fbpx
21.5 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 22, 2021

გორიჯვრის 4 ექსტრემალური ველო ბილიკი X ანა ნადირაძე

წასაკითხი დრო: 4 წუთი

გორი ველომოყვარულებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია, გარშემო ბევრი საინტერესო ბილიკი და ადგილია, სადაც შეგიძლია იმოგზაურო ან ექსტრემალური მარშრუტებით შეიგრძნო ადრენალინი.

დღეს თქვენი მეგზური ამ თავგადასავალში ანა ნადირაძე იქნება და გორიჯვრის 4 სხვადასხვა ველო ბილიკის შესახებ მოგიყვებათ.
ველოსიპედის
პირველი,

ვისაც უფრო ექსტრემალური დაშვება, ხტომა, კიბეებიდან ჩამოსვლა და მსგავსი ტიპის ექსტრემალური აქტივობები იზიდავს, მათთვისაა.

გორიჯვრის სათავგადასავლო ბილიკი, MTB ბილიკი, რომელსაც სამანქანო გზაც უდგება. თქვენ შეგიძლიათ გორიჯვრამდე ახვიდეთ მანქანით ან გაიაროთ აღმართები, იქიდან უნდა გადახვიდეთ კაკლებში და დაეშვათ სადგურის დასახლებამდე. კაკლებს ეძახიან ადგილს, სადაც ბევრი სიმწვანეა და საპიკნიკოდაც იდეალური ადგილია. კაკლებიდან გადის ვიწრო ბილიკი, რომელიც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და ბილიკებში სწორედ ამიტომ არ შედის, თუმცა საინტერესო იმითაა, რომ ტექნიკურად მარტივი მისადგომია. როგორც უკვე აღვნიშნე, სამანქანო გზა უდგება, როგორც დასაწყისს ასევე დასასრულსაც.
მარშრუტი საინტერესო კიდევ იმითაა, რომ იმეორებს ბუნებრივ ბილიკს და არ არის ადამიანების მიერ რაიმე სახით შეცვლილი, ანუ ავთენტური გარემოა და სწორედ ესაა ამ ბილიკის ღირებულებაც. აღმოსავლეთის მშრალი ჰავა კი ხელს უწყობს რომ ბილიკი სულ აქტიური იყოს.

ველო ბილიკი კაკლებში

ბილიკი არის სრულიად გრუნტიანი, შეძლებთ აკრიფოთ დიდი სიჩქარე, გააკეთოთ “ტრიუკები”. დამწყებებს ვურჩევდი, რომ პირველ ჯერზე მცოდნე ადმიანებთან ერთად დაეშვას, რომლებიც ურჩევენ, რომელ მონაკვეთზე რა სიჩქარით უნდა გადავიდეს და სად იყოს ფრთხილად. ზოგადად კი რაც უფრო მეტჯერ ეშვები ამ ბილიკიდან, მით უფრო გემატება გამბედაობა და მეტ ადრენალინს იღებ ამ პროცესისგან.

ამ ბილიკისთვის დაგჭირდებათ ქროს ქანთრი / ენდურო ველოსიპედი.

სათავგადასავლო ბილიკი ჯამში არის 3 კილომეტრი.

 

მეორე,

შედარებით უფრო რთული ბილიკი არის ასევე კაკლებიდან სადგურის დასახლებამდე. თუმცა ამ ბილიკამდე მისასვლელად უნდა ახვიდეთ კაკლების კიდევ უფრო მაღლა, პაკის წყაროსთან.

ველოსიპედის გზები

ეს ველო ბილიკი არის უფრო გრძელი და ბევრად უფრო რთული გზა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სამანქანო გზა არის ძალიან ცუდი, მხოლოდ კარგი საოფროუდე მანქანები თუ შეძლებენ ასვლას. ძირითადად მოგიწევთ ველოსიპედის სულ ხელით ‘თრევა’ აღმართზე და ბოლოს ისევ დაეშვებით კაკლების ბილიკიდან. თუმცა ეს ბილიკი საინტერესოა იმით, რომ იმეორებს საქართველოს რუკას.

გორიჯვრის ველო ბილიკები
თუმცა, ამ ადგილს უფრო ხშირად რეცხავს წყალი ვიდრე კაკლების ბილიკს. წვიმაში და ტალახში ძალიან გაგიჭირდებათ დაშვება, რადგან ორივე მხრიდან ჩაღრმავებულ კიდეებზე ვერ ივლით, გზის შუაში კი ხეები და წვიმისგან ჩამოტანილი სხვა დაბრკოლებები შეგიშლით ხელს.

ამ ბილიკზე დიდი სიჩქარის აკრეფვაც შეგიძლიათ.

ეს სათავგადასავლო ბილიკი ჯამში დაახლოებით 5 კილომეტრი არის.

