fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 1, 2020

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ქუთაისში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

ქუთაისში მხოლოდ „ბიკენტიას საქაბაბე“, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, გელათი თუ სხვა ისტორიული ადგილები არ არის, ის ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და სავსეა ლეგენდებით, ისტორიებით, კულტურით. ქუთაისში ერთხელ მოხვედრაც კი საკმარისია, რომ იქაურობის იდუმალებით მოიხიბლო.

თუ ქუთაისისთვის 1 დღეს გამონახავ, ჩვენ გეტყვით, როგორ გაატაროთ დრო და რა ნახო:

 

dila

თეთრი ხიდი

თეთრ ხიდი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ძველ უბანში, მდინარე რიონზე მდებარეობს. ამ ხიდთან უამრავი ლეგენდაა დაკავშირებული, ერთ-ერთის თანახმად „ნამდვილი“ ქუთაისლად მხოლოდ მაშინ ინათლებოდი, თუ ერთხელ მაინც გადახტებოდი თეთრი ხიდიდან და საღსალამათი გადარჩებოდი. მეორე ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ აქედან შეყვარებული წყვილები ერთმანეთისთვის სიყვარულის დასამტკიცებლად ხტებოდნენ.

(ფოტოები: არჩილ გეგენავა და burusi.wordpress.com)

წითელი ხიდი ქუთაისში
source: visitkutaisi.com

წითელი ხიდი

1862 წელს რიონზე ააგეს პირველი ლითონის ხიდი კავკასიაში, რომელსაც შემდგომ „წითელი ხიდი“ უწოდეს. ქალაქში პოპულარულია იდეა, რომ თითქოს თეთრი ხიდის კონსტრუქცია საფრანგეთში, გუსტავ ეიფელის ქარხანაში დამზადდა, მაგრამ სინამადვილეში ეს პატივი წითელ ხიდს ხვდა წილად. ეს ხიდები დაახლოებით ერთი ასაკის არიან და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან აერთებენ რიონის ორ ნაპირს ერთმანეთთან.

.

lunch

პალატი ქუთაისში

პალატი

ლანჩისთვის პუშკინის #1-ში, „პალატში“ შეგიძლია შეიარო. სადაც ძალიან საინტერესო, მყუდრო, თბილი, სტუმართმოყვარე გარემო და გემოვნებიანი მუსიკა დაგხვდება. საჭმლის გემრიელობაზე საერთოდ ნუ იფიქრებ, მთავარია შეუკვეთო, რადგან წლებია აქ მართლაც ყველაფერი განსაკუთრებულად მომაჯადოვებელი და გემრიელია.

.

3 o'clock

ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

ლანჩის შემდეგ, კარგი დროა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშეშანიშნაობის სანახავად.

1003 წელს აგებული ბაგრატის ტაძარი ერთ-ერთი გამორჩეული კულტურის ძეგლია საქართველოში. შენობა ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძარი გამორჩეულია ხუროთმოძღვრებითა და მხატვრობით. 2009 წლის აგვისტოში ბაგრატის ტაძარში არქეოლოგიური ექსპედიაცია ჩატარდა, რის დროსაც დასავლეთ კარიბჭის შიგნით დიდი რაოდენობით ოქროს საყურეები, ბეჭდები და სხვა აქსესუარები აღმოაჩინეს. სამარხი VIII-IX საუკუნით თარიღდება და ვარაუდობენ, რომ საქართველოს რომელიმე დედოფალს ან მეფის კარზე მყოფ დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა.

ტაძარი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედიოდა, მაგრამ სამწუხაროდ რესტავრაციის შემდეგ ამოიღეს.

 

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

ბაგრატის დათვალიერების შემდეგ ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შეგიძლია გაისეირნო. მისი სიძველისა და დაგეგმარების გამო ბაღი ასევე ერთ-ერთი მნიშნელოვანი ადგილია ქალაქში. თანაც, ის იმერეთში სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების პირველი პუნქტია. ბოტანიკურ ბაღში 700-მდე სახეობის მცენარეს ნახავ.

გაითვალისწინე, რომ ბოტანიკური ბაღი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს.

.

5 o'clock

ჯაზის ქუჩა ქუთაისში
source: newpress.ge

ჯაზის ქუჩა

ჯაზის ქუჩა ქუთაისში არც თუ ისე ბევრი წლის წინ, 2015 წელს გაიხსნა და ბევრმა არაფერი იცის მისი არსებობის შესახებ. ლომონოსოვის ქუჩის კედლები, ბალახვანში, ცნობილი ჯაზმენების გამოსახულებებითა და მუსიკალური აქსესუარებითაა სავსე, რომლებიც ქუთაისში მცხოვრებმა მხატვარმა – ლია უკლებამ მოხატა. აქვე ნახავთ გერმენელების მიერ აშენებულ უძველეს ქუთაისურ სახლებს.

.

sagamo

დები

დამღლელი, ისტორიითა და ემოციებით და სავსე დღის შემდეგ გემრიელი ვახშამზე არ უნდა თქვა უარი და რესტორან „დებს“ უნდა ესტუმრო. “დები” ქუთაისის ცენტრალურ ადგილას, ისტორიულ შენობაში მდებარეობს, სადაც ძალიან საინტესო ინტერიერი, მეგობრული გარემო და უგემრიელესი კერძები დაგხვდება.

ვინ იცის, იქნებ, გაგიმართლოს კიდეც და ცოცხალი მუსიკის საღამოსაც გამოკრა ხელი.

 

! და ბოლოს, არ დაგავიწყდეს, ქუთაისი შემოფარგლულია კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. ამიტომ, მოგზაურობის დაგეგმვისას აუცილებლად გაითვალისწინე გარშემო ბევრი რამ არის სანახავი – სათაფლია და პრომეთეს მღვიმეები, გელათის მონასტერი, მოწამეთა, გეგუთის სასახლე, გაბზარული ტბა, წყალტუბო, ოკაცეს კანიონი, კინჩხა.

თუ ამჯერად თელავში გაქვს გადაწყვეტილი მოგზაურობა, შეგიძლია ჩვენი რჩევები ნახო.

ახალი სტატიები

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად დატოვებს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას და უკან დაბრუნების სურვილს გაგიჩენთ....

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare ... გაეცანით და Enjoy 1. Melqo - ATASTSLEULI...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების რანჩო და ლუდსახარში აქვს. სასტუმრო სოფელ ქედელში, სიღნაღის შორიახლოს, მთის...

მსგავსი სიახლეები

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი...

საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები

საუკუნეების მანძილზე ცხენი ქართველი მეომრებისა და გლეხების მეგობარი იყო, მოგზაურობაში, ბრძოლასა და შრომაში ადამიანებს...

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ზუგდიდში

გეზი თუ სამეგრელოსკენ გაქვთ, ზუგდიდში მოხვედრას გვერდს ვერ აუვლით, უბრალოდ არ შეიძლება. მეგრულ სამზარეულოზე...