fbpx
24.3 C
Tbilisi
სამშაბათი, სექტემბერი 21, 2021

Igavi Wines – ინგლისელი მეღვინის ქართული ღვინო

წასაკითხი დრო: 4 წუთი

igavi winesIgavi Wines არის, ინგლისელი მეღვინის ეიდენ რაფტერის მარანი, რომელიც დაფუძნებულია ზეინდარში, ვანის მუნიციპალიტეტში, იმერეთში. ეიდენი საქართველოში ახალი ზელანდიიდან გადმოსახლდა ავსტრალიის გავლით. პირველად ეიდენისა და საქართველოს გზები მაშინ გადაიკვეთა, როცა ის იმპორტიორთან მუშაობდა, რომელსაც ქართული ნატურალური ქვევრის ღვინო შემოჰქონდა. სწორედ ასე აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ეიდენი საქართველოში.

„საქართველოში პირველივე ვიზიტის შემდეგ, ჩემი ოცნება გახდა, მეწარმოებინა საკუთარი ღვინო. კიდევ რამდენიმე ვიზიტის შემდეგ კი, საბოლოოდ გადავწყვიტე, Fuck it. გავყიდე სახლი ავსტრალიაში და ყველაფერი ფასეული რაც კი რამ მებადა და გადმოვსახლდი საქართველოში. დიდ ხნიანი ძიების შემდეგ, ვიპოვნე მიწა იმერეთში, ჩემ საყვარელ რეგიონში – ყურძნის ჯიშის ზრდის მიხედვით, ასე დავიწყე საკუთარი ღვინის ბრენდი და ავიხდინე ოცნება.“

ეიდენს აქვს 14 წლიანი სომელიედ და მერესტორნედ მუშაობის გამოცდილება ლონდონში, ოკლენდსა და მელბურნში. მისი პირველი რთველი კი 2013 წლით თარიღდება.

igavi wines

Igavi Wines– ის პირველი რთველი 2019 წელს გაიმართა. მარნის კონცეფცია კი იმ განსაკუთრებული ვაზის ჯიშებისგან ღვინის დაწურვა გახდა, რომელსაც თვითონ ეიდენი პოულობს დასავლეთ საქართველოში.

„ამჟამად ასეთი ჯიშებია იმერეთსა და ლეჩხუმში, მაგრამ ვინ იცის კიდევ სად გადავაწყდები ისეთ ჯიშს, რომელიც აღმაფრთოვანებს… ღვინო უნდა იყოს მსუბუქი, გამამხნევებელი და ენერგიული, ისეთი, რომ შეძლოს მთელ ბოთლში დაიტიოს და ასახოს ვენახის არსი, საუკეთესო ხარისხის ვენახი და მისი თავდადებული მევენახეები.“

სახელი Igavi Wines იყო ინსპირირებული ქართული იგავით, რომელიც ეიდენმა საქართველში პირველად სტუმრობისას მოისმინა ადგილობირვებისგან.

იგავი igavi

 

„როცა ახალგაზრდა ჯარისკაცები საბრძოლველად მიდიოდნენ, თან ოჯახის ვენახიდან მიჰქონდათ პატარა რტო, რომელსაც ჯავშნის ქვეშ ინახავდნენ, რადგან სიკვდილის შემთხვევაში მათი ნეშთიდან თავიანთი ოჯახების ვენახი აღმოცენებულიყო. ბოთლის ეტიკეტზე, მთელი იგავია ასახული ერთ კადრში, რომლის ილუსტრაციაც სხვადასხვა დიზაინერებისა და ილუსტრატორების მიერ არის შექმნილი. შესაბამისად, ყველა ბოთლის ეტიკეტი განსხვავებულია. ყოველი ბოთლის ეტიკეტის ილუსტრაცია კი იმას გადმოსცემს, თუ რა ემოციას იწვევს ეს ჯიში და სასმელი ჩემში.“

და…

“მიუხედავად იმისა, რომ Igavi Wines -ის მეღვინე მე ვარ, ეს საქმე არაფრით არ გამოვიდოდა იმ მეგობრების გარეშე, რომლებიც აქ ჩამოსვლისას გავიჩინე. ყოველი მოსავლის აღება მათ ეძღვნებათ.”

igavi

რა თქმა უნდა გზად სირთულეების გადალახვაც მოუწია. არ არის მარტივი ცხოვრება დაიწყო ახალი ფურცლიდან, სრულიად უცხო ქვეყანაში, განსხვავებულ კულტურაში და თან ბიზნესიც აწარმოო.

