fbpx
19.8 C
Tbilisi
პარასკევი, ივნისი 18, 2021

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი თბილისში

წასაკითხი დრო: 3 წუთი
ეს სახლ-მუზეუმი არის ადგილი, სადაც ილია ჭავჭავაძემ სიცოცხლის ბოლო წლები (1902-1907) გაატარა თავის მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად.

 

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი თბილისში
©https://tbilisimuseumsunion.ge/

თბილისში ცხოვრების პერიოდში ილია ჭავჭავაძემ რამდენიმე საცხოვრებელი მისამართი გამოიცვალა. ძირითადად მთაწმინდასა და სოლოლაკში. 1889-1901 წლებში კი – თავისი უმცროსი დის, ელისაბედ საგინაშვილის, სახლში გადავიდა, სადაც გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა იყო განთავსებული. 1900-იან წლებში უკვე ხანდაზმულმა მწერალმა საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტა.

სახლ-მუზეუმი თბილისში
©https://tbilisimuseumsunion.ge/

ამ მიზნით მან ანდრეევის ქუჩაზე (ახლა: გიორგი ჩუბინაშვილის ქ. N22) გაბრიელ და ბარბარე ღვინიაშვილისაგან შეიძინა ეზო და პატარა ერთსართულიანი სახლი, რომელსაც ადრინდელი მფლობელი სათავსოდ იყენებდა. შენობას თავდაპირველად მომცრო ზომის ოთახები ჰქონდა.

©https://tbilisimuseumsunion.ge/

შემდეგში ილიამ ფასადის გალამაზებისა და გაფართოების მიზნით, XIX საუკუნის ცნობილი არქიტექტორის, სიმონ კლდიაშვილის პროექტის მიხედვით სახლზე მიაშენებინა ორი ოთახი შემოსასვლელი ფასადით. ერთში სამუშაო ოთახი მოაწყო, მეორეში კი – სასტუმრო.
სახლის მშენებლობას უძღვებოდა მშენებელ-ინჟინერი იაკობ ფრანგიშვილი.

©https://tbilisimuseumsunion.ge/

©https://tbilisimuseumsunion.ge/
ამ სახლში თითოეული ნივთი, წიგნი თუ ავეჯი ილიასეულია და ისეა განლაგებული, როგორც მის დროს იყო. ილიას და ოლღას სახლში ხშირად იყრიდნენ თავს სტუმრები და იმართებოდა საღამოები.

 

©https://tbilisimuseumsunion.ge/

©https://tbilisimuseumsunion.ge/

მკვლელობამდე ორი წლით ადრე ილიამ თავისი მეგობრის, ილია წინამძღვრიშვილის, სანოტარო ბიუროში შეადგინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლის, ოლღა გურამიშვილის მფლობელობაში გადადიოდა, ხოლო ოლღას გადაცვალების შემდეგ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება გახდებოდა.

სახლ მუზეუმი
©https://tbilisimuseumsunion.ge/

თბილისის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1956 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით დაარსდა და 1957 წელს გაიხსნა. მუზეუმის თბილისში დაარსების ინიციატორი საქართველოს სახალხო პოეტი გიორგი ლეონიძე იყო.

ილიას სახლ-მუზეუმი
©https://tbilisimuseumsunion.ge/

მუზეუმს გადმოეცა საქართველოს ლიტერატურული მუზეუმისა და საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ფონდებიდან შერჩეული ილიას თბილისის სახლის ნივთები და ფოტომასალა. თავდაპირველად მუზეუმის მფლობელობაში იყო ოთხი ოთახი: მწერლის სიცოცხლეში განკუთვნილი სამუშაო, სასტუმრო, სასადილო და საძინებელი ოთახები ღია აივნებით. შემდეგ სახლი გამოთავისუფლდა კერძო მობინადრეებისაგან და მუზეუმმა შემოიერთა დანარჩენი ოთახებიც, აღდგა ყველა მემორიალური ოთახი და მოეწყო ექსპოზიციები.

სახლ-მუზეუმი
©https://tbilisimuseumsunion.ge/

სახლი ილია
©https://tbilisimuseumsunion.ge/

1987 წელს, მწერლის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი. ექსპოზიციები გადატანილ იქნა ჯავახიშვილის N7-ში მდებარე მუზეუმში და აქ დარჩა მხოლოდ მემორიალური განყოფილება.

ილია ბუხარი
©https://tbilisimuseumsunion.ge/

ჩვენს სტატიებში ხშირად აღვნიშნავთ, რომ ქართველები თბილისის კულტურული ძეგლებით იშვიათად ვინტერესდებით ხოლმე, ვფიქრობთ რომ უმეტესობა რაც “სანახავია” ნანახი გვაქვს, თუმცა, ჩვენს თვალს მიღმა უამრავი საინტერესო ძეგლი რჩები, მათ შორის ქართველი გამოჩენილი პოეტების, მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების სახლ-მუზეუმიები. დღეს, ყველას შეუძლია ესტუმროს სახლ-მუზეუმებს და საკუთარი თვალით ნახოს, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი განთქმული წინაპრები. შესასვლელი ბილეთების ფასები 50 თეთრიდან 10 ლარამდეა.

ილია ჭავჭავაძის სახლი
©https://tbilisimuseumsunion.ge/

მანამდე კი, სანამ მუზეუმის დათვალიერებას გადაწყვეტთ, გთავაზობთ შეამოწმოთ საკუთარი ცოდნა, საქართველოში, არქიტექტურული ნაგებობების შესახებ, ჩაერთეთ ჩვენს Quiz-ში და ნახეთ რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს თანამედროვე შენობებს.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

Tibash House სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან...

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების წყაროები,...

მყუდრო ხის კოტეჯები საქართველოში

საქართველოში დასვენების და მოგზაურობის დასაგეგმად ბევრი სხვადახვა და მრავალფეროვანი ადგილი არსებობს. ასევე ბევრია ღამის გასათევი...

გორიჯვრის 4 ექსტრემალური ველო ბილიკი X ანა ნადირაძე

გორი ველომოყვარულებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია, გარშემო ბევრი საინტერესო ბილიკი და ადგილია, სადაც შეგიძლია იმოგზაურო ან...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

Tibash House სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან...

ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების წყაროები,...

მყუდრო ხის კოტეჯები საქართველოში

საქართველოში დასვენების და მოგზაურობის დასაგეგმად ბევრი სხვადახვა და მრავალფეროვანი ადგილი არსებობს. ასევე ბევრია ღამის გასათევი...