fbpx
1.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 19, 2022
კულტურა კულინარია “გესტუმრე“ - გზა მეგობრების მასპინძლობიდან მოსიარულე რესტორნამდე

“გესტუმრე“ – გზა მეგობრების მასპინძლობიდან მოსიარულე რესტორნამდე

ავტორი

თარიღი

კატეგორია

მეგობრული საღამოების მოწყობა, ოჯახური თავყრილობების მასპინძლობა, სადღესასწაულო ვახშმის ორგანიზება, დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარი წუთების ჩუქება – ეს ყველაფერი ზუსტად ისაა, რაც ერთნაირად კარგად გამოდიოდათ მეგობრებს – ანა და სოფოს.

გესტუმრე ქართული სამზარეულო
ანა & სოფო

სწორედ ამიტომ, სულ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს უფრო ფართო მასშტაბზე გასულიყვნენდა ბიზნესის სახე მიეცათ იმისთვის, რაც ასე ძალიან უყვართ და რისი კეთებითაც დიდ სიამოვნებას იღებენ – ასე გაჩნდა პირველი მოსიარულე რესტორანი – „გესტუმრე“

მოსიარულე რესტორნის მთავარი ფილოსოფია ისაა, რომ გესტუმროს იქ, სადაც შენ გინდა და მოგიმზადოს ის, რაც შენ გინდა. დროს, ადგილსა და სივრცეს მნიშვნელობა არ აქვს. 

 

ანუ გესტუმრებიან, სად? 

ყველგან – ქორწილსა თუ დაბადების დღეზე, ოჯახურ შეკრებებსა თუ მეგობრულ წვეულებებზე.

ანა და სოფო,  სეზონური პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებს მოგიმზადებენ და შენი ღონისძიების დეკორატიულ გაფორმებაზეც მთელი გულით იზრუნებენ.

ქართული სუფრა გესტუმრეშენ მთავარია გააწყვიტო, კერძებსა და დროზე შეჯერდე, მერე კი შეგიძლია მშვიდად იყო. გოგონები ბაზარშიც თავადვე გაიქცევიან, ყველა ინგრედიენტს გულისყურით შეარჩევენ, საჭირო ინვენტარსა და ნივთებს საგულდაგულოდ ჩაალაგებენ და მერე „გესტუმრებიან“. ნადუღით, ნარჩვითა თუ ცოცხალი მწვანილებით გაჯერებული საჭმელების სუნებს დაატრიალებენ და ხინკალს მოგიხვევენ. ან  ვინ იცის, იქნებ, ცეცხლზე მოყვანილი ბოსტნეული გსურს, ტაჰინითა და გაწურული მაწვნის სოუსით? ან, იქნებ, სულ სხვა რამ გინდა, სულ სხვა კუთხისთვის დამახასიათებელი.

მაგაზეც ნუ იდარდებ, ანა და სოფო, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სწორედ იმიტომ მოგზაურობენ, რომ ბევრი კულინარიული ისტორია, ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი გემოები, გამოცდილება თუ რეცეპტები შეაგროვონ და მერე სხვებს თავიანთი სტუმრობისას გაუმზადონ.

 

 

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო თბილისი, ასფალტი, უწყვეტი შრომა, ოჯახი, კარიერისტული ვნებები და საკუთარი...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები თუ ხასხასა მდელოები, მთლიანი ხეობა თუ ერთი კონკრეტული ადგილი...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა ქეთინომ და მისმა მეუღლემ 17 წლის წინ შეიძინეს, მაშინ...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა დასვენებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა....

10 ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა, ცხოვრება მაინც გრძელდება, ახალი ადგილები იხსნება და ყველა ადაპტირდება...