 

მესამე, 

მესამე არის კიდევ უფრო საინტერესო მიმართულება. თქვენ ისიამოვნებთ არა მარტო ექსტრემალური დაშვებით, არამედ დაათვალიერებთ ლამაზ და მშვენიერ ბუნებას. თუმცა, ეს გზა არის ბევრად უფრო დიდ მანძილიანი და საინტერესო. გზა არის სატყეო გრუნტიანი. მარშრუტი იწყება სოფელ წედისიდან, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან, სამანქანო გზით აუყვება აღმართს წედისის ციხემდე.

წედისი გორი
თენგო ცერცვაძე

ერთ-ერთი ძველი ნაგებობა, რომელიც გზად შეგხვდებათ და გირჩევთ აუცილებლად შეიაროთ. იქვე არის ეკლესია, რომელიც თავისი სიძველით და საუკუნოვანი ისტორიით ძალიან საინტერესოა. წედისის ციხიდან იშლება პანორამული ხედები – მდინარე ათრევასა და ტანას ხეობებზე. ეს ადგილი საინტერესოა იმითაც, რომ გორის მუნიციპალიტეტის სამხრეთის ნაწილი ჩანს ამ ადგილიდან. წედისის ციხიდან 500 მეტრში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ლომისის ნიში, საიდანაც ჩანს პანორამული ხედი ქალაქ გორზე, მუნიციპლაიტეტის ჩრდილოეთ ნაწილზე, კავკასიონის ხედზე და კარგი ამინდის შემთხვევაში შეიძლება ცხონვალის დანახვაც.
იქვე დაინახავთ ერთგვარ თავშესაფარს, რომელიც ფოთლებით გადაფარულია და შიგნით დგას სკამებიც. შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, ან დალიოთ ლუდები, ისაუბროთ, ითამაშოთ. არის ვაკე ადგილი გაშლილი ფართობი, ხოლო თუ თოვლს შეესწარით ფიფქების ფონზე საუცხოო პეიზაჟი იქმნება. შემდგომ ეს გზაც კაკლებში გადადის და იქიდან დაეშვებით სადგურის დასახლებამდე.

ამ მარშრუტზე ჯობია ახვიდეთ ქროს ქანთრი / ენდურო ველოსიპედით.

წედისის ეს ველო ბილიკი დაახლოებით 10-12 კილომეტრია.

 

და მეოთხე,

ასევე ძალიან ძალიან საინტერესო არის გზა უფლისციხისკენ. გზა იწყება კვერნაკის ქედზე, გორის ცენტრალური სასაფლაოდან და მიემართება უფლისციხის ნაკრძალისკენ.

გზა არის მთლიანად გრუნტიანი. არ გვხვდება ხეები, დრო და დრო გხვდება ბედლენდების მაგვარი და ქვიშაქვიანი ქანები. უმეტესად არის ქარიანი. ძლიერი წვიმების შემთხვევაში რეკომენდირებულია დაელოდოთ 2-3 დღე რომ გაშრეს ტალახი.ველო ბილიკები უფლისციხემდე

გაითვალისწინეთ, რომ ეს გზა არ არის ექსტრემალური, არ არის დასაშვები ადგილები, ან თუ არის მცირე დახრილობით. ეს გზა საინტერესო არის უფრო იმით, რომ შედარებით გრძელია და შეგრძნება გაქვს თითქოს უდაბნოში დადიხარ. ამგვარ ქანებთან შეგიძლია საინტერესო პანორამები გადაიღო. გზად შეგხვდებათ გადასახვევი ნადარბაზევის ტბისკენ, რომელიც შედარებით უფრო გრძელია.

აღსანიშნავია, რომ გზად ასევე შეგვხვდება მეცხვარეების ქოხები და ცხვრის სადგომები, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, რადგან ხშირ შემთხვევაში ყარაულობენ მეცხვარე ძაღლები. ამ შემთხვევაში უნდა ჩამოხვიდეთ ველოსიპედიდან, დაიჭიროთ ველოსიპედი ძაღლის მხარეს და ფეხით გაუყვეთ გზას.

სანამ ნაკრძალთან მიხვალ, არის ძველი უფლისციხის ნამოსახლარი, სოფლის სახლისა და სხვადასხვა დაწესებულებები ნანგრევები. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ აქაა გადაღებულია მხატვრული ფილმი მაგდანას ლურჯა.

 

სასაფლაოდან უფლისციხემდე არის დაახლოებით 8 კილომენტრი. უკან კი შეგიძლიათ წამოხვიდეთ ტრასით, რომელიც დაახლოებით 14 კილომეტრია.

 

გაითვალისწინეთ, რომ ქართლში არის თიხა მიწა, შესაბამისად, წვიმისას ან თოვლისას მთელი ტალახი ბორბლებზე გეკრობა და ძალიან დამტანჯველი ხდება ბილიკების გავლა, ამიტომ ჯობია ამინდი წინასწარ შეარჩიოთ, რომ  თქვენი ველო თავგადასავლით ბოლომდე ისიამოვნოთ.

 

თავგადასავლების ძიებაში წაიკითხეთ სტატია “4 დაუვიწყარი სათავგადასავლო ექსტრემალური აქტივობა საქართველოში“.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

10 ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა,...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...