fbpx
17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023

5 საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგზაურობას მოგანდომებთ

წასაკითხი დრო: 2 წუთი

არავისთვისაა საიდუმლო, რომ ამ წამს საერთაშორისო მოგზაურობა ცოტა გართულებლია და სახლში ჯდომასაც უკვე ნელ-ნელა ვეჩვევით. გთავაზობთ 5 საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს, რომელიც აუცილებლად გაგიჩენთ მოგზაურობის სურვილს

1. Down to Earth with Zac Effron

ამ ადამიანს, ცოტა სხვა ამპლუაში ვიცნობთ, თუმცა ეს ნეთფლიქსის დოკუმენტური სერიალი ნამდვილად გაგაოცებთ და სხვა სახით დაგანახებთ მსახიობს.
სერიალში ზაკ ეფრონი მოგზაურობს დარინ ოლიენთან ერთად, რომელიც სერიალის პორდუსერი და ველნეს ექსპერტია. შოუს მიზანია, მაყურებელს დაანახოს ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების დადებითი გავლენა კაცობრიობაზე და ამავდროულად შესთავაზოს სხვადასხვა  მეთოდი და საშუალება ასეთი ცხოვრების სტილის მისაღწევად. მთლიანობაში კი უბრალოდ სასიამოვნოდ საყურებელი სერიალია.

სერია: 8
წელი: 2020 წ.

2. Street Foodფილმი რომელიც მოგზაურობას მოგანდომებთ

Street-Food ასევე ნეთფლიქსის დოკუმენტური ფილმია, რომელსაც ვუწევთ რეკომენდაციას. სერიალი შედგება 9 სხვადასხვა აზიური ქვეყნის სამზარეულოსგან, როგორებიცაა: იაპონია, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა. ამ სერიალში  შეხვდებით რეცეპტებს, რომელსაც თაობებს გადასცემენ, ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საჭმელს რიტუალივით უყურებენ. სერიალი ფერადია, ეგზოტიკური და სასიამოვნო საყურებელი.

სერია: 9
წელი: 2019 წ.

3. Mountainმოგზაურობას მოგანდომებთ
მთის მოყვარულთათვის, ეს ფილმი სულიშემძვრელი კადრების სერია არის, რომელიც მთხრობელის ხმისა, ფონური მუსიკისა და ულამაზესი კადრების მეშვეობით გამოგზაურებთ ყველაზე ცივ, შთამბეჭდავ და საშიშ ადგილებში.

ხანგრძლივობა: 73 წთ.
წელი: 2017 წ.

4. Momentum Generationდოკუმენტური ფილმი მომენტუმ

ეს ფილმი მოგვითხრობს მეგობარ სერფერებზე, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობდნენ ჰავაიზე და ეუფლებოდნენ სერფერობის ხელოვნებას. მათ შორის იყო კელი სლეიტერი, მსოფლიოს 11 გზის ჩემპიონი სერფინგში. ფილმში ჩანს ის ხალისი, ტკივილი, ტრამვები და სხვა ემოციური კვანძები, რომელიც ამ სამეგობროსა და სერფინგს აკავშირებს. ეს დოკუმენტური ფილმი ყურებად ნამდვილად ღირს.

ხანგრძლივობა: 105 წთ.
წელი: 2018 წ.

5. Where To Invade Nextდოკუმენტური ფილმი მოგზაურობაეს ფილმი ეკუთვნის ოსკაროსან მაიკლ მურს, რომელიც ფილმში ცდილობს „შეიჭრას“  ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში და წამოიღოს უკან საუკეთესო ნაწილები იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ საუკეთესო გახადოს. ფილმს გასდევს ირონიული ელფერი, რაც ყურების პროცესს კიდევ უფრო სახალისოს ხდის.

ხანგრძლივობა: 120 წთ
წელი: 2015 წ.

თუ უპირატესობას მხატვრულ ფილმებს ანიჭებთ, მაშინ ნახეთ ჩვენი 5 საუკეტესო სამოგზაურო ფილმისგან შემდგარი სია.

ახალი სტატიები

Iphone cannot be restored firmware file corrupt Full guides for Download .. updated 29 Apr 2023

Contrary to hardware issues, some software causes may lead to the iPhone black screen of death. However, you still got the chance to repair...

Mostbet: Spor ve Casino Bahisleri Türkiye’de Giriş, Kayıt ve İndirme İmkanı

ContentOyunun sonucuSiteye nasıl kaydolabilirim?Mostbet’ten promosyon koduMobil uygulama var mı?Mostbet şirketi nedir?Mostbet’te Bahis Yapabileceğiniz Popüler Ligler ve TurnuvalarOnlayn kazino MostbetKişisel Alan MostbetMostbet Türkiye – slotlar...

Mostbet Türkiye: Resmi Site, Kayıt, Bonus 5 673 Giriş yapmak

ContentSiteye nasıl kaydolabilirim?MostBet-də təqdim olunan bonuslar və promo-aksiyalar (MostBet бонус)Mostbet-də necə qeydiyyatdan keçmək olar?MostBet Azərbaycan bukmeker kontoru haqqında ümumi baxış-icmal Информация от компаний БакуMostbet...

მსგავსი სიახლეები

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების...

13 სამოგზაურო ექაუნთი, რომელიც უნდა ნახოთ

2020 წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი, ჩვენთვის, პრაქტიკულად ერთადერთი მოგზაურობის წყარო გახდა....

1 დღიანი მოგზაურობა თბილისთან ახლოს: უფლისციხე – ატენი

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, სულ უფრო და უფრო კარგი ამინდები და თბილი დღეები დგება. შესაბამისად,...

თანამედროვე ტურისტული გიდები და ციფრული სამყარო

ტურისტული გიდობა არც თუ ისეთ მარტივი საქმეა, როგორც ეს ერთ შეხედვით შეიძლება ჩანდეს და...