fbpx
17 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 6, 2021

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

წასაკითხი დრო: 3 წუთი

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში გავყინოთ და მათი გაზიარება შევძლოთ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ იქნებოდა თქვენს ცხოვრებაშიც, რადგან ჩემსაში უამრავჯერ ყოფილა, რომ ათასი ფოტოდან არც ერთია საკმარისად კარგი, და შეიძლება კადრი, რომლის წაშლასაც დააპირებდით, სინამდვილეში ყველაზე ადამიანური გადმოგეს დანარჩენებს შორის.

იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართოს,

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

რჩევა ნომერი ერთი:
1. სიმსუბუქე მნიშვნელოვანია

ფოტოს გადაღევა
© http://www.cecarca.org/avoid-these-common-mistakes-in-photography/

მოგზაურობაში სიმსუბუქე და კომპაქტურობა ყველაზე მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანების ან ხალხმრავალი ადგილების გადაღება გიყვართ. თუ თქვენ თვითონ არ იქნებით კომფორტულად, არც თქვენს ირგვლივ ხალხი იგრძნობს თავს კომფორტულად, მითუმეტეს ობიექტივთან. ნუ ჩაალაგებთ დიდი რაოდენობით ლინზებს და ნუ ჩამოიკიდებთ ყველაფერს ზემოდან. წინასწარ მოიფიქრეთ როგორი ტიპის ფოტოების გადაღება გსურთ, აარჩიეთ სასურველი აღჭურვილობა და მაქსიმალურად კომფორტულ ფორმაში გადით გადასაღებად.

2. ლოქეიშენ სკაუტინგი

locatio scouting
© https://www.videomaker.com/wp-content/uploads/2002/11/Location-Scoutingenews.jpg

კარგი კადრის მიღება მარტივი არაა, მითუმეტეს თუ იმავე გაცვეთილი მარშრუტებისა და ლოკაციების გადაღებას აპირებთ, სადაც ხალხი ისედაც დიდი რაოდენობით ფოტოს იღებს, ამიტომ ათვალიერეთ თქვენთვის საინტერესო კუთხეები, ადგილები, ხედები და ა.შ

3. Think Outside The Box

photography
© https://i0.wp.com/www.reminiscentstudio.in/wp-content/uploads/2020/05/8.-Learn-A-New-Post-Processing-Skill.jpg?w=1500&ssl=1

თუ მაინცდამაინც იმ ადგილებში მოგიწევთ გავლა, რომელსაც მართლაც ყველა იღებს, ან არ გიწევთ, უბრალოდ გინდათ ამ ადგილის დაფიქსირება, მაშინ უბრალოდ გადაათვალიერეთ გონებაში, როგორი ტიპის ფოტოები შეგხვედრიათ ამ ადგილზე გადაღებული და შეეცადეთ იმავე კუთხით აღარ გადაიღოთ. გამოიყენეთ კრეატიულობა და შინაგანი ექსპრესიულობა. შესძინეთ ამ ადგილს სხვა ახალი ხედვა და მოსინჯეთ მისი სხვა კუთხით წარმოჩენა.

4. ჰკითხეთ და გადაუღეთ

better photos
© https://i.pinimg.com/originals/cf/17/00/cf1700a7a5d6c9c658df0875318a9f32.jpg

საქართველოში, ქუჩაში, მითუმეტეს ქალაქგარეთ, უცხო ხალხი იშვიათად გსაყვედურობთ ფოტოს დაუკითხავად გადაღებას და ეს იდეალურია თუ გსურთ „ჩასაფრებული“ ფოტოს გადაღება, მაგრამ თუ ადამიანს გადაღების უფლებას ჰკითხავთ და პორტრეტს გადაუღებთ, არც ამ შემთხვევაში ინანაებთ. დიდი ალბათობით ხელში შეგრჩებათ ძალიან გულწრფელი, ძალიან უხერხული პორტრეტები, საინტერესო დასათვალიერებლად. იმ შემთხვევაში კი, თუ უარით გაგისტუმრებენ არც ეგაა პრობლემა. მადლიერი ღიმილით, უბრალოდ სხვას მოძებნით.

5. ეძებე ხაზები კომპოზიციაში

© https://expertphotography.com/wp-content/uploads/2018/10/leading-lines.jpg

ფოტოში ჩრდილებისა და ფერების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზები. ხშირად ფოტოგრაფები ხაზებს ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა ეს კიდევ ერთი იარაღია უკეთესი „სივრცული“ ფოტო გადაიღოთ, ეს შეიძლება იყოს მთის ქედის ხაზიც, მოაჯირის ხაზი, ან სარეცხის გასაფენი ხაზები, ან უბრალოდ რაიმე ობიექტის კონტური, რომელიც ხაზად შემოდის კომპოზიციაში.

6. გადაიღე ფოტო, რომელსაც შენ თვითონ დაპინავდი

ფოტოები
© https://www.apparelentrepreneurship.com/wp-content/uploads/2020/04/how_to_create_a_fashion_mood_board-1100×825.jpg

ქმნიდე ისეთ კომპოზიციას, რომელიც ობიექტურად თავადაც მოგეწონებოდათ ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოგცემთ მეტ თავდაჯერებულობას და უფრო მეტად გაგარისკინებთ. იმისთვის, რომ კარგი რამ „დადოთ“ მნიშვნელოვანია ამ „კარგ რამეებს“ იცნობდეთ და ათვალიერებდეთ. ამიტომ შექმენით ფოტო ალბომი, რომელშიც თქვენს საყვარელ ფოტოებს მოუყრით თავს და შეეცადეთ სტილის წაბაძვით გადაიღოთ ფოტოები, სანამ საკუთარ სტილს აღმოაჩენთ.

7. რა თქმა უნდა ჩრდილები

better photos
© https://tipsmake.com/data/thumbs/photographic-tips-that-cast-shadows-in-photography-thumb-HlmtrxcDz.jpg

ალბათ, ეს ყველაზე გაცვეთილი რჩევაა, რომლის მიცემაც ფოტოგრაფისთვის შეგიძლია, მაგრამ ჩრდილები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ კომპოზიციას სიღრმეს აძლევს… ბევრად უფრო დახვეწილი და ესთეტურიც არის.
ამიტომ, თუ მოახერხებთ, რომ სასურველ პეიზაჟში ან ნატურმორტში დამატებითად ჩრდილიც გამოიჭიროთ, ეს მთლიანად შეუცვლის ფოტოს განწყობას.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...

ტესტი: რამდენი თანამედროვე შენობა შეგიძლია ამოიცნო საქართველოში?

  ფოტოები: PSH.gov.ge, nbg.gov.ge, შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი, ფაბრიკა, gcaa.ge, idaaf.com

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

5 ხერხი როგორ ავირიდოთ თავიდან პროკრასტინაცია

To feel productive is a beautiful feeling სახლში გამოკეტვისას, მაშინ, როცა მზიანი ამინდიც არ არის, ცოტათი...

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში...

ვანის ნაქალაქარი – ანტიკური ოქროს ქალაქი

1881 წლის 28 მაისს, გაზეთში „დროება“ გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ამბობდა, რომ სოფელში, ერთ-ერთი გორიდან ყოველი...