fbpx
7 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021

KARMA Hostel-ის მარტვილური ამბავი, რომელიც უცხოელებმა შექმნეს

წასაკითხი დრო: 6 წუთი

მოგზაურობის, ახალი თაგადასავლებისა და სიახლებიისადმი მუდმივი სწრაფვის სიყვარულმა სამი ადამიანი ჯერ ერთმანეთს გადაყარა, შემდგომ საქართველოში ჩამოიყვანა და მარტვილში, სოფელ ნაგვაზაოში, მულტიფუნქციური ჰოსტელი “კარმა” გაახსნევინა.

კარმა ჰოსტელი მარტვილი

მოგვიყევით თქვენ შესახებ – ვინ ხართ, საიდან მოხვედით?

ჩვენ ორი ბელგიელისა და ერთი პოლონელისგან დაკომპლექტებული გუნდი ვართ, სრულიად განსხვავებული წარსული გამოცდილებებით. ერთი ჩვენგანი პროფესიით სოციალური მუშაკია, მეორე – მკვლევარი, მესამე – მსახიობი და ვიდეოგრაფია. არცერთ ჩვენგანს არ ჰქონია ბიზნესის კეთების გამოცდილება, ერთადერთი რაც გვაერთიანებდა და მუხტს გვაძლევდა იყო მოგზაურობისადმი მუდმივი ლტოლვა და სიყვარული.

კარმას მასპინძლები

გვიამბეთ, როგორი იყო თქვენი პირველი გამოცდილება საქართველოში? რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ?

თუ რაიმეზე შეიძლება თქვა ერთი ნახვით შემიყვარდაო, ალბათ, საქართველოა. საოცრად მაგარი და ამავდროულად განსაცვიფრებელი იყო იმის გააზრება, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში ყველაფერს ერთად შეიძლება გადაეყარო: უზარმაზარ მთების, ისტორიულ ქალაქებს თუ საოცრად ცოცხალ ურბანულ სცენებს, რომელიც სავსეა კულტურითა და ისტორიით, ბარებითა თუ კლუბებით.

ალბათ, ბევრი უცხოელი დამეთანხმება იმაში, რასაც ახლა ვიტყვი. საქართველოს აქვს რაღაც მაგიური ძალა, რომ თავისკენ მიგიზიდოს და თავი ისე შეგაყვაროს, რომ ყველა ვიზიტზე უფრო და უფრო დიდხანს დაგტოვოს აქ, შემდეგ კი სამუდამოდ გადმოგაცხოვროს კიდეც.

რაც შეეხება ნეგატიურ გამოცდილებებს, ზოგადად უკომფლიქტო, პოზიტიური ხალხი ვართ და ვცდილობთ, მსგავს რაღაცებზე არ ვიფიქროთ.

რამ გიბიძგათ იმისკენ, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსულიყავით? და რატომ მაინცდამაინც მარტვილი? ის ხომ ძალიან პატარაა და ამავდროულად, სამწუხაროდ,  ჯერ არც თუ ისე კარგად განვითარებული ქალაქია.

რატომ აქაურობა? მარტვილი სამოთხეა! ჯერ კიდევ ცუდად ათვისებული სამოთხე. აქაა ყველასათვის კარგად ნაცნობი მარტვილის კანიონი და აქვეა ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი. მრავალადაა ისეთი ადგილებიც, რომელთა შესახებ არავინ არაფერი იცის და რომლის ნახვაც ნამდვილად ღირს. ეს ყველაფერი კი საერთო ჯამში მარტვილს გასაოცარ ტურისტულ პოტენციალს აძლევს. მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ აქ არ არსებობდა ბოჰემური სტილის ჰოსთელი, როგორიც ჩვენ გვინდოდა გაგვეკეთებინა, ასე, რომ საკუთარ თავებს ვკითხეთ, რატომაც არა? და პირდაპირ თავით გადავეშვით ამ ამბავში. ახლა  ვცხოვრობთ ნახარებაოში, პაწაწინა სოფელში, რომელიც მარტივილის ცენტრიდან სულ რაღაც 3 კილომეტრშია.

