fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 1, 2020

გოგრის მომზადების 5 მარტივი რეცეპტი შემოდგომისთვის

Reading Time: 4 Minute

გოგრის გარეშე შემოდგომა ალბათ ძალიან უცნაური წარმოსადგენი იქნებოდა. თავისი სასარგებლო თვისებების გარდა, გოგრა გემოთიც ნამდვილად გამორჩეულია და მისგან მარტივად არის შესაძლებელი როგორც მთავარი კერძების, ასევე დესერტის მომზადება. წაიკითხეთ გოგრის სხვადასხვანაირად მომზადების 5 მარტიცი რეცეპტი და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ გოგრა სალათში, კრემ-სუპში, პასტას სოუსის მოსამზადებლად, დესერტისთვის და ფრის გასაკეთებლადაც კი.

 

გამომცხვარი გოგრის სალათა

გოგრის სალათის მომზადების ეს რეცეპტი ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, თუმცა გემრიელია. სასარგებლო ინგერედიენტებით გაჯერებული ეს კერძი თქვენს ლანჩს ნამდვილად უკეთესს გახდის.

გოგრის სალათა

 

ინგრედიენტები

200 გ. გოგრა
1 წითელი ხახვი
პატარა შეკვრა რუკოლა
მზესუმზირა ან მუხუდო (სურვილისამებრ)
5 ც. ჩერი
4 ჩ.კ ზეითუნის ზეთი
ფეტა
მარილი
პილპილი

სოუსი
100 გ. მაწონი
½ დაწურული ლიმონი

 

მომზადების წესი

  1. დაჭერით გოგრა პატარა კუბიკებად და გამოაცხვეთ ღუმელში;
  2. დაჭერით ხახვი, ჩერი პომიდორი და რუკოლა სასურველი ზომის ნაჭრებად;
  3. მოათავსეთ ჯამში რუკოლა, ხახვი, ჩერი, მზესუმზირის მარცვლები ან მოხარშული მუხუდო და გოგრა, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოასხით ზეითუნის ზეთი;
  4. ცალკე ჯამში შეურიეთ მაწონი და გაწურული ლიმონი. მზა მასა მოასხით სალათს;
  5. ამოურიეთ ყველაფერი და მიირთვით.

.

გოგრის კრემ-სუპი

გოგრის კრემ-სუპს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, მაგრამ აქ მომზადების ძალიან მარტივ გზას გთავაზობთ, რომელიც ნამდვილად დაიმსახურებს თქვენ მოწონებას.

pumpkin soup recipe გოგრის სუპი

 

ინგრედიენტები

500 გ გოგრა
1 ცალი ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ცალი პატარა კარტოფილი
1 ცალი სტაფილო
¼ ჩ.კ ქარის სუნელი
შავი პილპილი
წითელი წიწაკა
მარილი
ნაღები

 

მომზადების წესი

  1. დაჭერით ხახვი, ნიორი, სტაფილო, კარტოფილი და გოგრა პატარა კუბიკებად;
  2. დაადგით ქვაბი დაბალ ცეცხლზე, დაასხით ცოტა ზეთი და გაცხელების შემდეგ ჩაყარეთ ხახვი და ნიორი;
  3. ჩააყარეთ მარილი, ქარის სუნელი, შავი პილპილი, წითელი წიწაკა;
  4. მას შემდეგ რაც ხახვი და ნიორი ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, ჩააყარეთ კარტოფილი, სტაფილო და გოგრა. დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ინგრედიენტებს ერთნახევარჯერ ფარავდეს;
  5. მას შემდეგ რაც ყველა ინგრედიენტი მოიხარშება, გადმოდგით ქვაბი და დააცადეთ ოდნავ გაცივდეს;
  6. გაციების შემდეგ დააბლენდერეთ მიღებული მასა, დაუმატეთ ნაღები და დადგით ისევ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღებას დაიწყებს, გამორთეთ და გემრიელად მიირთვით.

.
პასტა გოგრის სოუსით

პასტის ან მაკარონის სხვა სახეობისთვის სოუსის მომზადების უამრავი რეცეპტი გეცოდინებათ, მაგრამ გოგრის სოუსი კიდევ ერთია, რომელიც პასტასთან ერთად აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

გოგრის პასტა pumpkin pasta

 

ინგრედიენტები  

1 შეკვრა პასტა
1 პატარა ხახვი
2 კბილი ნიორი
1 პატარა სტაფილო
300 გ. გოგრა
30გ. კარაქი
მარილი
პილპილი
¼ ჩ.კ წითელი წიწაკა
100 გ. ნაღები
პატარა კონა ოხრახუში

 

