fbpx
17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

წასაკითხი დრო: 3 წუთი

To feel productive is a beautiful feeling

სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი რთულია დავრჩეთ მოტივირებულები და ვიყოთ დღის მანძილზე პროდუქტიულები. მითუმეტეს ახლა, როდესაც სახლიდან გასვლაც რთული საკითხია. გასული წლის მანძილზე უამრავი გეგმა და მოგზაურობა ჩაგვეშალა, ამ განწყობის გამო კი, ზოგჯერ ლოგინიდან წამოდგომაც კი რთულია.

5 ხერხი, როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია.

პროკრასტინაცია არის გრძნობა და დამოკიდებულეა, როცა საკუთარ თავს ეუბნები:
არა „მე ამას არ გავაკეთებ…“-ს, არამედ ფიქრობ, რომ „მე ამას გავაკეთებ, ოღონდ ხვალიდან…“

„ხვალ“ რეალურად კი არასდროს დგება. მეორე დღეს ვიღვიძებთ იგივე ენერგიით და იმავე განწყობით, რაც წინა დღეს გვქონდა, შესაბამისად ის „ხვალ“ გასაკეთებელი საქმე ისევ შემდეგ დღეზე გადადის.

ის, რომ სახლიდან ვერ გავდივართ, არ უნდა გახდეს დაბრკოლება, რადგან გონებით მოგზაურობა ახლაც შეგვიძლია. ამისთვის პატარა მოტივაცია და ინტერნეტია საჭირო.

გირჩევთ 5 ხერხს როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია, ამის შემდეგ კი სახლიდან მოგზაურობაც შესაძლებელი გახდება.

ავირიდოთ პროკრასტინაცია avoid procrastination

1. შეიქმენით რუტინა/განმეორებითობა

ვიცი, რომ ეს რჩევა გაცვეთილია, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ მართლა საჭირო რამეა. რუტინა შეიძლება იყოს ჩაის დაყენებიდან დაწყებული – სახის დაბანით დამთავრებული. მთავარია, ეს რუტინა ლოგინის გარეთ ხთებოდეს. რუტინა არის პირველი მითითება თქვენი გონებისთვის, დაიწყოს საქმის კეთება.

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასინაცია
2. To Do List

ნებისმიერი საქმის დაწყებამდე, ჩამოწერეთ თქვენთვის კომფორტულ ფორმაში დღის მანძილზე გასაკეთებელი საქმეები, ჩაწერეთ ყველა საქმე, რაც გაგახსენდებათ – სამსახურთან დაკავშირებული, სახლში გასაკეთებელი და ა.შ. დაალაგეთ პრიორიტეტულობის მიხედვით და შესრულების შემდეგ არ წაშალოთ, უბრალოდ გადახაზეთ ან „პწიჩკა“ დაუსვით.

Todoist არის მარტივი აპლიკაცია ტელეფონისთვის სიების შესადგენათ, მათთვის, ვისაც არ ხელით წერას, ტელეფონში ჩანიშვნა ურჩევნია.

5 ways to avoid procrastination

3. სიჩუმე

შეეცადეთ საქმის კეთებისას ყველაფერი ირგვლივ დალაგებული იყოს და სიწყნარეში იყოთ, რადგან ეს დაგეხმარებათ საქმის სწრაფად და კონცენტრირებულად გაკეთებაში.
ბევრს უყვარს ქაოსში მუშაობა, თუმცა სიჩუმეში, საქმეს ათასჯერ უფრო სწრაფად დაამთავრებთ და ხარისხიც გაცილებით მაღალი იქნება.

5 გზა როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

4. ვარჯიში, ვარჯიში, ვარჯიში….

არც ეს რჩევაა მაინც და მაინც ახალი, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, ახლა ამის დრო პრაქტიკულად არავის აქვს, მითუმეტეს სახლის პირობებში, მაგრამ სხეულის მოძრაობა მნიშვნელოვანია, როგორც სხეულისთვის ისე გონებისთვისაც. თან ვარჯიშისას შეგიძლიათ ყველაზე სწრაფად დაინახოთ პროკრასტინაციის გრძნობის გაქრობა.

პროკრასტინაცია

5. დაისაჩუქრეთ თავი.

იმისათვის, რომ სხვა „დავალებების“ შესრულების მოტივაცია გაიზარდოს, საჭიროა ყოველი შესრულებული საქმის შემდეგ თავი დაისაჩუქროთ. ეს შეიძლება იყოს ფინჯანი ყავა, ხილის ჯამი ან სხვ. ნებისმიერი რამ, რაც განსაკუთრებულ სიამოვნებას განიჭებთ.

ეს არის 5 ხერხი, როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია.

ასევე შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ სტატიას, მზის დამცავის შესახებ და რა საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს თუ მას არ გამოვიყენებთ ყოველდღიურობაში.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

Iphone cannot be restored firmware file corrupt Full guides for Download .. updated 29 Apr 2023

Contrary to hardware issues, some software causes may lead to the iPhone black screen of...

Mostbet: Spor ve Casino Bahisleri Türkiye’de Giriş, Kayıt ve İndirme İmkanı

ContentOyunun sonucuSiteye nasıl kaydolabilirim?Mostbet’ten promosyon koduMobil uygulama var mı?Mostbet şirketi nedir?Mostbet’te Bahis Yapabileceğiniz Popüler Ligler...

Mostbet Türkiye: Resmi Site, Kayıt, Bonus 5 673 Giriş yapmak

ContentSiteye nasıl kaydolabilirim?MostBet-də təqdim olunan bonuslar və promo-aksiyalar (MostBet бонус)Mostbet-də necə qeydiyyatdan keçmək olar?MostBet Azərbaycan...

Mostbet Turkey resmi sitesi

ContentMostbet yeni adresi: Site engellenirse ne yapabilirsinizMostbet Kumarhanesi Hakkında Temel BilgilerTL bonusumu nasıl aktifleştirebilirim?Kumar Ve...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

Iphone cannot be restored firmware file corrupt Full guides for Download .. updated 29 Apr 2023

Contrary to hardware issues, some software causes may lead to the iPhone black screen of...

Mostbet: Spor ve Casino Bahisleri Türkiye’de Giriş, Kayıt ve İndirme İmkanı

ContentOyunun sonucuSiteye nasıl kaydolabilirim?Mostbet’ten promosyon koduMobil uygulama var mı?Mostbet şirketi nedir?Mostbet’te Bahis Yapabileceğiniz Popüler Ligler...

Mostbet Türkiye: Resmi Site, Kayıt, Bonus 5 673 Giriş yapmak

ContentSiteye nasıl kaydolabilirim?MostBet-də təqdim olunan bonuslar və promo-aksiyalar (MostBet бонус)Mostbet-də necə qeydiyyatdan keçmək olar?MostBet Azərbaycan...