fbpx
6.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 22, 2021

გამორჩეული საოჯახო სასტუმროები თუშეთში

წასაკითხი დრო: 4 წუთი

თუშეთი, როგორც ყოველთვის, წელსაც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამოგზაურო დანიშნულებაა. Საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთებში ჩაფლული ეს გასაოცარი ზღაპარი გულგრილს არავის ტოვებს და უკან დაბრუნების დაუშრეტ სურვილს აღუძრავს თითოეულ მოგზაურს. თუშეთი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ისე კულტურით, არქიტექტურით, კულინარიით, ცხოვრების წესითა და ტრადიციებით.

თუშეთის უნიკალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მთელი ეს მხარე დაცულ ლანდშაფტად არის გამოცხადებული თავისი უნიკალური ბუნებისა და კულტურის გამო. აქ მოგზაურობისას სანახავი ადგილების სია საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავია, თუმცა ეს სხვა დროისთვის იყოს, ახლა თუშეთში რამდენიმე განსაკუთრებულ ღამის გასათევ და კვების ობიექტს გაგაცნობთ.

 

  1. ცეცე და თინა, ქვემო ომალო

სასტუმრო „ცეცე“ მდებარეობს თუშეთში, ქვემო ომალოს მიმდებარედ სოფლიდან დაშორებულია დაახლოებით 2 კილომეტრით, და სულ რაღაც 500 მეტრით თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციასთან.

საოჯახო სასტუმრო თუშეთში ცეცე

სასტუმროს აქვს იდეალური მდებარეობა მათთვის, ვისაც სურს სრული განმარტოება თუშეთის ხელუხლებელი ბუნების წიაღში, ცხოველებსა და ფრინველებზე დაკვირვება თუ თუშური ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება. უნიკალური ხედები 360° დაუვიწყარ სიმყუდროვესა და სიმშვიდის შეგრძნებას შეგიქმნით და დაუვიწყარს გახდის თქვენს დასვენებას თუშეთში.

საოჯახო სასტუმრო ცეცე

ცეცე განსაკუთრებული თავისი მასპინძლების გამოც არის – თინა, მთელ თუშეთში ყველსთვის განსაკუთრებით საყვალი ადამიანია და რაც არ უნდა დაგჭირდეთ, აუცილებლად დაგეხმარებათ. განსაკუთრებით დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით კი საცხენოსნო ტურებზე წაგიყვანთ და თუ რამე ეჭვები ჯერ კიდევ გქონდათ დარჩენილი, აუცილებლად იზრუნებს, რომ თუშეთი სამუდამოდ აღბეჭდოს თქვენს გონებაში, როგორც ჯადოსნური ადგილი. თინასთან ერთად ცეცეში მისი და ლილიც გიმასპინძლებთ და თუშური კულინარიის სხვადასხვა კერძებს არ მოგაკლებთ.

 

2. შინა, ზემო ომალო

შინა” ტრადიციული ტიპის სიპი ქვით ნაშენი სასტუმრო სახლია. ჩასულებს თუშური გარემო და კომფორტი დაგხვდებათ. სახლს აქვს დიდი რიკულებიანი აივანი, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი პეიზაჟები, მათ შორის ულამაზეს ციხე-ქალაქ კესელოზე. პირველ სართულზე განთავსებულია ფიქლითა და ხით მოპირკეთებული დასასვენებელი და სასადილო ოთახი, რომელიც გაფორმებულია ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებით. აქვეა ტრადიციული შუაცეცხლიც.

საოჯახო სასტუმრო თუშეთში

აქ თქვენი სტუმრობა თუშეთში ნამდვილად დაუვიწყარი იქნება. სასტუმრო სახლში „შინა“ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გემო გაუსინჯოთ შესანიშნავ კერძებს, რომლებსაც მხოლოდ თუშები, თანაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ამზადებენ.

 

3. ქეთო ბებო დართლოში

დართლოში ქეთო უნდა მოინახულოთ თავის საოჯახო სასტუმროში. ყოველთვის მომღიმარი, თბილი, კეთილი და ოდნავ სევდიანი თვალებით ქეთო მზადაა მთელი გულით გიმასპინძლოთ, ღამე ულამაზეს დართლოში გაგათენებინოთ და თანაც თუშური კერძების გაკეთება გასწავლოთ.

ისიც გახსოვდეთ, რომ ქეთოს ერთმანეთზე უფრო საინტერესო ისტორიები აქვს თუშეთის, ტრადიციების, კულტურის, ადამიანების და ზოგადად ცხოვრების შესახებ და ამიტომ, თუ მასთან დიალოგსაც გააბამთ, ბევრს საინტერესო და თქვენთვის ახალ ამბავსაც მოისმენთ.

 

4. მდინარეს რომ გადაივლით, ჯვარბოსელში “პოშოლი”

“პოშოლის” პანორამულ ოთახებში დარჩენაზე უარი არ უნდა თქვათ. ულამაზესი ხედების მქონე ამ საოჯახო სასტუმროში კომფორტი, სასიამოვნო მყუდრო გარემო და ტრადიციული თუშური კერძები დაგხვდებათ, ბევრი ტურისტიც.

