fbpx
20.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 22, 2021

6 ტბა ნინოწმინდაში, რომელიც სამოგზაურო სიაში აუცილებლად უნდა შეიტანოთ

წასაკითხი დრო: 3 წუთი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ძალიან საინტერესო და აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. თუმცა, ამჯერად მხოლოდ რამდენიმე ტბას გაგაცნობთ, რომლებიც თქვენი მოგზაურობის გეგმებს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის მათი უნიკალური ლანდშაფტისა და იქ არსებული ცოცხალი სამყაროს გამო.

საქართველო რომ გამორჩეულია საინტერესო და მრავალფეროვანი ადგილებით, ალბათ გასაკვირი აღარაა, მაგრამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი თავისი ლანდშაფტით, ისტორიითა თუ კულტურით მაინც ყოველთვის გაოცებას იწვევს. სხვა მრავალ დეტალთან ერთად, ეს ეთნიკურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია, ადგილისთვის დამახასიათებელი სამზარეულო აქვს და ცნობილია ვაზის უნიკალური ჯიშებით.

სამცხე-ჯავახეთის ნაწილია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიც, რომელიც რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. თვითონ მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი საქართველო-თურქეთის საზღვარს ემთხვევა, ხოლო სამხრეთი ნაწილი სომხეთს ესაზღვრება.

 

ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ფლორა ალპური ზონებისთვის დამახასიათებელია. ტერიტორიის დიდი ნაწილი უტყეოა და დაფარულია მთის და მდელო-ველის მცენარეულობით, ხოლო 2200 მეტრზე მაღლა სუბალპური და ალპური მდელოები იწყება.

ნინოწმინდა ტბების სიმრავლითაც არის განსაკუთრებული, რომლებიც მრავალი სახეობის თევზისა და ფრინველისთვის იდეალური ადგილია. ტბების ირგვლივ დაჭაობებულ ტაფობებში გავრცელებულია წყლისა და ჭაობის მცენარეულობა.

ბუღდაშენის ტბა

ეს ვულკანური წარმოშობის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე. ბუღდაშენის ტბაში მრავლადაა თევზი, მათ შორის აღმოსავლური ფრიტა და კარჩხანა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიკი პატარა კლდოვანი კუნძულია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილია ფრინველების გამრავლებისა და ბუდობის თვალსაზრისით, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე ფრინველისათვის.

ტბის გარშემო სეირნობას თუ გადაწყვეტთ 2 კილომეტრიანი გზა შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელიც სოფელი გორელოვკადან იწყება და საპიკნიკე და ჩიტების დაკვირვების კოშკამდე მიგიყვანთ. 2020 წელს ბუღდაშენის ტბა და მისი შემოგარენი იუნესკოს სიაში შევიდა, როგორ საერთაშორისო მნიშვნელობის ადგილი.

ბუღდაშენის ტბა
ბუღდაშენის ტბა. National Parks of Georgia

მადათაფას ტბა

მადათაფას ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C-ს აღწევს, ზამთრობით კი ტბა თითქმის ფსკერამდე იყინება.

ტბაში თევზი არ არის, თუმცა ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი და ამიტომაც ფრინველებზე დასაკვირვებლად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

მადატაფას ტბა
მადატაფას ტბა. გ.ჩანადირი

საღამოს ტბა

საღამოს ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტბას სამკუთხედი ფორმის ქვაბულის დადაბლებული ნაწილი უკავია, რომელიც ყველა მხირდან შემოსაზღვრულია ვულკანური ამაღლებებით. საღამოს ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი, რომლის საშუალებითაც საღამოს ტბა დაკავშირებულია ფარავნის ტბასთან. ივლისში ტბის ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC არის, ზამთარში კი იყინება 4-5 თვით.

საღამოს ტბის მიმდებარე ტერიტორია საინტერესოა კულტურული თვალსაზრისითაც. სოფელ საღამოში შეგიძლიათ ნახოთ შუასაუკუნეების (X-XV სს) ოთხი ბაზილიკა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო რელიეფებითაა გამორჩეული.

საღამოს ტბა
საღამოს ტბა

ფარავნის ტბა

ფარავნის ტბა საქართველოში ზედაპირის ფართობით ყველაზე დიდი ტბაა (37.5 კვმ) და ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამბობენ, რომ ტბის ფსკერზე უძეველესი წარმოშობის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ნივთები და ნანგრევებია.

ეს ვულკანურ-ტექტონიკური ტბა გაყინულია ზამთარში, ყინულის სისქე კი 47–73 სმ შორის არის. ფარავნის ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ფოკა, ვლადიმიროვკა, ტამბოვკა, როდიონოვკა და ასფარა. ფარავნის ტბის ნაპირას არის ფოკის მამათა მონასტერიც.

ფარავნის ტბა
ფარავნის ტბა. რ. ბერიძე

ლევანის ტბა

ლევანის მყინვარული ტბა სამსრის ქედზე, მთა გოდორების სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მდებარეობს. ლევანის ტბის სუფთა და გამჭვირვალე წყალი მოლურჯო-ცისფერია და ცოცხალი ორგანიზმებით შედარებით ღარიბია. ტბა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით და სუსტადაა მინერალიზებული.

ლევანის ტბა
ლევანის ტბა. About.ge

ხანჩალის ტბა

ხანჩალის ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ხანჩალის ტბა ყველაზე დაბალი სიღრმეებით ხასიათდება ჯავახეთის მთიანეთის ტბებს შორის და საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ტბას სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უერთდება ათამდე მცირე შენაკადი, რომელთა ჩამონადენი მცირდება ზაფხულში, თუმცა არ შრება.

ტბა თითქმის მთლიანად წყლის მცენარეებითაა დაფარული. მრავალი გადაშენების პირას მყოფი ფრინველი იყენებს ამ ტბას დასაბუდებლად გამრავლების პერიოდში ან მიგრაციის დროს.

ხანჩალის ტბა
ხანჩალის ტბა. Sportfishing.ge

საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!

ასევე, შეგიძლიათ გააკეთოთ ტესტი და შეამოწმოთ საკუთარი ცოდნა, რამდენად კარგად შეგიძლიათ საქართველოს სხვადასხვა უცნობი ადგილების ფოტოებიდან ამოცნობა.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

10 ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა,...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...