fbpx
26.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 24, 2021

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

წასაკითხი დრო: 4 წუთი

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების წყაროები, ასევე დაგეგმვის პროცესი, ტურისტული პროდუქტი და სერვისები. გარდა იმისა, რომ ტურისტული პროდუქტი უფრო მრავალფეროვანი და მარტივად ხელმისაწვდომი გახდა, აჩქარდა მოგზაურობის დაგეგმვის ყველა ასპექტიც. ეს ცვლილება ერთი მხრივ დიდი შესაძლებლობების მომტანი აღოჩნდა ტურისტული ბიზნესებისა და დანიშნულებებისათვის და საშუალება მისცა მათ გაეზარდათ ცნობადობა უფრო დიდ ბაზარდზე. თუმცა, მეორემხრივ, გაიზარდა კონკურენცია და ბევრი მცირე ბეწარმისთვის გამოწვევად დარჩა ციფრული ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება და პოტენციალის ბოლოდმე გამოყენება.

ტურიზმის ინდუსტრია თავადაც არის დიდი ინფორმაციის წყარო და ამავდროულად თითქმის სასიცოცხლოდ სჭირდება ინფორმაცია. შესაბამისად, ციფრული ტექნოლოგიები უზარმაზარ როლს თამაშობს ტურისტული საქმიანობის ყოველდღიურ საქმეებში და მოიცავს მის თითქმის ყველა საფეხურს – მომხმარებელთან კომუნიკაციას, დაგეგმვას, დაჯავშნას, ბიზნესის მართვას და სხვა. 

 

კომუნიკაციები

თანამედროვე სამყაროში კომუნიაკციების ყველაზე მნიშვნელოვანი სიცრცე სოციალური პლატფორმებია და ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა მეილი, სოციალური ქსელები, ბლოგები. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კონკრეტული დანიშნულებებისა თუ ბიზნესების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის. სოციალურ პლატფორმებსვე იყენებენ ადამიანები სხვა მოგზაურების შეფასებების გასაგებად, მათუ გადაღებული ფოტოების სანახავად და რეკომენდაციების მოსასმენად, რაც ბოლო პერიოდში ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდაც კი ითვლება.

ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში

მოგზაურობის დაგეგმვა

მოგზაურობის დაგეგმვამაც უკვე აქტიურად გადაინაცვლა ციფრულ სამყაროში და ალბათ რთული წარმოსადგენია booking.com, airbnb.com, maps.google.com, expedia.com და მსგავსი პლატფორმების გარეშე მოგზაურობა. ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ თავის სურვილებზე მორგებული და განსხვავებული ტურები მოიწყონ და შესაბამისად მოგზაურობის დაგეგმვის ნაწილიც თავად წარმართონ. 

ციფრული პროდუქტები

ციფრული პროდუქტები ტურიზმის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში გახდა პოპულარული და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას მოიცავს, როგორებიცაა 3დ რეალობა, ციფრული ტურისტული წიგნები, ონლაინ მენიუები და სხვადასხვა სამოგზაურო აპლიკაციები. ასევე შეიცვალა ტურისტული გიდების სერვისებიც და მათაც აქტიურად დაიწყეს თავიანთ საქმიანობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

ბიზნესის მართვა

არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ციფრულ ტექნოლოგიებს ტურისტული ბიზნესების მართვის პროცესებში. კომპანიები სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ სასტურმოსა თუ რესტორნების ციფრული მართვის პლატფორმებს, ონლიან ბანკის სერვისებს, მომწოდებლებთან კომუნიკაციისთვის ციფრულ არხებს და საკუთარი ბიზნესების მარკეტინგისთვის ონლაინ სივრცეებს.

ტურისტული სექტორი, რომელიც წარმატებით ახერხებს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და აქტიურად გამოყენებას, უფრო დიდი ალბათობით მიაღწევს წარმატებას და დაიმკვიდრებს თავს კონკურენტულ ბაზარზე, მიაწვდის მოგზაურებს დახვეწილ პროდუქტს და მაღალი ხარისხის სერვისს. სწორედ ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმში დასაქმებული ადამიანები ფლობდნენ ციფრულ უნარებს და გააჩნდეთ მათი ეფექტურად გამოყენების ცოდნა. 

 

I•change – გააციფრულე საქართველო

საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა გუგლის რუკების გამოყენება რჩება.  

