fbpx
6.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

წასაკითხი დრო: 3 წუთი

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თუმცა, ხანდახან რამდენიმე დღე ზღვაზე ყოფნის შემდგე სხვა ადგილების ნახვის სურვილიც გვიჩნდება. პანდემიის პირობებში კი ადამიანები უფრო ხშირად ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც ნაკლები ხალხი იქნება და დასვენებასაც შეძლებენ.

ამიტომაც, გთავაზობ ხუთ სხვადასხვა ადგილს, სადაც შეგიძლიათ ბათუმიდან ერთდღიანი გასვლები მოაწყოთ, ისიამოვნოთ ბუნებით და ახალი თავგადავლებით შეივსოთ ზაფხული.

1. პალიასტომის ტბა

პალიასტომის ტბა
source: National Parks of Georgia

პალიასტომის ტბა, რომელიც კოლხეთის ეროვნულ პარკში ფოთის შესასვლელელის მხრიდან მდებარეობს, დაუვიწყარი გამოცდილება იქნება თქვენთვის. ტბაზე შეგიძლიათ გაისეირნოთ პონტონით, კატერითა და კაიაკით. ასევე შეგიძლიათ ტერიტოირაზე მოაწყოთ პიკნიკი, დააკვირდეთ ფრინველებს და დატკბეთ ბუნებით. გაითვალისწინეთ, ტბაზე გასეირნების დაჯავშნა წინასწარაა აუცილებელი ასე, რომ წასვლამდე არ დაგავიწყდეთ.

თუ დრო დაგრჩათ და ფოთის მონახულებაც გადაწყვიტეთ, წაიკითხეთ, რა შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოთში.

მანძილი ბათუმიდან: 68 კმ
მგზავრობის დრო: 1:20 სთ

2. მტირალას ეროვნული პარკი – ტბა და ჩანჩქერი

მტირალა

მტირალა
source: National Parks of Georgia

მტირალას ეროვნული პარკი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მწვანე პარკია მთელ საქართველოში და ყველაზე წვიმიანიც, რაზეც სახელიც მიუთითებს. პარკში ერთი და ორდღიანი მარშრუტებია მოგზაურებისთვის, ყველა მათგანი მარკირებული და კეთილმოწყობილი. ასევე დაგხვდებათ საკემპინგე და საკარვე ადგილებიც. ერთი დღით წასვლისას პარკში შეგიძლიათ ტბა ან ჩანჩქერი, ან სულაც ორივე ნახოთ და ბუნებით ისიამოვნოთ. პარკში ასევე შეგიძლიათ ზიპ-ლაინი და ხეებზე დაკიდებული თოკების ხიდები გამოსცადოთ.

მანძილი ბათუმიდან: 31 კმ
მგზავრობის დრო: 1:30 სთ

3. მთიანი აჭარა – შუახევი, ხულო, გოდერძი, ბეშუმი

მთიანი აჭარა

მთიანი აჭარის ულამაზესი ფოტოები აუცილებლად ნანახი გექნებათ, უზარმაზარ მთებში მიმოფანტული პატარა ფერადი სახლები, საბჭოთა არქიტექტურა და ბევრი სიმწვანე. ჰოდა, თქვენი თვალით ნახვაც მარტივად შეგიძლიათ. ბათუმიდან ზემო აჭარის გზას ბეშუმის მიმართულებით უნდა შეუყვეთ გზად ქედა, შუახები, ხულო, გოდერძი და ბევრი სხვა პატარა ლამაზი დასახლება შეგვხდებათ, ბეშუმამდე კი დაახლოებით 4 საათში მიხვალთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უკან გამობრუდნეთ და უფრო მოკლე მოგზაურობა მოიწყოთ.

მანძილი ბათუმიდან: 120 კმ
მგზავრობის დრო: 3:50 სთ

4. ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუნის ბოტანიკური ბაღი ბათუმთან ახლოს მწვანე კონცხზე მდებარეობს და თუ აქამდე არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ. ბოტანიკური ბაღი 1912 წელს დაარსდა და განსაკუთრებულად შთამბეჭდავი სივრცეა. ბაღში სხვადასხვა ქვეყნებისა და კლიმატური პირობების 5000-მდე სახეობის მცენარეა გაშენებული. ტერიტორია საინტერესოა არა მარტო ფლორის და ხედების გამო, არამედ ისტორიულადაც. ამიტომაც აქ სეირნობა თქვენთვის თან სასიამოვნო და თანაც საინტეერსოც იქნება.

მანძილი ბათუმიდან: 12 კმ
მგზავრობის დრო: 30 წთ

5. გონიოს ციხე

გონიოს ციხე
source: www.gobatumi.com

გონიოს ციხე I საუკუნის ისტორიული ციხესიმაგრეა გონიოში. ლეგენდის თანახმად, გონიოს ციხე არგონავტების მითს უკავშრდება, რადგან სწორედ აქ დაკრძალა მეფე აიეტმა აფსაროსი, თავისი ვაჟი. ამიტომ ციხეს გონიო-აფსაროსის ციხესაც უწოდებენ. ნაგებობას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონში და იცავდა ჭოროხისა და აჭარისწყლის ხეობების შემოსასვლელებს. მუზეუმი გონიოს ციხეში 2010 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატი ინახება. 2015 წლის არქეულოგიური გათხრების შედეგად კი რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები, მინის ნაწარმი და პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს მოზაიკა აღმოაჩინეს.

მანძილი ბათუმიდან: 11 კმ
მგზავრობის დრო: 20 წთ

 

საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ!

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...