fbpx
10 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 6, 2021

5 სახლი საქართველოში, რომელიც მოგზაურობას მოგანდომებთ

წასაკითხი დრო: 3 წუთი

როგორც წესი, ხალხი ირჩევს სამოგზაურო დანიშნულებას და შემდეგ მთელ მოგზაურობას გეგმავს იმ ადგილის ირგვლივ – სად დარჩეს, რა ჭამოს, სად არის სატრანსპორტო გაჩერება, რამდენად ახლოსაა მარკეტი და ა.შ.

მაგრამ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სახლი იმდენად მომხიბლავია, რომ სწორედ ის ხდება მოგზაურობის ინსპირაცია და მოტივატორი. ჩვენი დღევანდელი სია, სწორედ ამ მოტივებით არის გაჯერებული.

აი 5 სახლი საქართველოში, რომელიც მოგზაურობას მოგანდომებთ.

ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო ამაში კი ისაა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. შეგიძლიათ ჩანთა ჩაალაგოთ და სულ რამდენიმე საათში ამ ადგილებში ამოჰყოთ თავი.
პირველი სახლია…

that will make you want to travel. სახლები

1. A Georgian Masterpiece in the Heart of Old Batumi – ბათუმი, აჭარა.

ეს ულამაზესი Boutique guest house არის ისტორიული ნაგებობა ბათუმის ძველი უბნის ცენტში. სახლში არის 4 საძინებელი, 3 სააბაზანო ოთახი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და ვერანდა, რომელიც ულამაზეს ქვაფენილიან ქუჩას გადაჰყურებს. სახლის საძინებლები კონცეპტუალურად დაყოფილია თემებად, როგორებიცაა: მთები, ტყე, ზღვა და ისტორია.
ეს სახლი ნამდვილად მოგანდომებთ მოგზაურობას დიდ ოჯახთან ან სამეგობროსთან ერთად.

 

kazbegi cottage. მოგანდომებს მოგზაურობას

2. Kazbegi Cabin 1 – სტეფანწმინდა, ყაზბეგი.

Kazbegi Cabin 1 სტეფანწმინდაში, ყაზბეგში მდებარეობს. ეს სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს ერთმანეთისგან დაშორებულ ორ იდენტურ კოტეჯს. კოტეჯები თითქმის მთლიანად კონსტრუირებულია ასწლოვანი მუხის მასალით, ინტერიერი კი გაწყობილია ეკოლოგიურად სუფთა ელემენტებისაგან. კოტეჯი არის იდეალური სივრცე დასასვენებლად, საკუთარი აბაზანითა და ტუალეტით, საძინებლით, მინი სამზარეულოთი და კომფორტული მისაღები ოთახით.
ეს კოტეჯი ნამდვილად მოგანდომებთ დასვენების დღეების დაგეგმვას.

 

make you want to travel. მოგანდომებთ მოგზაურობას

3. Svan Brothers entire house – სიღნაღი, კახეთი

ეს ულამაზესი სახლი მდებარეობს სიღნაღში, კახეთის რეგიონში. სახლი შედგება სამი საძინებლისაგნ, სამი სააბაზანოსაგან, ნათელი მისაღები ოთახისა და სამზარეულოსგან.
სახლი ცოტა ხნის წინ იყო განახლებული, თუმცა შენობა ძველია. ამის დასტურია ერთ-ერთ საძინებელ ოთახში აღმოჩენილი ასწლოვანი კედლის მხატვრობის ფრაგმენტები, რომელიც შეიძლება ნიკო ფიროსმანის მოხატული ყოფილიყო.

 

cottage. სახლი კოტეჯი

4. CHAMO – ვაკიჯვარი, გურია

კოტეჯი CHAMO ჩაფლულია ვაკიჯვარის თხილნარის მყუდრო მიდამოში, ბახმაროს მთის ძირში. კოტეჯი დამსვენებლებს სთავაზობს სულ რაღაც 30 კვადრატულ მეტრში კომფორტულად მოწყობილ სამ სივრცეს – საძინებელს, სველ წერტილსა და ინტეგრირებულ მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს. კოტეჯის კონცეფციია, მათ ვისაც ბუნებასთან ახლოს ყოფნა სურს, მაქსიმალურად დაახლოებული პირობები შეუქმნას. კოტეჯის დიდ ფანჯრებში სინათლის გარდა, ბუნების ატმოსფეროც შემოდის.
მას კი, ვისაც მცირე თავგადასავალიც სურს, შეუძლია ეზოში ჩამალული ბილიკი იპოვნოს მდინარე ნატანებამდე და იქვე ითევზაოს ან მთების ცქერით შეიქციოს თავი.

 

სახლი house

5. Private Room in KORTE – მესტია, სამეგრელო-ზემო სვანეთი

KORTE– სვანური სიტყვაა და „სახლშის“ ნიშნავს, ამ სახლის დანიშნულებაც სწორედ ეს არის, რომ შეუქმნას დამსვენებელს სახლის სიმყუდროვე. კორტე მდებარეობს მესტიის ცენტრში, ყველა საჭირო პუნქტთან ახლოს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სახლი ძალიან მშვიდი ატმოსფეროთი გამოირჩევა. კორტე არის ერთ საძინებლიანი ოთახი, სველი წერტილით, მისაღები ოთახითა და სამზარეულოთი. სახლი განსაკუთრებულად ხელსაყრელი ლოკაციის გარდა, თავისი საკმაოდ თანამედროვე კონცეფციით გამოირჩევა.

შეგიძლიათ ამ სიაზე არ შეჩერდეთ და დაათვალიეროთ მთებში შეფენილი ულამაზესი კოტეჯები საქართველოში.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...

ტესტი: რამდენი თანამედროვე შენობა შეგიძლია ამოიცნო საქართველოში?

  ფოტოები: PSH.gov.ge, nbg.gov.ge, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი, ფაბრიკა, gcaa.ge, idaaf.com

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...