fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 1, 2020

პანდემიამ რა ჰქმნა? ანუ ამბავი თუ როგორ შეიქმნა „მარუსასთან“

წასაკითხი დრო: 2 წუთი

ჩემი სახლი, ჩემი და კარანტინის ნაყოფიაო – ასე ამბობს მარუსა. გოგო, რომელმაც საგარეჯოს რაიონ სოფელ თოხლიაურში, მინიმალური დანახარჯითა და საკუთარი ხელებით ზღაპრული სამოთხე “მარუსასთან” მოიწყო. 

მარუსასთან

ბავშვობის ოცნება

ღრმა ბავშვობიდან მიყვარს სიძველეები, ძველი სახლები, ქუჩები, ნივთები, არქიტექტურა – სულ ვაგროვებდი ძველ ნივთებს და გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთ დღეს მოვიცლიდი, ჩემს ზღაპრულ სახლს მოვიწყობდი და ამ ნაგროვებ-ნალოლიავებ ნივთებსაც იქ გამოვიყენებდი.

პანდემია

5 წელია საკუთარი ტურისტული კომპანია მაქვს და ამ სფეროში ძალიან აქტიურად ვარ ჩართული. პანდემიის გამო დავრჩი უმუშევარი – სრულიად უსაქმოდ და უმოქმედოდ – პოზიციაში, რომელიც არასოდეს ყოფილა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა,  ამდენი თავისუფალი დროც არასოდეს მქონია.  თავს ვატყობდი, რომ დეპრესიის ზღვარზე ვიყავი. რაიმე უნდა მეღონა. 

ახალი ფურცელი

უმოქმედოდ ყოფნან კახეთში, ჩემს სოფელში წასვლა და რაიმე სასარგებლოს კეთება გადამაწყვეტინა. თოხლიაურში ბევრი წლის წინ ბიძაჩემმა იყიდა სახლი, რომელშიც თითქმის 20 წელია ფეხი არავის შეგვიდგავს. სახლამდე მისასვლელი გზა ეკალ-ბარდებით იყო დაფარული.  ავიღე “გრაბლი” და ცელი – ყველაფერი ეზოს გასუფთავებით დავიწყე და ეკლიანი ჯაგებისგან სრულად გავწმინდე იქაურობა,

იმდენად არარეალურად უყურებდნენ ჩემი ოჯახის წევრები ამ ნახევრადდანგრეული და მიტოვებული სახლის გაკეთებას, რომ არაფერში მეხმარებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქამდე არასოდეს მიშრომია და არანაირი გამოცდილება არ მქონდა, საკუთარი ხელებით, სრულიად მარტომ გავშპაკლე, შევღებე ფანჯრები და კედლები, ჩავსვი მინები, გავაკარი შპალერი, ჩამოვაბი კარი. ვიცოდი, რომ გამომივიდოდა, რადგან სულ მჯეროდა, რომ ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, თუ საკმარისად მოინდომებს – აუცილებლად ყველაფერს შეძლებს.

მარუსასთან კხეთში

ახდენილი ოცნება 

“მარუსასთან” სახლი მართლა არაფრისგან გამოვაცოცხლე და ჩემი ოცნების გარემოდ ვაქციე. დღეს მე მაქვს საკუთარი ზღაპარი, მშვიდი და ბედნიერების ფერებით სავსე სახლი, რომლის გალამაზებაში არ გადამიხდია თითქმის არც ერთი თეთრი. 

ახლა უკვე ვიღებ სტუმრებს, პატარ-პატარა წვეულებებს ვმასპინძლობ და ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც მოდიან და აღფრთოვანებულები მეუბნებიან, რომ გარემო იმაზე უკეთესი და ზღაპრულია, ვიდრე ფოტოებიდან ჩანს. 

მარუსასთან სასტუმრო მარუსასთან გესთჰაუსი
რა იქნება მერე? 

შრომა ძალიან დიდი სიამოვნებაა და ამაზე დიდი ბედნიერება შედეგია, რომელსაც  საკუთარი თავდაუზოგავი შრომის მერე იღებ. მერე კი, დიდ ძალასა და თავდაჯერებულობას გრძნობ და უკვე იცი – მთებსაც გადადგავ თუ ნამდვილად მოინდომებ.  

ჩემი პირველი ოცნება „მარუსას სახლი“ იყო და ავიხდინე, გაზაფხულზე საკუთარი მარანი მინდა მქონდეს. ტურისტებსაც აქტიურად მივიღებ, ულამაზეს კუთხეს – კახეთს – გავაცნობ და უკვე ჩემს ღვინოსაც დავაგემოვნებინებ.  

 

 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...

საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები

საუკუნეების მანძილზე ცხენი ქართველი მეომრებისა და გლეხების მეგობარი იყო, მოგზაურობაში, ბრძოლასა და შრომაში ადამიანებს სულ...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...