igaviwines

„ენის სწავლის მცდელობა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა (სიმართლე რომ ვთქვა, ამ მცდელობებით ახლაც ვწვალობ) საუბარი და თარგმანი ცოტა რთული იყო დროდადრო.
ქვევრში ღვინის დაყენების ტექნიკის გაგებაც საკმაოდ გამიჭირდა, ვინაიდან სასარგებლო საინფორმაციო რესურსები მწირია და სხვა მეღვინეებიც (გარდა ქვევრის ოსტატისა, რომელმაც ქვევრი გააკეთა) დიდად ვერ მეხმარებოდნენ კითხვებზე პასუხების მოძიებაში. ნაწილობრივ ვფიქრობ იმიტომ, რომ ისეთი პრობლემები არ გასჩენიათ მათ, როგორიც მე მქონდა, ვინაიდან მე ჩემი ქვევრი არ დამიფლავს მიწაში. ეს, რა თქმა უნდა, ბევრი კამათის მიზეზიც გახდა, რადგან საქართველოში ასე არ ხდება ამ საქმის კეთება, რაც ჩემი პროექტის არსებობის თითქმის ყველა ეტაპზე შემომხვდა; დაწყებული ჩემი იმერეთის ვენახის გახარების მეთოდიდან, დამთავრებული ღვინის ჩამოსხმით. საქართველოში ღვინის დაწურვის პირველ წლებში გადავეყარე გამოთქმას „კაცია და გუნება,“ რომელიც, ვფიქრობ, გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას მუდმივი კითხვებისა და გაჩენილი უკმაყოფილების მიმართ. ვფიქრობ იმდენად გამოვიხატები ამ ფრაზაში, რომ ჩემს მომდევნო ღვინის სახეობას, რომელსაც მე თვითონ ვუვლი, სწორედ ასე დავარქმევ „კაცია და გუნება.“

იგავი

რა არის განსაკუთრებული და განსხვავებული შენს ღვინოებში?
ვკითხეთ ეიდენს…

igavi wines

„ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ყოველი ღვინის ბოთლი შეიძლება იყოს განსხვავებული, მიუხედავად იმისა, რომ ყურძენის ჯიში ერთია, ან ერთ სოფელშია მოყვანილი, ან თუნდაც მეზობელ ვენახებშია გაზრდილი. ისინი მაინც განსხვევბული გამოდიან.
ვფიქრობ, რომ ის მეთოდი, რომელსაც მე ღვინის დაწურვისათვის ვიყენებ, უფრო ფაქიზია, რადგან მინდა ღვინომ აღბეჭდოს ვენახის ელეგანტურობა და სილამაზე. ეს გულისხმობს დიდი წნეხით დაწურვას – თეთრ ღვინოში და ხელით ღეროებ და რტო გაცლილ ყურძნის ფერმენტაციას – წითელი ღვინის შემთხვევაში.
ვფიქრობ ეს ლეჩხუმური ცოლიკაურის უნიკალური გამოხატულებაა. ვენახი გამდიდრებულია კირქვით, მარილიანი მინერალით, რომელიც ღვინოს საოცრად გასტრონომიულს ხდის. ასევე განზრახ ვუმატებ ხოლმე მჟანგავს, ფერმენტაციის შემდეგ, რათა შევაზავო ცერცვები და წინ წამომეწია არომატების კომპლექსურობა, საბოლოოდ უფრო მრვალაფეროვანი გემოებისთვის. რაც საქართველში ვცხოვრობ, ე.ი ბოლო ხუთი წლის მანძილზე, არ შევხვედრივარ ასეთი გემოებისა და ტექნოლოგიით დამზადებულ ქართულ ღვინოს.”

გვინდა გითხრათ, რომ ეიდენ რაფტერის, ინგლისელი მეღვინის ქართული ღვინო ‘Igavi Wines’ შეგიძლიათ G.Vino-სა და Vino Underground-ში შეიძინოთ, ორივე მათგანს აქვს მიტანის სერვისი.

igavi wines winery

სურვილის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ დაგეგმოთ პატარა მოგზაურობა იმერეთში და მოინახულოთ ეიდენის მარანი Igavi Wines რომელსაც, ზუსტად ასეთივე სახელით იპოვნით
Google Maps – ზე.

igavi tasting aidan

სამომავლოდ კი ეიდენი გეგმავს,
„ახალი ჯიშების მოშენებას ზეინდარში, ესენია ალადასტური და ვანის ჩხავერი, ისე კი ვიმედოვნებ ვიპოვნო კიდევ ახალი მარნები და ვენახები დასავლეთ საქართველოში, სადაც გრძელვადიან მუშაობას შევძლებ.“

 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

10 ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა,...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...