fbpx
24.3 C
Tbilisi
სამშაბათი, სექტემბერი 21, 2021

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

წასაკითხი დრო: 3 წუთი
ობსერვატორია 

ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები. 

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში მდებარეობს. ობსერვატორია 1932 წელს მთა ყანობლზე პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა და იგი პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებები გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის ფიზიკის, მზის სისტემის ცდომილების და დედამიწის ზედა ატმოსფეროს შესწავლაა.

ასტრონომიულ ობსერვატორიებს, როგორც წესი ქალაქგარეთ, ხელოვნური განათების, მტვერისა და სამრეწველო ნაგებობების გამონაბოლქვისგან მოშორებულ ადგილებში აშენებენ. ამასთან, საჭიროა ცის ბუნებრივი სიწმინდე წლის დიდი პერიოდის მანძილზე. სწორედ ამიტომაც, ობსერვატორიები ხშირად იგება მაღლა მთაში და შორს დასახლებული პუნქტისაგან. მთაში ჰაერი უფრო სუფთა, გამჭვირვალეა და ხილვადობაც უკეთესია. სწორედ ასეთია ყანობლის მთაც აბასთმანში, სადაც წელიწადის უმეტესი ღამეები მოწმენდილი ცა და ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად საუკეთესო კლიმატური გარემოა.

აბასთუმანის
abastumani.ge

 

ისტორია 

ყანობილის ასტრონომიული დაკვირვებებისთვის უნიკალური პირობები XIX საუკუნის 90-იან წლებში ცნობილი რუსი ასტრონომის ს.გლაზენაპის დაკვირვებებმა აჩვენა. 1932 წელს დაიწყო ლენინგრადის ასტრონომიული ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორიის ექსპედიციები და მთაზე დროებით დასაკვირვებელი მოედანი მოეწყო, აღჭურვილი ცეისის 13 სმ-იანი რეფრაქტორით და რეინფოლდის 15 სმ-იანი კომეტის მაძიებელით. ოდნავ მოგვიანებით, ამავე წელს აქტიური მუშაობა დაიწყო ობსერვატორიის მოსაწყობად, შეიქმნა ლაბორატორიები, დადგეს საზომი იარაღები, დააკომპლექტეს სახელოსნოები, გაიხსნა სამეცნიერო ბობლიოთეკა და დაიწყო საჯარო ლექციების გამართვაც. 1942 წელს, ქართველმა ასტრონომმა, გიორგი თევზაძემ, მანამდე უცნობი, ორი ახალი კუდიანი ვარსკვლავი „კომეტა“ აღმოაჩინა. სახელიც, შესაბამისად უწოდეს –  „კომეტა 1942 თევზაძე 1“ და „კომეტა 1942 თევზაძე 2“. ეს იყო ისტორიაში ქართველების მიერ პირველი ასტრონომიული აღმოჩენა.

ობსერვატორია არქივი
region.kvira.ge

ამჟამად, მთლიანად ობსერვატორიის ტექნიკურ ბაზაში თხუთმეტამდე ვარსკვლავიერი და სამზეო ტელესკოპია.

ობსერვატორიის სამეცნიერო-კვლევითი გეგმით მიმდინარეობდა დაკვირვებები დიდი დათვის დუბლვე ტიპის ცვალებადვარსკვლავებზე, ელექტროფოტომეტრული დაკვირვებები 33-სმ რეფლექტორის ნესმიტის ფოკუსში სხვადასხვა ტიპის ცვალებად ვარსკვლავებზე; ბნელ ნისლეულებში მკრთალ ვარსკვლავთა ფერის მაჩვენებელთა განსაზღვრა; მზისსამსახურის საკავშირო პროგრამით დაკვირვებები სპექტროჰელიოსკოპ-ჰელიოგრაფის საშუალებით; საცდელი დაკვირვებები 44 სმ-იან შმიდტის ანაბერაციულ ტელესკოპზე; აქტინომეტრიული და სხვა გეოფიზიკური ხასიათის დაკვირვებაები; თეორიული გამოკვლევები ასტროფიზიკის დარგში, პლანეტური ნისლეულები, ახალი ვარსკვლავები. (წყარო: აბასთუმნის ასტორფიზიკური ობსერვატორიის ისტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

1961 წლიდან ობსერვატორიას ასევე ჰქონდა ყოველწლიური გამოცემა „ასტრონომიული კალენდარი“ და „ობსერვატორიის ბიულეტენი“. 

