fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 26, 2021

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

წასაკითხი დრო: 4 წუთი

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად დატოვებს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას და უკან დაბრუნების სურვილს გაგიჩენთ. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ გიმოგზაურიათ ბორჯომში, დაიწყეთ ჩანთის ჩალაგება, ჩვენ კი მოგიყვებით როგორ გაატაროთ ერთი დღე ამ ქალაქში.

 

dila

ბორკომი ბაკურინი კუკუშკა

“კუკუშკა”

ბორჯომი-ბაკურიანის გზის დამაკავშრებელი რკინიგზა საქართველოში ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი გზაა და ამ ორ კურორტს ერთმანეთთან აკავშირებს. გზა წლის ნებისიერ დროს დაუვიწყარია – ზამთარში თოვლის დერეფანში გაგატარებთ, ზაფხულში სიმწვანეში დაგკარგავთ, დანარჩენ დროს კი ფერად გარემოცვაში გამყოფებთ.

რაც არ უნდა სხვა გეგმები გქონდეთ, გადადეთ, არ ინანებთ და ეს პატარა მოგზაურობა აუცილებლად მოიწყვეთ.

ბორჯომ-ბაკურიანის ამ რკინიგზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს დასრულდა. მაშინ ინგლისიდან ჩამოიტანეს პორტერის ტიპის ორთქლმავალი, ახლა რომ „კუკუშკას“ ვეძახით. „კუკუშკა“ უკვე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსს ატარებს. 1967 წელს ელექტრომავლით შეიცვალა, მაგრამ სახელი მაინც იგივე „შერჩა“.

37.2 კილომეტრიანი გზა ბორჯომიდან იწყება, გაივლის წაღვერს, ცემს, ტბას, ლიბანს, საკოჭავს და ბაკურიანში სრულდება. თითოეული გაჩერება მაშინ აშენდა, როცა რკინიგზა თავდაპირველად ამუშავდა და მათი დათვალიერებაც არანაკლებ საინტერესოა. გარდა ამისა, გზად ხიდს გაივლით, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები რომანოვის შეკვეთით საფრანგეთში ალექსანდრ გუსტავ ეიფელმა დაამზადა. ხიდი ცემისწყალზე ააგეს და 1902 წელს დაამონტაჟეს.

ბორჯომის მატარებელი
bakuriani.ski

ჰოდა, ალბათ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, უკვე ფიქრობთ, რომ ამ ყველაფრის გამოტოვება არ შეიძლება.

 

lunch

პიკნიკი

პიკნიკი ბუნებაში

ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მხოლოდ 2-ჯერ გადის მატარებელი: 7:15წთ-ზე და 10:55-წთზე და მგზავრობა დაახლოებით 2 საათი და 30 წუთი გრძელდება (ბაკურიანიდან წამოსვლის დროები: 10:00 და 14:15). ამიტომ, თუ მოგზაურობას 10:55-ზე დაიწყებთ, ლანჩის დრო ალბათ ან ბაკურიანში ან სადმე შუა გზაში მოგიწევთ. ამიტომ, მარტივი გამოსავალი იქნება გზისთვის პატარა პიკნიკი მოიწყოთ და ბაკურიანში ასულებმა ლამაზი ხედის ფონზე პლედი გაშალოთ და ბუნებაში სუფთა ჰაერზე გქონდეთ ლანჩი. პიკნიკისთვის უამრავი სხვადასხვა რამ შეგიძლიათ მოამზადოთ და თან წაიღოთ, თუმცა რამდენიმე რამ, რაც სწრაფად მოსამზადებელი და თანაც მარტივია ტრანპორტირებისთვის არის სენდვიჩები, დაჭრილი ბოსტნეული, ხილი, კექსი, თხილები, ჩირები, სასმელისთვის კი, თერმოსში ჩაი, ყავა ან სულაც ერთი ბოთლი ღვინო.

 

3 o'clock

ბორჯომის პარკი საბაგირო
საქართველოს ისტორიული ქალაქები

ბორჯომის პარკი 

ბორჯომში დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ ბორჯომის პარკში გაისეირნოთ და ცნობილი მჟავე წყლები დალიოთ. პარკი, როგორც მთელი ქალაქი, წლის ნებისმიერ დროს ლამაზია და ყოველთვის სასიამოვნო ადგილია სასეირნოდ. ქალაქისთვის ზემოდან გამოხედვას თუ გადაწყვეტთ, საბაგირო გზით შეგიძლია ისარგებლოთ და ბორჯომის ხეობა ასეც დაათვალიეროთ.

