5 საუკეთესო მხატვრული ფილმი მოგზაურობაზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. უამრავი ფილმი არსებობს მოგზაურობასა და თავგადასავლებზე, თუმცა ახლა შემოგთავაზებთ 5 განსაკუთრებულ ფილმს გთავაზობთ.
1. The Way Back
ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს, 1940 წელს განვითარებულ ნამდვილ ისტორიას 6 პატიმრის შესახებ, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ ტყვეობას, თუმცა გზად მათ უამრავი სირთულის გადალახვა მოუწევთ.
ხანგრძლივობა: 133 წთ
წელი: 2010 წ.
2. Tracks
ფილმი მოგვითხრობს რეალურ ამბავს გოგონაზე, რომელმაც ავსტრალიაში 2,500 კმ-იანი უდაბნო გაიარა, აქლემებთან და ერთგულ ძაღლთან ერთად.
ხანგრძლივობა: 112 წთ
წელი: 2013 წ.
სიუჟეტი ვითარდება იაპონიაში. ის მოგვითხრობს იმ პატარა განცდებზე და ფიქრებზე, რომლებიც მოგზაურობის დასრულების შემდეგაც კი სამუდამოდ ჩვენს გონებაში აღიბეჭდება. ტოკიოს არაჩვეულებრივი ატმოსფერო აუცილებლად მოგანდომებთ მოგზაურობას.
ხანგრძლივობა: 102 წთ
წელი: 2003 წ.
4.Motorcycle Diariesმოტოციკლეტისტის დღიურები დაფუძნებულია ჩე გევარას მოგონებებზე. ფილმი ვითარდება უალამზეს სამხრეთ ამერიკაში. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრული ფილმი მოგზაურობაზე.
ხანგრძლივობა: 126 წთ
წელი: 2004 წ.
5. Into The Wildყველასთვის საყვარელი და ნაცნობი ფილმი, არც ახლა გამოაკლდება სიას. სულისშემძვრელი თავგადასავალი ბიჭზე, რომელიც გადაწყვეტს ყველაფერი მიატოვოს და მარტოდ-მარტო გაიხიზნოს ალიასკაში. რეალური ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
ხანგრძლივობა: 148 წთ
წელი: 2007 წ.
თუ უპირატესობას დოკუმენტურ ფილმებს ანიჭებთ, მაშინ იხილეთ ჩვენი სია, 5 საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ან სერიალი, რომელიც აუცილებლად მოგანდომებთ მოგზაურობის წამოწყებას.