მომზადების წესი

  1. დაჭერით ხახვი და ნიორი წვრილად, ხოლო სტაფილო და გოგრა პატარა კუბიკებად;
  2. გააცხელეთ ქვაბი, დაასხით ზეითუნის ზეთი და ჩაყარეთ ხახვი და ნიორი;
  3. მას შემდეგ რაც ხახვი და ნიორი ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს, ჩაამატეთ კარაქი და შემდეგ სტაფილო და გოგრა;
  4. დააცადეთ რამდენიმე წამი და დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ინგრედიენტებს კარგად ფარავდეს;
  5. ჩააყარეთ მარილი და წიწაკა;
  6. დაელოდეთ, სანამ მოიხარშება გოგრა და სტაფილო და ამავდროულად აადუღეთ წყალი პასტისთვის;
  7. მდუღარე წყალში ჩაყარეთ მარილი და შემდეგ პასტა;
  8. როგორც კი გოგრა და სტაფილო მოიხარშება, გადმოდგით ქვაბი და მთელი მაას დააბლენდერეთ კარგად;
  9. ჩაამატეთ ნაღები და დადგით ისევ ცეცლხზე (წყლის ან ნაღების დამატებით შეგიძლიათ მიიღოთ სასრუველი კონსისტენცია);
  10. როგორც კი სოუსი წამოდუღებას დაიწყებს, მზადაა და შეგიძლიათ მოახრშული პასტა შიგნით ჩაყაროთ;
  11. კარგად მოურიეთ და მირთმევის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.
.
გამომცხვარი გოგრა თხილეულითა და თაფლით

გოგრის ეს რეცეპტი ალბათ ყველაზე ცნობილია, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა. ასე შეგიძლიათ მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის მარტივად მოამზადოთ დესერტი ბევრი სხვადასხვა ინგრედიენტის გარეშე და თანაც ისე, რომ დიდი დრო და ენერგია არ დახარჯოთ.

baked pumpkin გამომცხვარი გოგრა

 

ინგრედიენტები

1 გოგრა
2 ს.კ თაფლი
1 ს.კ კონიაკი
1 ჩ.კ დარიჩინი
ნიგოზი
(სურვილისამებრ)
ნუში
ქიშმიში
მზესუმზირა
ჩირი
თხილი

 

მომზადების წესი

  1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე;
  2. ამოაჭერით გოგრას გული და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად;
  3. ჯამში აურიეთ თხილი, ნიგოზი, ქიშმიში, მზესუმზირა, დარიჩინი, თაფლი და კონიაკი;
  4. მოათავსეთ არეული მასა გოგრის ნაჭრებზე და შედგით ღუმელში;
  5. გააჩერეთ გოგორა ღმელში დაახლოებით 40 წუთის მანძილზე და როცა დარწმუნდებით, რომ საკმარისად დარბილდა და გამოცხვა გამოიღეთ ღუმელიდან;
  6. დაელოდეთ, რომ ოდნავ შეგრილდეს და გემრიელად მიირთვით.
.

გოგრის ფრი
და ბოლოს, გოგრის ფრი? რატომაც არა!

გოგრის ფრი რეცეპტი pumpkin fires recipe

 

ინგრედიენტები

1 პატარა გოგრა
2 ჩ.კ სახამებელი
2 ჩ.კ ზეითუნის ზეთი
½ ჩ.კ მარილი
1 ჩ.კ პაპრიკა
1 ჩ.კ ორეგანო (სურვილისამებრ)
3 ს.კ გახეხილი პარმეზანი
¼ წვრილად დაჭრილი ოხრახუში

სოუსი გემოვნების მიხედვით

 

მომზადების წესი

  1. დაჭერით გოგრა კარტოფილი ფრის ფორმის ნაჭრებად (კანი შეგიძლიათ გაცალოთ სურვილის შემთხვევაში);
  2. ჩაყარეთ ნაჭრები ჯამში, დაასხით წყალი და დატოვეთ სულ ცოტა ნახევარი საათის მანძილზე;
  3. გაახურეთ ღუმელი 425 გრადუსზე და დაფაზე, რომლითაც გოგრას შესაწვავად შედგამთ, დააფინეთ ფოლგის ან საცხობი ქაღალდი;
  4. კარგად გააშრეთ დაჭრილი გოგრა და შემდეგ ამოავლეთ სახამებელში;
  5. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ პაპრიკა და მარილი (ან სხვა სუნელები გემოვნებით);
  6. შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ 10-15 წუთის მანძილზე, შუალედში გადააბრუნეთ;
  7. სანამ გოგრა ცხვება, გახეხეთ ყველი და დაჭერით ოხრახუში. როგორც კი გოგრას ღუმელიდან გამოიღებთ, ზემოდან მოაყარეთ და გემრიელად მიირთვით.ფრი შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის სოუსთან ერთად თქვენი გემოვნების მიხედვით.

 

თვალი გვადევნეთ კიდევ უფრო მეტი საინტერესო რეცეპტებისთვის!

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

Similar Posts

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...

საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები

საუკუნეების მანძილზე ცხენი ქართველი მეომრებისა და გლეხების მეგობარი იყო, მოგზაურობაში, ბრძოლასა და შრომაში ადამიანებს სულ...

Share

New Posts

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...