fbpx
6.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ზუგდიდში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

გეზი თუ სამეგრელოსკენ გაქვთ, ზუგდიდში მოხვედრას გვერდს ვერ აუვლით, უბრალოდ არ შეიძლება. მეგრულ სამზარეულოზე ლეგენდები რომ სიმართლეა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. თუმცა, სამეგრელო რომ მხოლოდ სამზარეულო არაა, ესეც ცხადია. ამ ადგილას სანახავი იმდენია და ერთიანად იმდენი ემოცია ტრიალებს, ერთი მოყოლით ალბათ ვერავინ მოყვება.

ამჯერად კი, მხოლოდ იმას გიამბობთ, როგორ გაატაროთ 1 დღე სამეგრელოს ცენტრში, ზუგდიდში.

dila

პაპანწყვირი
ლევან სულაშვილი. newsportal.ge

პაპანწყვირის ტბა

დილით ადრე გაღვიძება თუ არ დაგეზარებათ, ზუგდიდიდან 40 წუთის გზაზე შეგიძლიათ პაპანწყვირის ტბა ნახოთ, სუფთა ჰაერი ჩაყლაპოთ და დილის გასეირნება მოიწყოთ. ტბა ხობის რაიონში, სოფელ ხეთასთან მდებარეობს. „პაპანაწყვირი“ ჩაძირულ მღვდელს ნიშნავს და თუ ცოტა საშნელებათა ჟანრის ლეგენდას დავუჯერებთ, იქ, სადაც ახლა ტბაა ერთი მღვდელი ცხოვრობდა. ისეთი კაცი იყო, ხელს რომ არავინ გაუმართავდა და დიდადაც არ უყვარდათ. ერთ ზამთარსაც სოფლის კაცებს სახლის შეკეთებაში დახმარება სთხოვა. დაწყევლის შიშით უარი ვერ უთხრეს და ათი ღონიერი ვაჟკაცი დაეხმარა თურმე. საქმის დასრულების შემდეგ მღვდელმა სუფრა გაუშალა დაღლილებს და ბებერი ძაღლის ხორცით გაუმასპინძლდა. თვითონ და თავისმა ცოლმა კი საჭმელს პირი არ დააკარეს. იმ საღამოს მთიდან ზვავი ჩამოწვა და ამ ცოდვის გამო მღვდლის სახლი ქვესკნელში ჩაიტანა, იმ ადგილას კი ტბა გაჩნდა. ჰოდა, ასეთი ამბის შემდეგ, მოსანახულებელი ადგილია, ნამდვილად.

(რობერტ ძერიას ჩანაწერის მიხედვით)

 

lunch

დიარონი ზუგდიდში diaroni zugdidi
Wander Lush

რესტორანი დიარონი

ზუგდიდში მეგრული კერძები რომ არ მიირთვათ ცალსახად დანაშაული იქნება. მნიშვნელობა არ აქვს ხორცის მოყვარული ხართ თუ ვეგეტარიანელი, სასურველ გემოს აუცილებლად მიაგნებთ. ამისთვის ლანჩზე რესტორან დიარონში შეგიძლიათ შეიაროთ. აქ ტრადიცული კერძების დიდი არჩევანი დაგვხდებათ და თითოეული მათგანი აუცილებლად გადააჭარბებს მოლოდინებს.

 

3 o'clock

დადიანების სასახლე dadiani palace
selftravel.ge

დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს და სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია იყო. ეს ისტორიული ნაგებობა 1611-1657 წლებში ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა ააშენა. ახლა დადიანების სასახლე სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია, რომელიც სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია განთავსებული და აერთიანებს დედოფლის სასახლეს, ნიკოსეულ სასახლეს, მთავრისეულ ტაძარს და სასახლის დეკორატიულ ბაღს. მუზეუმში შეგიძლიათ 40 000-ზე მეტი ექსპონატი ნახოთ და მათ შორის კი ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, შამილის ხმალი და ევროპელ და ქართველ მხატვართა დიდი კოლექცია. მუზეუმის ოქროს ფონდში კი შეგიძლიათ ანტიკური და შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშებიც დაათვალიეროთ.

 

5 o'clock

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

დადიანების სასახლის დათვალიერების შემდეგ, შეგიძლიათ იქვე ბოტანიკურ ბაღში გაისეირნოთ. პარკის აშენება დავით დადიანმა 1840 წელს დაიწყო, თუმცა მისთვის საბოლოო სახის მიღებაზე ეკატერინე ჭავჭამაძემ იზრუნა. 1853-1856 წლებში ბაღი სრულიად განადგურდა, თუმცა 1896 წელს ეკატერინე ჭავჭავაძემ იტალიიდან მოწვეული სპეციალისტი მებაღე-დეკორატორების დახმარებით ბაღის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და სივრცე ფრანგულ სიმატრიულ სტილზე დაგეგმა. ახლა ბაღში შეგიძლიათ მსოფლიოს ისეთი კუთხეებიდან შემოტანილი მცენარეები იხილოთ, როგორებიცაა აღმოსავლეთ აზიია, ჰიმალაები, ირანი, ავღანეთი, ხმელთაშუაზღვის ქვეყნები, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, მექსიკა, კანარის და მადეირის კუნძლები, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ა.შ.

 

sagamo

ლეთო ზუგდიდში leto zugdidi
ლეთო

გრძელი და საინტერესო დღის შემდეგ განტვირთვისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადგილი ლეთოა. ლეთო ბუტიკური სასტუმრო Leto Boutique Hotel Zugdidi თავისი თანამედროვე სივრცით და მაღალი კლასის მომსახურებით არის განსაკუთრებით ცნობილი. თუმცა ამჯერად გირჩევთ, საღამოს სადილად ეწვიოთ. ტერასიდან შეგიძლიათ მთელი ქალაქის ხედით დატკბეთ და თუ თარიღს სწორად შეარჩევთ, შესახლოა საღამოს სასიამოვნო კონცერტსაც დაესწროთ. რა თქმა უნდა, ლეთოში მრავალფეროვანი და ძალიან გემრიელი სამზარეულო დაგხვდებათ.

 

გვადევნეთ თვალი და ჩვენ კიდევ მოგიყვებით საქართველოს სხვა საინტერესო ქალაქების შესახებ. ახლა კი, თუ გზა იმერეთისკენ გაქვთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ როგორ გაატაროთ 1 დღე ქუთაისში.

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო თბილისი, ასფალტი, უწყვეტი შრომა, ოჯახი, კარიერისტული ვნებები და საკუთარი...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები თუ ხასხასა მდელოები, მთლიანი ხეობა თუ ერთი კონკრეტული ადგილი...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა ქეთინომ და მისმა მეუღლემ 17 წლის წინ შეიძინეს, მაშინ...

მსგავსი სიახლეები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო:...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე,...

გამორჩეული საოჯახო სასტუმროები თუშეთში

თუშეთი, როგორც ყოველთვის, წელსაც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამოგზაურო დანიშნულებაა. Საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთებში ჩაფლული ეს...