fbpx
1.8 C
Tbilisi
შაბათი, დეკემბერი 4, 2021

ახალი ადგილები თბილისში – ნაწილი 2

წასაკითხი დრო: 2 წუთი

როგორც მრავალ სხვა ქვეყანას, საქართველოსაც დიდი ხანია უკვე ბევრი სტუმარი აღარ მიუღია, თუმცა ახალი ადგილები თბილისში მაინც აქტიურად ჩნდება. მაშ ასე წარმოგიდგენთ რამდენიმე ობიექტს ქალაქში, რომელსაც აუცილებლად თვალ-ყური უნდა ადევნოთ და ესტუმროთ.

ახალი ადგლები თბილისში

new places in Tbilisi ახალი ადგილები თბილისში

ახალი ადგილები თბილისში new places in Tbilisi ახალი ადგილები თბილისში ფუდგუდი


1. Food good

„ფუდგუდი“ არის ჯანსაღი საკვების სამზარეულო. მისი მენიუ გაჯერებულია საინტერესო ინგრედიენტებითა და პროდუქტებით. აქ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ სმუზები, პუდინგი, წასახემსებლები და შეიძინოთ სხვადასხვა ‘ბოულები’ (ე.წ საჭმლის ყუთები). მათი მენიუ ხშირად იცვლება, რაც ერთ-ერთი უპირატესობაა კაფისთვის. „ფუდგუდი“ განსაკუთრებით მათთვისაა ხელსაყრელი, ვისაც უყვარს საკვების მიღების კონტროლი – „ფუდგუდის“ სოციალურ ქსელებში საკვებს თან კალორიულობის ცხრილსაც ურთავენ ხოლმე. გასასინჯად შეგიძლიათ ირაკლი აბაშიძის ქუჩის 81 ნომერში მიბრძანდეთ, ან შეუკვეთოთ ვოლტის აპლიკაციით.

fFreddie's churros


2. Freddie’s Churros

ამ დესერტს ესპანეთსა და სამხრეთ ამერიკაში ჩუროსს უწოდებენ. ამ ტკბილეულობას გარედან სიხრაშუნე და შიგნიდან სირბილე ახასიათებს. როგორც წესი, მოგრძო ფორმისაა და დამატებითად სოუსთან ერთად მიირთმევენ ხოლმე. „ფრედის ჩუროსი“ სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. თუ ჯერ არ ყოფილხართ, აუცილებლად მიაკითხეთ ანა პოლიტკოვსკაიას #3 -ში.

ხინკალი თბილისში


3. ხონჩა

თუ ხინკალი გიყვართ, „ხონჩა“ თქვენი ადგილია. სახინკლე სულ ცოტა ხანია რაც გაიხსნა, მარტში, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლოს. „ხონჩას“ მენიუში ორი უგემრიელესი ხინკლის სახეობა აქვს: ხორცის ხინკალი და კარტოფილის (ამოთრეულა) ხინკალი. „ხონჩადან“ შეგიძლიათ მოსახარში ან მოხარშული ხინკლების გამოძახება, ამიტომ თუ ჯერ არ გაგისინჯავთ მათი ქმნილებები, აუცილებლად მოინიშნეთ და გამოიძახეთ ელვისიდან.

თვალ-ყური ადევნეთ ჩვენს რუბრიკას „ახალი ადგილები თბილისში,“ სულ მალე ახალ სიასაც გამოვაქვეყნებთ. მანამდე კი გთავაზობთ გაეცნოთ სხვა ხუთ ახალ ლოკაციას თბილისში.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...