fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 1, 2020

გერმანული სოფელი საქართველოში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

ელიზაბეტალი – საქართველოში გერმანელი კოლონისტების მიერ დასახლებული რამდენიმე სოფელთაგან ერთ-ერთია.
გერმანული სოფელი საქართველოშიმე-19 საუკუნის პირველი წლებში, ეკატერინე II- ის მოწოდებით, რუსეთისა და კავკასიის ტერიტორიაზე გერმანელი ოჯახები ჩამოასახლეს. ევროპიდან, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში შვაბები (ვიუტემბერგის სამეფო, გერმანიის ჩრდილო დასავლეთ რეგიონში) დაასახლეს და შეღავათიანი პირობები შესთავაზეს. პირველჩამოსახლებულები სწრაფად ჩაებნენ საქმიანობაში, გააშენეს სოფლები, ეკლესიები და ვენახები.

გერმანული სახლი გერმანული სოფელი საქართველოში

ერთ-ერთი გერმანული სოფელი, რომელსაც შემდგომ ელიზაბეტალი ეწოდა – ასურეთია. გერმანელები სოფლებს თავიანთი წმინდანების ან მეფე-დედოფლების სახელს არქმევდნენ. ასურეთში, გერმანული სოფლის ოფიციალურ გახსნას, წმინდა ელიზაბეტის ხსენების დღე დაემთხვა, რის გამოც სოფელს – ელიზაბეტალი, ანუ ელიზაბეტის ხეობა ეწოდა.

ელიზაბეტალი

საქართველოს გერმანელებით დასახლება 1871 წლიდან დაიწყო. შვაბების ქალაქი ერთი ქუჩის გასწვრივ, იდენტური სახლებით იყო გაშენებული, რომლებიც კოლონისტებმა თეთრი ქვით, ცემენტითა და თიხით, ლურსმნების გარეშე ააგეს. ქუჩის ბოლოს კი აღმართული იყო გოთიკური ლუთერანული ეკლესია.

კირხე გერმანული

ერთადერთი გერმანული კირხე (ეკლესია) საქართველოში, რომელიც ნგრევას გადაურჩა. 1930-იან წლებში, კომუნისტებმა ეკლესიის გუმბათს ჯვარი წითელი ვარსკვლავით შეუცვალეს. მომდევნო წლებში კი მთლიანი გუმბათიც მოუნგრიეს. ამის შემდეგ ეკლესიამ კულტურული ცენტრის ფუნქცია იტვირთა. შვაბების ჩამოსახლებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ კი, 80-იან წლებში, ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და შენობა მთლიანად გაანადგურა.

კირხე გერმანული ეკლესია

გერმანელები შრომისმოყვარეობითა და დისციპლინით გამოირჩეოდნენ. ამიტომ მალევე შეძლეს წამყვანი პოზიციის დაჭერა მესაქონლეობასა და მევენახეობაში. კოლონისტი ბავშვები ამ დროს სკოლაში ქართულ ენაზე სწავლობდნენ, გერმანული კი მხოლოდ ერთ-ერთ უცხო ენად ისწავლებოდა.

germanuli so[peli sakartveloshi

მე-19 საუკუნის დასაწყისში, ასურეთთის მახლობლად, ღვინის ქარხანაში, გერმანელებმა თავიანთი ღვინის -„შალას“ წარმოება დაიწყეს. ღვინო იმდენად ცნობილი გახდა, რომ მისი გატანა თბილისსა და რუსეთის იმპერიის სხვა ქვეყნებში დაიწყეს.

შალა

1941 წელს, გერმანელები მასიაურად შუა აზიაში გადაასახლეს. მათ ნაცვლად კი რაჭველები ჩამოასახლეს. ზოგი რთული სამგზავრო პირობების გამო, ზოგიც კი შუა აზიის ჰავასთან შეუგუებლობის გამო გარდაიცვალა. გაქართველებულ შვაბთაგან დიდი ნაწილი დაიღუპა. გადარჩენა მხოლოდ მათ მოახერხეს, ვისაც კავკასიელთან ქორწინების გამო, დარჩენის უფლება მისცეს.

შვაბები ქარხანა

სკოლა გერმანული სოფელი საქართველოში შვაბები საქართველოში
შვაბები საქართველოში სკოლა

დღეს გერმანული სოფელი და მისი ისტორიული შენობა-ნაებობები ხელმისაწვდომია ყველასთვის. გარემონტებული გზების, აღდგენილი კულტურული ძეგლებისა და განახლებული ნაგებობების გამო, ყოფილი გერმანელების სოფელი, სტუმრობს დაინტერესებულთ.

ღობეები
სასაფლაო სახლი

 

გერმანული სოფლის ეკლესია
გერმანული კირხე, რეაბილიტაციის შემდეგ.

კირხე განახლებული

ფოტომასალა მოწოდებულია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...

საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები

საუკუნეების მანძილზე ცხენი ქართველი მეომრებისა და გლეხების მეგობარი იყო, მოგზაურობაში, ბრძოლასა და შრომაში ადამიანებს სულ...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...