fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 1, 2020

ასტროფოტოგრაფია X დიმიტრი გოდერძიშვილი

Reading Time: 3 Minute

დიმიტრი გოდერძიშვილი

დიმიტრი გოდერძიშვილი დღისით ჰარდვეარ ინჟინერი, ღამით კი ასტროფოტოგრაფია.

ჩემი და ღამის ცის ურთიერთობა დაახლოებით 6 წლის წინ დაიწყო. პირველად სახლის ფანჯრიდან ვცადე ღამის პეიზაჟის გადაღება და არაფერი გამომივიდა. გარეთ გასვლა აღარც მიცდია, მეგონა, ტექნიკა არ მიწყობდა ხელს და არც მიფიქრია, რომ ცოდნის საკითხი შეიძლება ყოფილიყო თუნდაც ერთი უბრალო პეიზაჟის გადაღება. რას წარმოვიდგენგი თუ მომავალ წლებს სწორედაც რომ ღამით, ღია ცის ქვეშ გაყინვასა და უძილობაში გავატარებდი.

პირველი მცდელობის შემდეგ, შემთხვევით ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე გადავიკვეთე Geo-Astro-ს მცირერიცხვოვან გუნდთან და ისე მოხდა, რომ აბასთუმანში ასტროფოტოგრაფიისათვის წასულთ ტურისტად გაყოლის საშუალება მომეცა. რთულია აბასთუმნის ბუნებითა და ღამის ცით გულგრილი დარჩეს ვინმე, თუმცა ამ ყველაფრის საკუთარ ფოტოზე პირველად აღბეჭდვამ ნამდვილად მომწამლა.

astrophisic ფოტოგრაფიაზოგადად, ასტროფოტოგრაფია ძალიან ჰგავს მთაში ლაშქრობას და პირიქით. ფილოსოფიური და მსოფლმხედველური შეხედულებები რომ გვერდით გადავდოთ, ორივე აქტივობა არის ხანგრძლივი „ტანჯვის“, კომფორტის ზონიდან გასვლის პროცესი – ერთი, საბოლოო ღირებულების მისაღებად. დროთა განმავლობაში კომფორტის მიტოვებაც ისეთივე სასიამოვნო ხდება, როგორც საბოლოო ნაყოფის ხილვა და ამ ყველაფერზე დამოკიდებული ხდები.

Heart And Soul Nebulae BiColor ასტრო

უკვე მე-6 წელია ქალაქიდან თითქმის ყველა გასვლა ციურ სხეულებზეა დამოკიდებული. აუცილებლად ვკითხულობ ჰოროსკოპს რომ გავიგო, რამდენად შესაფერისი იქნება ის დღე თევზებისათვის სახლიდან გასასვლელად ;დდ სად იქნება ბნელი ცა, რამდენად იქნება სინათლით დაბინძურებული, რა პოზიციაში იქნება ირმის ნახტომი, რომელ საათზე მორჩება საზღვაო ბინდი და დადგება ასტრონომიული ღამე, საიდან დაიწყებს მთვარე ამოსვლას და ა.შ. ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და წინასწარ გათვლას საჭიროებს ისეთი კადრის მისაღებად, როგორიც ჩაფიქრებული გაქვს.

Andromeda Galaxy (M31) ასტროფოტოგრაფიაალტიჰატში დიდი ხანია მინდოდა წასვლა. მყინვარწვერის ძირში ცოტა რამ შეიძლება იყოს არაშთამბეჭდავი, თუმცა ალტიჰატის მდებარეობა, ხედები და კეთილმოწყობილი გარემო განსაკუთრებულად დიდებულს ხდის მას.

დიდი ხანია ჩაფიქრებული მაქვს მყინვარწვერის ცის ფონზე გადაღება. 3000 მეტრს ზემოთ ცა განსაკუთრებულია – ნაკლები ატმოსფერული შრეები და ნულთან მიახლოებული სინათლის დაბინძურება კრისტალურად სუფთა ხედს იძლევა. თუმცა ასეთ სიმაღლეზე ამინდის დაგეგმვა ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ნისლი და ღრუბლები მთას შვენის, ასტროფოტოგრაფებს არ გვიყვარს იმიტომ, რომ ვარსკვლავების გადაღებაში ხელს გვიშლის. სწორედ ამიტომ სალაშქროდ და გადასაღებად ისეთი დრო შევარჩიე, როდესაც ახალი მთვარე მხოლოდ ოდნავ იქნებოდა ჰორიზონტს ამოსული და ღრუბლის შემთხვევაშიც კი მთვარით განათებული მყინვარწვერისა და მისი შუქჩრდილების გადაღებას მაინც შევძლებდი.

ასტროფოტოგრაფია, მყინვარი

ასეთ ადგილებზე ლაშქრობისას ყოველთვის ვყოყმანობ მძიმე ფოტოტექნიკის წაღებას. არ არის მარტივი 15+ კილოგრამიანი ჩანთით სიარული. ყოფილა, ისე დავბრუნებულვარ, რომ ვერც ერთი სასურველი კადრი ვერ მიმიღია, მაგრამ წასვლა არც ერთხელ მინანია. ალტიჰატში აუცილებლად დავბრუნდები უფრო დიდი ხნით, უფრო მეტი უკვე ჩაფიქრებული კადრის გადასაღებად.

Night and Day in Abastumani

Fallen Brothers

Bareti Lake

Pleiades (M45)

Startrail camp

Camping Season

Milky Way Over the World

Eagle Nebula ( M16 )

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

Similar Posts

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...

საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები

საუკუნეების მანძილზე ცხენი ქართველი მეომრებისა და გლეხების მეგობარი იყო, მოგზაურობაში, ბრძოლასა და შრომაში ადამიანებს სულ...

Share

New Posts

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...