულს: https://play.google.com/store/apps/feverup
იმისთვის, რომ ახალი ადგილის დინამიკა შეიგრძნოთ, საჭიროა ადგილობრივ ღონისძიებებზე მოხვედრაც. Fever Up საუკეთესო აპლიკაციაა იმისთვის, რომ იცოდეთ რა ხდება თქვენს ქალაქში და სად სჯობს დროის გატარება. აპლიკაცია ჩამოტვირთვისას გაძლევათ საშუალებას მონიშნოთ ფილტრში საკუთარი ინტერესები, სასურველი თარიღები, ლოკაციები და ა.შ.; ყველაფერი, რაც შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს. App კი დროთა განმავლობაში შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვარიანტს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დამოუკიდებლად დასქროლოთ, მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ღონისძიება და იქვე შეიძნიოთ ბილეთი.
2. With Locals
App – ის ჩამოსატვირთათად მიჰყევით ბმულს: https://play.google.com/apps/withlocals
With locals არის კიდევ ერთი ძალიან გამოსადეგი აპლიკაცია, რომელიც შეიძლება მოგზაურობისას შეუცვლელი გახდეს. მითუმეტეს თუ მოგზაურობა მარტო გაქვთ გადაწყვეტილი ან უბრალოდ ბევრი რამის გაგება გსურთ იმ ადგილზე. With locals არის ყველაზე მოკლე გზა ადგილობრივ „გიდებამდე“ და ადამიანებამდე, რომლებიც გაცვეთილი ტურისტული აქტივობების ნაცვლად, ნამდვილ, ადგილობრივ გამოცდილებას გთავაზობს.
3. CouchSurfing
App – ის ჩამოსატვირთათად მიჰყევით ბმულს: https://play.google.com/apps/couchsurfing
მოგზაურებმა, მითუმეტეს ხშირად მოგზაურებმა, მშვენივრად იციან, რომ საუკეთესო გარიგებისთვის სჯობს წინასწარ დაჯავშნოთ დასაძინებელი ლოკაცია, რადგან გამოუვალ მდგომარეობაში არ მოგვიწიოს უფრო მეტის გადახდა, იმავე ან უარესი პირობებისთვის.
თუმცა, ხშირად მაინც ისე ხდება, რომ ბოლო წამის იმედად ჩავდივართ დასასვენებელ ადგილას. ასეთი შემთხვევებისთვის ძალიან ხელსაყრელია couch surfing. ამ აპლიკაციით აკეთებთ „განაცხადს,“ რომ გჭირდებათ „სავარძელი“ და ადამიანს, რომელსაც შეუძლია თქვენი დატოვება, გამოგეხმაურებათ. ეს კიდევ ერთი კარგი გზაა ადგილობრივი კულტურის გასაცნობად.
თუმცა, არ დაგავიწყდეთ, მაინც ყურადღებით აარჩიეთ თქვენი მასპინძელი. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.
4. კიდევ ერთი საინტერესო აპლიკაციაა Eat with.
App – ის ჩამოსატვირთათად მიჰყევით ბმულს: https://play.google.com/store/apps/vizeat
ეს აპლიკაცია მომხმარებელს აძლევს საშუალებას, სადილი მიირთვას უცხო მასპინძლის სახლში. რაც ერთი მხრივ არის ადგილობრივი სუფრის, სადილობისა და სხვა ტრაიდიცების გამოცდილება და ასევე, ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვის შანსი. ასე რომ, მათ, ვისაც არ ეშინიათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და სურთ განსხვავებულად გაატარონ თავიანთი საღამო, ვურჩევთ ამ აპლიკაციის ჩამოტვირთვასა და გამოყენებას.
5. და რა თქმა უნდა, საჭიროა ერთი ამინდის პროგნოზის აპლიკაცია – WeatherBug
App-ის ჩამოსატვირთათად მიჰყევით ბმულს: https://play.google.com/store/apps/aws
ამ აპლიკაციამ 2019 წელს გაიმარჯვა „საუკეთეს ამინდის პროგნოზის აპლიკაციის კატეგორიაში“ როგორც ყველაზე ზუსტმა ამინდის პროგნოზმა. რა თქმა უნდა, ფანჯრიდან გახედვა დილით ყველას შეგვიძლია, თუმცა, ზოგ ქვეყანაში რთულია იწინასწარმეტყველო რამდენად სტაბილურად შენარჩუნდება ამინდი დილის შემდეგ. შესაბამისად, ეს App გაფრთხილების სახით წინასწარ გამოგიგზავნით შეტყობინებას, თუ თქვენს ადგილსამყოფელში ამინდი ცვლილებას დააპირებს, გაგიზიარებთ ამინდის შესახებ ახალ ამბებს და ასევე მოგცემთ საშუალებას შეამოწმოთ ჰაერის დაბინძურების დონე და ა.შ..