 

დღეს 

აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული: აღმოჩენილია 2 კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, 6 ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და 8 ზეახალი ვარსკვლავი, 17 პლანეტური ნისლეული, 3 ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი, მათ შორის 2 ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი. ობსერვატორია რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანების წევრია და აქ წარმართული საქმიანობების გამო საქართველოს სახელი არაერთხელ გაჟღერებულა საერთაშორისო ტრიბუნაზე. 

ობსერვატორია 2007 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა და აქტიურად დაიწყო სხვადასხვა სახის სასწავლო და სამეცნიერო კვლევითი პროცესები. ამასთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა აღადგინა ასტრონომიის სწავლების პროცესი, რაც წლების განმავლობაში შეწყვეტილი იყო საქართველოში. 

განახლებული ობსერვატორია

2019 წელს მთავრობის დადგენილებით, ობსერვატორია უნივერსიტეტს გამოეყო და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდა. სამწუხაროდ, როგორც ობსერვატორიის თანამშრომლები ამბობენ, ჯერ კიდევ უცნობია ობსერვატორიის ზუსტი სამომსავლო სამოქმედო გეგმა, რაც ამ ისტორიული ადგილის ბედს გარუკვევლობის წინაშე აყენებს. აბასთუმნის ობსერვატორიის საკუთრებაში ამჟამად 10-მდე ტელესკოპია, თუმცა მათი უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული. 2011 წელს გაფუჭებული ყველაზე დიდი, 125 სანტიმეტრიანი ტელესკოპი, ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს და ობსერვატორიის აქტიურ მუშაობს ხელს უშლის. მაშინ, როდესაც ადრე ობსერვატორიას 70-მდე მეცნიერი ყავდა, ახლა ადგილზე მხოლოდ 7-8 თანამშრომელია დარჩენილი და უკანასკნელი მეომრების მსგავსად იცავენ ამ ადგილის ისტორიას, მნიშვნელობასა და მომავალს. 

  

მოგზაურობა აბასთუმანში 

ობსერვატორია, გარდა სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებისა, საგანმანათლებლოდ და ტურსტულადაც ძალიან საინტერესო ადგილია. ადგილზე მოწყობილი პატარა მუზეუმი ობსერვატორიის მთელს ისტორიას ყვება, დამთვალიერებლებს კი, გარდა  ამისა, ტელესკოპში გახედვის საშუალებაც აქვთ. მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალი პროექტის მიხედვით კი, ადგილზე კაფე, განახლებული მუზეუმი, პლანეტარიუმი და სხვა ტურისტული ადგილებიც უნდა მოეწყოს. 

დაბა აბასთუმანი

თვითონ დაბა აბასთუმანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთო-ბალნეოლოგიური კურორტია საქართველოში, თუმცა ამჟამად ისიც მიტოვებული და ნახევრად რესტავრირებული. უკვე შედგენილია აბასთუმნის მდგრადი განვითარების გეგმა და სტრატეგიაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, აბასთუმანი, როგორც გამაჯანსაღებელი, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და მშვიდი დასვენების კურორტი ისე უნდა განვითარდეს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი გახდეს. წიწვოვანი ტყით დაფარული ეს საოცარი ადგილი ნამდვილად შთამბეჭდავია და იმედია მალე დაიბრუნებს სიცოცხლეს. 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

10 ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა,...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...