აქ როდესაც ჩამოვედით, თავიდან ჩვენმა მეზობლებმა ვერ გაიგეს, რატომ შეიძლება 3 ევროპელი, ასეთ პატარა და მივარდნილ სოფელში ცხოვრების იდეას მოეხიბლა. ჩვენთვის კი აქ ჩამოსვლა თითქოსდა ფესვებთან დაბრუნაბაა, ერთგვარი სულის და სხეულის განახლების პროცესი. ახლა გოჭები, ცხვარი და ქათმები გვყავს აქ, სხვადასხვა სახის ბოსტნეული მოგვყავს, ყველაფერს საკუთარი ხელებით ვაშენებთ ან ვაახლებთ და ძალიან გვხიბლავს იმის გააზრება, რომ ჩვენთან მოსულ ადამიანებს სოფლის ცხოვრებას ვაზიარებთ და გულს გვიჩუყებს ის ამბავი, თუ როგორ გვეხმარებიან აქაურები, როგორი მჭიდრო მეზობრული კავშირია ჩვენ შორის და აღარაფრის აღარ გვეშიანია.

კარმა სასტუმრო

 

როგორ იპოვეთ და რა პირობებში დაგხვდათ სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობთ და ჰოსთელი გაქვთ?

15 წლის მიტოვებული იყო აქაურობა და აი, როგორ გითხრათ, აქ რომ შემოვედით იცით რა განცდა დაგვრჩა? თითქოს მფლობელმა ფეხსაცმელები ამოიცვა და პურის საყიდლად აქვე, უბნის მაღაზიაში, გავიდა. შემდეგ კი უკან აღარასოდეს დაბრუნებულა: ხელუხლებლი იყო ავეჯი, ტანსაცმელები, წიგნები, მაგიდაზე წყლით ნახევრად სავსე ჭიქაც კი იდგა, მტვრის სქელი ფენით ზედ.

ამ სახლის შემთხვევაც ისეთი იყო, როგორც მთლიანად საქართველოსი, პირველივე ნახვისთანავე შევიყვარეთ და ჩვენად მივიღეთ აქაურობა. სახლი ლამაზია, უზარმაზარი ბაღი აქვს, ირგვლივ კარგი სამეზობლოა და დიდი პოტენციალი, მეტი რაღა იყო საჭირო?

ჰოსტელი კარმა

ჰოსტელის შექმნის იდეა საიდან მოვიდა?

ზემოთ ვახსენე, რაც სამივეს ერთ მუშტად გვკრავს და გვაერთიანებს მოგზაურობის სიყვარულია. ჩვენი ოცნება იყო შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც თვითონაც ვიცხოვრებდით და სხვებსაც ვუმასპინძლებდით. თავიდანვე გვქონდა განსაზღვრული, რომ ეს იქნებოდა ჰოსთელი და არა სასტუმრო. ჩვენი მუდმივი ზურგჩანთიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე ზუსტად ვიცოდით, რომ პირად ოთახებთან ერთად უნდა გვქონოდა კომფორტული და ამავდროულად, ფინანსურად ხელმისაწვდომი საერთო საცხოვრებელი ოთახი. ამ განაწილებამ, საბოლოოდ, შესაძლებლობა მოგვცა სხვადასხვა ტიპის სტუმრებისთვის ერთად გვემასპინძლა, რაც გვგონია, რომ ძალიან საინტერესოა.

კარმა მარტვილში

სირთულეებზე რას გვეტყვით? რა დაბრკოლებებს შეეჩეხეთ აქ ცხოვრებისა თუ ჰოსთელის შექმნის პროცესში?

პირველ რიგში რაც უნდა ვახსენოთ, ალბათ, ენობრივი ბარიერია, ქართული არ არის მარტივად ასათვისებელო ენა, მაგრამ ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ ქართველები ძალიან მიმტევებლურად და კეთილად ხართ განწყობილი იმათ მიმართ, ვისაც ენის სწავლა უნდა, მაშინაც კი არ გვიწყრებით, როცა ლაპარაკისას გამოუსწორებელ შეცდომებს ვუშვებთ.

