fbpx
16 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021

7 მიზეზი თუ რატომ არის ზამთარი საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის

Reading Time: 3 Minute

მოგზაურობა ხშირად ზაფხულთან ასოცირდება და ამიტომაც, ადამიანები მთელი წლის განმავლობაში აწყობენ თბილი სეზონისთვის სამოგზაურო გეგმებს. მაგრამ, თქვენთან ერთად ამ გეგმებს მილიონობით ადამიანი აწყობს. ამიტომაც, ლამაზი და საინტერესო ადგილები ხშირად ტურისტებითაა გადავსებული, ფასები მომატებული და ადგილების დაჯავშნა კი – განსაკუთრებით რთული და ხანდახან სტრესულიც კი. თუმცა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ზამთარში მოგზაურობა ამ პრობლემების უმეტესობას თავიდან აგარიდებთ და თუ თბილ ტანსაცმელს მოიმარაგებთ და განწყობასაც შესაბამისს შეიქმნით, თქვენი ზამთრის მოგზაურობა არანაკლებ ჯადოსნური იქნება.

წაიკითხეთ 7 მიზეზი, რატომ არის ზამთარი მოგზაურობისთვის სასიამოვნო და იქნებ საუკეთესო დროც.

 

  1. დაბალი ფასები და უკეთესი შემოთავაზებები

ზამთრის სეზონზე მოგზაურობა გაცილებით უფრო იაფია. ამ დროს ნაკლები ხალხი მოგზაურობს და ამიტომაც შეძლებთ თქვენი ფრენა, სასტუმროები, ტურები, რესტორნები თუ სხვადასხვა აქტივობები ბევრად უფრო იაფად დაჯავშნოთ. გარდა ამისა, მეტი შანსი გაქვთ მიიღოთ უკეთესი შემოთავაზებები და სერვისი.

სასტუმრო ზამთარი

  1. ნაკლები ხალხი და მოკლე რიგები

ზამთარში ნაკლები მოგზაური, ნაკლებად დატვირთულ ტურისტულ ადგილებს და მოკლე რიგებს ნიშნავს. ალბათ თქვენც შეწუხებული ხართ მოგზაურობისას ხალხმრავლობით და ეს გარემოს აღქმაში ხელს გიშლით. კაფეებში, სადაც ვახშამს მთელი გულით გეგმავდით, ადგილი არ არის, ან მუზეუმებში 3 საათიანი რიგები არ გიყვართ, მაშინ ზამთარი სამოგზაუროდ თქვენთვის საუკეთესო დროა. არც ბევრი ხალხი დაგხვდებათ სადმე და არც ზედმეტი ქაოსი შეგაწუხებთ.

მუზეუმი

  1. სამოგზაუროდ კარგი ტემპერატურა

ადამიანების დიდ ნაწილს სიცხე ძალიან აწუხებს, მით უმეტეს მზის გულზე სიარული. თუ თქვენც ასეთი ხართ, მაშინ ზამთარში მოგზაურობა ნამდვილად გესიამოვნებათ. სერინობისას ყოველთვის შეგიძლიათ თბილი ქურთუკი და კარგი ფეხსაცმელი ჩაიცვათ და სივიცის პრობლემა ნაკლებად შეგაწუხებთ. დღის განმავლობაში მზის სხივები კი ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება და კმაყოფილები მიეფიცხებით სითბოს. ასევე, შეგიძლიათ წაიკითხოთ 6 რჩევა იმისთვის, რომ ზამთარში მოგზაურობისას სიცივემ არ შეგაწუხოთ.

ზამთარი მოგზაურობა

  1. სიცივისგან თბილ ადგილას გაქცევა

თუ ის ადამიანი ხართ, ვისაც სიცივე არანაირად არ უყვარს და ზამთარში მხოლოდ იმას ფიქრობს, ეს ცივი თვეები როდის გაივლის, მაშინ თქვენთვის მოგზაურობა საუკეთესო გასაქცევია. ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი ქვეყანა, სადაც იმაზე მეტად ცხელა ვიდრე ახლა თქვენთან. შეგიძლიათ სასურველი თბილი კურორტი შეარჩიოთ, ზაფხულის ტანისამოსი გადმოალაგოთ და გეგმებიც ბედნიერად დააწყოთ.

ზაფხულის კურორტი

  1. ზამთრის სპორტი და თოვლი

თხილამურებით ან სნოუბორდით სრიალი ან სხვა რომელიმე ზამთრის სპორტი თუ თქვენი გატაცებაა, მაშინ ზამთარში მოგზაურობა რომ საუკეთესო რამაა, ამას თქმაც აღარ უნდა. მთავარია სასურველი კურორტი შეარჩიოთ და ჩანთა ჩაალაგოთ. თუმცა, თუ სრიალის ბედნიერება ჯერ არ გამოგიცდიათ, გვიანი არასოდესაა და ზამთრის მოგზაურობაც შეგიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ. სწავლა ყოველთვის შეიძლება, ამიტომ დარწმუნდით, რომ კარგი ინსტრუქტორი გყავთ და მთის ფერდობებს მიაშურეთ.

რამდენიმე რამ, რაც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ სკიტურებით სრიალი და პარაპლანით ფრენაა.

თხილამურით სრიალი

  1. გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი, თბილი ნამცხვრები

ზამთრის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილი გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და თბილი ნამცხვრებია. მოგზაურობისას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ქუჩაში რომელიმე მათგანს გადააწყდეთ და მიირთვათ. ასე თქვენი სეირნობა უფრო სასიამოვნო, გემრიელი და ხალისიანი გახდება.

გლინტვეინი ზამთარში

  1. საშობაო ბაზრობები

ზამთარში მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი და ალბათ ყველაზე საყვარელიც, საშობაო ბაზრობებია. ფერადი განათებები, ლამაზი ქოხები, დეკორაციები, გემრიელი საჭმელი, დარიჩინის სუნი, სასიამოვნო სასმელი, მუსიკა და უბრალოდ ძალიან კარგი განწყობა – ეს ისაა, რაც საყვარელ ადამიანებთან ერთად აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. წელს, სამწუხაროდ, მოგზაურობის გეგმები ყველასთვის აირია და არც საშობაო ბაზრობებზე სეირნობა გამოვიდა, მაგრამ უკეთესის იმედით, მომავალი წლისთვის შეიძლება ახალი მოზაურობების და თავგადასავლების დაგეგმვა.

საშობაო ბაზრობა

 

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ!

 

 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

Similar Posts

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...

13 სამოგზაურო ექაუნთი, რომელიც უნდა ნახოთ

2020 წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი, ჩვენთვის, პრაქტიკულად ერთადერთი მოგზაურობის წყარო გახდა. ახლა...

Share

New Posts

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...