 

5 o'clock

(ფოტოები: საქართველოს ისტორიული ქალაქები)

ქალაქში გასეირნება

მოსაღამოვებულს შეგიძლიათ ქალაქში სეირნობით ისიამოვნოთ და სხვადახვა საინტერესო შენობები ნახოთ. ზოგადად ბორჯომის არქიტექტურა და ქალაქის განლაგება ძალიან საინტერესოა და ქუჩებში ბოდიალი ნამდვილად არ მოგბეზრდებათ. სეირნობისას არ გამოგრჩეთ ფირუზა (ახლა უკვე სასტუმრო Golden Tulip) და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ფირუზა ბორჯომის პარკის შესასვლელთან მდებარეობს. ეს ისტორიული შენობა ფსევდომავრიტული ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურის გაერთიანებაა. ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კი საქართველოში ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია და 1926 წელს გაიხსნა. ეს შენობა ადრე რომანოვების კანცელარია იყო, რომელიც 1890 წელს ააშენეს. ახლა კი მუზეუმი დიდ ისტორიასა და კულტურას ინახავს.

 

sagamo

კაფე იგი ბორჯომში

იგი

გრძელი დღის ბოლოს ალბათ გემიელი სადილი, მშვიდად დაჯდომა და დაგროვილი ემოციების ბოლომდე შეგრძნება საუკეთესო რამაა. ამიტომ შეგიძლიათ კაფე იგი-ს ეწვიოთ, სადაც აუცილებლად დაგხვდებათ მყუდრო და ლამაზი გარემო, ძალიან გემრიელი საჭმელი და კეთილგანწყობილი თანამშრომლები. თან, ამ ადგილას ფელილისთიც კი მოგეწონებათ.

∗ ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, გირჩევთ, წინასწარ დააზუსტოთ კაფის მუშაობის პირობები.

 

და კიდევ, თუ თავისუფალი დრო დაგრჩებათ, ან ბორჯომში უფრო მეტი დროის გატარებას აპირებთ, ლიკანში რომანოვების სასახლე დაათვალიერეთ. სასახლე გარედან იმდენად შთამბეჭდავი ნაგებობაა, რომ დათვალიერებად ნამდვილად ღირს. თუ გაგიმართლათ და შიგნით შესვლაც მოახერხეთ (ღია დაგხვდათ), ნაპოლეონის მიერ რომანოვებისთვის ნაჩუქარ მაგიდას, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარ სავარძელს, რუსეთის იმპერატორის პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისგან დამზადებულ ისტორიულ მაგიდას და სხვა მრავალ ანტიკურ ნივთს იხილავთ.

რომანოვების სასახლე ბორჯომში
Georgia.Travel

ასევე, თუ ლაშქრობის და ბუნებაში სეირნობის დიდი მოყვარული ხართ, ერთი ან სულაც რამდენიმე დღე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უნდა გაატაროთ. ეს დაუვიწყარი ადგილი იმდენად გამორჩეულია, რომ ცალკე იმსახურებს გაცნობას. ამიტომ, თვალი გვადევნეთ და ჩვენგან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ მის შესახებ.

 

თუ სამეგრელოსკენ ფიქრობთ მოხვედრას, ნახეთ როგორ გაატაროთ ერთი დღე ზუგდიდში.

ახალი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში გავყინოთ და მათი გაზიარება შევძლოთ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ბევრჯერ...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia, Natia Bukia

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი მულტიკულტურული ღონისძიებებისა და შეხვედრების სივრცე არის ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ასევე,...

მსგავსი სიახლეები

Netflix and Landscapes Hotel: თანამედროვე კოტეჯები სტეფანწმინდაში

მყინვარწვერის ხედის ყურებით ალბათ არავინ იღლება და სუსხიან დილას ცხელი ჩაით ხელში მთის ჰაერის...

წყალტუბო: საბჭოთა ეპოქის კურორტის საოცრებები

კურორტი წყალტუბო ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სინთეზია. ახლა უკვე ჩამონგრეულ შენობებსა...

სრიალი საბაგიროების გარეშე: სკიტური საქართველოში

საქართველო უკვე დიდი ხანია ცნობილია სამთო-სათხილამურო კურორტებით. ზამთრის სეზონზე სრიალის მოყვარული ბევრი ადამიანი სტუმრობს...