საოჯახო სასტუმრო თუშეთში პანორამული ხედით

თუმცა, გაითვალისწინეთ, სოფელში მისასვლელად მდინარეზე მანქანით გადასვლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ შესაბამისი ავტომობილით და გამოცდილებით ხართ.

 

5. მირგველა გომეწარისა და პირიქითი ალაზნის ხეობების გასაყარზე

“მირგველა” ზემო ომალოდან 3.5 კილომეტრის დაშორებით გორაზე დგას და ზემოდან გადმოჰყურებს ბუნებას. უზარმაზარ ეზოში რამდენიმე ხის კოტეჯი დგას, დასასველებლად და გასართობად კი ჰამაკები, ფანჩატური, მაგიდის ტენისი და ხის საქანელებია. იქვეა საბანაკე სივრცეც.

ეზოდან ევროპის უმაღლესი სოფელი ბოჭორნა ჩანს, გომეწრის ხეობა, კესელოს ციხე, ხახაბოს მთა და პირიქითის ხედი. მარტივად რომ ვთქვათ, მთელი თუშეთი მათ ხელის გულზეა.

საოჯახო სასტუმრო ომალო თუშეთში

6. გირევი

თუ თუშეთიდან ხევსურეთში ფეხით ან ცხენებით გადასვლას აპირებთ, გირევი თქვენთვის ბოლო გაჩერება იქნება თუშეთში, ამიტომაც აქაც გეტყვით, საოჯახო სასტუმრო “ნაკუდურთა” მოგეწონებათ. ნაკუდურთა პატარა საოჯაო სასტუმროა, კომფორტული ნომრებით, ლამაზი ეზოთი და, რა თქმა უნდა, ტრადიციული თუშური სამზარეულოთი.

საოჯახო სასტუმრო გირევში ნაკუდურთა

გირევთან სასაზღვრო პუნქტის გავლა მოგიწევთ ხევსურეთის გზაზე რეგისტრაციის გასავლელად და არ დაგავიწყდეთ, თორემ შუა გზიდან შეიძლება უკან გამოგაბრუნონ.

 

7. დაროს კულინარია, შენი სახლი შენაქოში

შენაქოში, ეკლესიის გვერდზე საოჯახო სასტუმრო “შენი სახლი” და მისი მასპინძელი დარო დაგხვდებათ. ლამაზი სახლი, დაუვიწყარი ბუნება, სუფთა ჰაერი – ეს ყველაფერი თავისთავად, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაროს კულინარია!

დაროს კერძებზე ლეგენდებს მთელ თუშეთში მოისმენთ და დაგვერწმუნეთ, რომ გასინჯავთ, მიხვდებით რატომაც. მისი შესაძლებლობები სამზარეულოში უსაზღვროა და არ აქვს მნიშვნელობა ყველაზე ძვირადღირებული ინგრედიენტები აქვს, თუ უბრალოდ რამდენიმე ბოსტნეული, კერძი მაინც გასაოცარი გამოსდის და თანაც ისეთი კომბინაციებით, აქამდე რომ ვერც წარმოიდგენდით.

საოჯახო სასტუმრო "შენი სახლი" თუშეთში დიკლო

სასადილო ოთახში კი არც მეტი, არც ნაკლები The Lumineers-ის ალბომის Cleopatra-ს ფირფიტა დაგხვდებათ კედელზე, მათივე ავტოგრაფით. საიდან და როგორ, დაროსთან მოიკითხეთ.

 

8. ჩაი უშარო

უშარო” თუშური მცენარეული ჩაის საოჯახო ბიზნესია, ამავე სახელით კი შენაქოში პატარა საოჯახო სასტუმროც დაგხვდებათ.

Usharo Tea Tusheti

უშაროს უძველესი ტრადიციით დამზადებული 5 სახეობის ჩაი აქვს: ბექთქონდარი, კრაზანა, დეკა, გვირილა და თავშავა. ყველა ჩაის თავისი უნიკალური თვისება აქვს და ჯანმრთელობისთვის კარგია, იმასაც კი დავამატებდით, რომ გუნება-განწყობასა და სულის სიმშვიდეზეც ზრუნავს. ჩაის ბალახი ყოველ დილით თუშეთის მთების კალთებიდან ხელით იკრიფება. ბალახებს სათითაოდ ჭრიან და არასოდეს გლეჯენ ან იღებენ ფესვიანად, რათა კვლავ გაიხაროს. Როგორც თვითონ ამბობენ, აფასებენ იმას, რასაც ბუნება აძლევს, ებყრობიან სიყვარულით და პატივისცემით. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა უშაროს ჩაი განსაკუთრებით გემრიელი.

 

პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ თუშეთში ტელეფონი ყველგან არ იჭერს და ხანდახან ჯობია ვათსაპის ან სხვა სოციალური ქსელების გამოყენებით ცადოთ დაკავშირება.

პ.პ.ს. არ გეგონოთ, რომ თუშეთში საოჯახო სასტუმროებისა და კაფეების სია ამით მთავრდება, თუმცა ამჯერად ეს იყოს. თვალი გვადევნეთ და კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გაგაცნობთ.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...