თორნიკე ჯობავა, ორგანიზაცია „აის“ დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი:

თონიკე ჯობავა

„არსებობს უამრავი ადგილი (რესტორანი, პარკი, საცხობი, სილამაზის სალონი, საოჯახო სასტუმრო, აფთიაქი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ატრაქციონი, ციხე თუ კულტურული ძეგლი) რომელიც არ არის აღნიშნული Google Map-ზე ან აღნიშნულია შეცდომით (არასწორი პინი, მისამართი, ინფორმაცია და სხვა). უამრავი ადგილი არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას, როგორიც არის შესასვლელის აღმნიშვნელი ნიშანი, ფოტოები (ინტერიერი, ექსტერიერი), სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა, რამაც უნდა უბიძგოს ადამიანს ვიზიტისკენ. გარდა ამისა, რუკაზე დატანილია უამრავი ცრუ და უსარგებლო ინფორმაცია, მეტწილად რუსულ ენაზე, რომელიც არამხოლოდ აბნევს მოგზაურებს, არამედ აზიანებს ეროვნულ ინტერესებსაც.“

სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია „აიმ“ USAID Zrda-ს მხარდაჭერით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, პროექტი „გააციფრულე საქართველო“ დაიწყო, რომელიც კამპანია გუგლი ტურიზმისთვის ფარგლებში ხორცილედება. პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინეტრესებულ ადამიანს, ჩაერთოს პროგრამაში, ისწავლონ უფრო მეტი გუგლის ციფრული ხელსაწყოების შესახებ, როგორიც არის Google Maps, Google My Business, Google Site და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში Google-ს მიერ გადამზადებული ციფრული მოხალისეები, მოგზაურობენ საქართველოს რეგიონებში და ამზადებენ ციფრულ მისიონერებს, რათა გააციფრულონ თავიანთი სოფელი, ქალაქი და რეგიონი.

გუგლის რუკა

პირველ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 17 მუნიციპალიტეტი დაიფარა: კასპი, გორი, ხაშური, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, მარნეული, ბოლნისი, წალკა, ახმეტა, ქარელი. უახლოეს მომავალში კი კიდევ უფრო მეტი მუნიციპალიტეტის გაციფრულებაა დაგეგმილი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.idigitize.ge | www.facebook.com/ichange.ge

 

 

 

Buhalis, D. & Amaranggana, A. (2014). Smart Tourism Destinations. In Xiang, Z. & Tussyadiah, I. (Eds.), Information and Communication Technologies in Tourism 2014, pp. 553-564. Heidelberg, Germany: Springer.

Buhalis, D & Law, R. (2008). Progress in information technology and tourism management: 20 years on and 10 years after the Internet—The state of eTourism research. Tourism Management, 29, 609- 623.

Chaffey, D. (2009). E-Business and E-Commerce Management: Strategy, Implementation, and Practice, 4th Edition, Chapter 8. Edinburgh: Pearson Education Limited.

Dredge, D., Phi, G., Mahadevan, R., Meehan, E. & Popescu, E.S. (2018) Digitalisation in Tourism: In- depth analysis of challenges and opportunities. Low Value procedure GRO-SME-17-C-091-A for Executive Agency for Small and Medium-sized Enterprises (EASME) Virtual Tourism Observatory. Aalborg University, Copenhagen.

Gretzel, Ulrike & Werthner, H. & Koo, Chulmo & Lamsfus, Carlos. (2015). Conceptual foundations for understanding smart tourism ecosystems. Computers in Human Behavior. 50.10.1016/j.chb.2015.03.043.

Lamsfus, Carlos & Martín Del Canto, David & Alzua-Sorzabal, Aurkene & Torres-Mnzanera, Emilio. (2015). Smart Tourism Destinations: An Extended Conception of Smart Cities Focusing on Human Mobility. 10.1007/978-3-319-14343-9_27. 

Leung, R., Law, R. (2007). Information technology publications in leading tourism journals: A study of 1985 to 2004. Information Technology & Tourism 9(2), 133-144.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

თუშეთი – შორეული მთების ფოტოგრაფია

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით...

3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში

ზაფხულის დადგომასთან ერთად ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდა, თუმცა გული გულობს და კულტურულ აქტივობებში...

ვინტაჟური რესტორანი “სოფიასთან”: უჩვეულო თავგადასავალი ზუგდიდში

ტრადიციული მეგრული სამზარეულოსთვის ზუგდიდში რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი რესტორანია, მაგრამ თუ განსხვავებულ გარემოს და ახალ...

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

Tibash House სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

თუშეთი – შორეული მთების ფოტოგრაფია

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით...

3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში

ზაფხულის დადგომასთან ერთად ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდა, თუმცა გული გულობს და კულტურულ აქტივობებში...

ვინტაჟური რესტორანი “სოფიასთან”: უჩვეულო თავგადასავალი ზუგდიდში

ტრადიციული მეგრული სამზარეულოსთვის ზუგდიდში რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი რესტორანია, მაგრამ თუ განსხვავებულ გარემოს და ახალ...