fbpx
1.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 19, 2022
რეგიონები აჭარა ბროწეული, ახალი კაფე ბათუმში, ტრადიციული გემოებითა და თანამედროვე დიზაინით

ბროწეული, ახალი კაფე ბათუმში, ტრადიციული გემოებითა და თანამედროვე დიზაინით

ავტორი

თარიღი

ბათუმში, დავით კლდიაშვილის #2 ის ადგილია, რომელსაც ზღვისპირეთში ჩასვლისას აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ბროწეული კერძო სახლის ეზოში მოწყობილი პატარა კაფე არის, სადაც სამზარეულო მათი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ტრადიციული გემოების შეგრძნობა განსაკუთრებულად ლამაზ გარემოში შეგიძლიათ.

მაიკო ანანიძე

   .   
ბროწეულის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს ეზო მხოლოდ მეგობრების შეკრების საყვარელი ადგილი და “ბირჟა” იყო. სახლი, სადაც რამდენიმე თვის წინ ეს პატარა კაფე გაჩნდა მაიკო ანანიძის ოჯახისაა და ბროწეულსაც ისინი უძღვებიან. სამზარეულოში თავიდან მხოლოდ დედა ტრიალებდა, ახლა კი უკვე ხუთი მზარეული ყავთ. ეზოც საკუთარი დიზაინით და გემოვნებით მოაწყვეს და მეგობრების შეკრების ადგილი ბიზნესად გადაიქცა. როგორც მაიკო ამბობს, კაფე მთელი ოჯახის ერთად შრომის შედეგია და თითოეულ წევრს თავისი წვლილი აქვს შეტანილი. სწორედ ამიტომაც არის განსაკუთრებულად თბილი და კარგი გარემო.

 

მენიუ ბროწეულში არასოდეს არის ზუსტად ერთნაირი, რადგან ინსპირაცია ხშირად პროდუქტების არჩევისას მოდის.

კაფე ბათუმში ბროწეული

ფურცელზე ახალი კერძები ჩნდება იმის მიხედვით, თუ რა სეზონია, რომელი ბოსტნეული, ხორცი თუ ხილი არის განსაკუთრებით კარგი. ასე აიხსნება ხელით დაწერილი მენიუც, რომელიც თითქმის ყოველ კვირა ცოტათი იცვლება.

ბროწეულში მისულებს აუცილებლად დაგხვდებათ მათი განსაკუთრებული კერძები, მაგრამ ამავდროულად მუდამ შეგიძლიათ სიახლეებს ელოდო. და კიდევ ერთი, ყველა კერძს მითითებული აქვს ზუსტად რამდენ წუთში იქნება მზად და შეკვეთაც შეგიძლიათ ამის მიხედვით გააკეთოთ.

 

ბროწეულის მასპინძლები გაჩერებას ჯერ ნამდვილად არ აპირებენ. Მალე სივრცეს ვერანდაც დაემატება, სადაც კიდევ უფრო მეტი სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი და რა თქმა უნდა, გამორჩეული იქნება საინტერესო ინტერიერითა და უგემრიელესი კერძებით. თუმცა, სანამ ახალი სივრცე გაიხსნება, აუცილებლად მოინახულეთ ეს ულამაზესი ადგილი, ადევნეთ თვალი ბროწეულის სოციალურ მედიას და შეიძლება გრილის, თევზის, ქათმის ან სულაც ხინკლის დღეებზე აღმოჩნდეთ!

ბროწეული კაფე ბათუმში

ბროწეული ეზობროწეული ბათუმში

ბროწეული სალათაბროწეული სუფრა

 

 

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო თბილისი, ასფალტი, უწყვეტი შრომა, ოჯახი, კარიერისტული ვნებები და საკუთარი...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები თუ ხასხასა მდელოები, მთლიანი ხეობა თუ ერთი კონკრეტული ადგილი...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა ქეთინომ და მისმა მეუღლემ 17 წლის წინ შეიძინეს, მაშინ...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა....

10 ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა, ცხოვრება მაინც გრძელდება, ახალი ადგილები იხსნება და ყველა ადაპტირდება...