რაც შეეხება სხვა სახის სირთულეებს, აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ ისინი რაიმე სახის დაბრკოლება კი არა – ერთგვარი შესაძლებლობაა, რომელიც უნდა დაინახო და ჩაებღაუჭო. მაგალითად, რემონტის პროცესში ძალიან გაგვიჭირდა კონკრეტული სამშენელო მასალებისა თუ ხელსაწყოების პოვნა, რამაც გვიბიძგა, რომ უფრო კრეატიულად და ფართოდ გვეფიქრა და ახალი სიცოცხლე მიგვეცა აბსოლუტურად ყველა ნივთისთვის, რაც კი სახლში დაგვხვდა.

ამ ფიქრების შედეგად, ახლა, როცა რაიმეს გადავაწყდებით, სულ ვფიქრობთ, რა შეიძლება ამისგან გამოვიყვანოთ? ასე შეიქმნა კარადები ძველი იატაკის ფიცრებისგან, ჭაღები ხის ტოტებისგან, ბარის დახლი ცარიელი ლუდის ბოთლებისგან.

ჰოსტელი მარტვილში

რატომ კარმა და არა სხვა სახელი? და ისიც რომ გვითხრათ, რას სთავაზობს კარმა ჰოსთელი მომხმარებლებს და რა განასხვავებს მას სხვებისგან?

ჩვენთვის კარმა – ყველა ჩვენი ქმედების, ადამიანების, მცენარეებისა თუ ცხოველების მიმართ დამოკიდებულებებისა და ზრუნვის ერთგვარი თანხვედრაა. ამ ჰოსთელს ერთი მთავარი მიზანი აქვს, აქ მოსულმა სტუმარმა ჭიშკარში შემობიჯებისთანავე უნდა იგრძნოს, რომ სახლშია. გვინდა სასიამოვნო იყოს იმის განცდა სტუმრისთვის, რომ ყველაფერი რაც აქ დახვდა უნიკალური დიზაინისაა, რომ ჯანსაღი ვეგეტარიანულ საკვებს იღებს. ადამიანის ბუნება ასეთია, როცა კომფორტულად ხარ გარეშემომყოფების მიმართ უფრო გახსნილი და მიმღები ხდები, ეს კი კარგ „კარმას“ ჰქმნის ჩვენთან და ჩვენი თვითმიზანიც ეს არის.

დღეს უკვე, ჩვენთან მოსულ ადამიანებს უნდათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილი იყვნენ, აქაურ აურაში გაერივნონ, ილაპარაკონ თუ სხვებთან ერთად დალიონ. ხანდახან ისიც უნდათ, რომ პირადი სივრცე ჰქონდეთ, საკუთარ თავთან მარტო დარჩნენ, კარგი წიგნი წაიკითხონ, თუ მთელი დღე ჰამაკში „იგორონ“ – ამის შესაძლებლობას კარმა ნამდვილად იძლევა.

ჩვენი თვითმიზანი ასევე ის იყო, რომ „შეგვეფარებინა“ მოგზაურები ბავშვებთან თუ მათ საყვარელ ცხოველებთან ერთად და ახლა, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ბავშვები ნამდვილად გიჟდებიან აქაურობაზე. აქ მათთვის ყველაფერია, დიდი ეზო, სხვადასხვა შინაური ცხოველები, სახლი ხეზე…

ფერმა კარმაში

ფოტოებს რომ გადავხედეთ, ტრადიციული მეგრული სუფრის ფოტოები აღმოვაჩინეთ, ვინ აკეთებს ამ ყველაფერს თქვენთან? თქვენს გუნდზეც რომ მოგვიყვეთ.

კულინარიულ გამოწვევებს ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდებით ხოლმე. ტრადიციული მეგრული სუფრა ჩვენი სტუმრების სურვილი იყო და სპეციალურად მათთვის გავშალეთ. ყველაფერში ჩვენი მეზობლებები დაგვეხმარნენ და ეს ყველაფერი ერთგვარი გამოცდილება და მასტერკლასი იყო ჩვენთვისაც.

სინამდვილეში ჩვენი საკვები ძალიან იშვიათად არის ტრადიციული ქართული და თუ ამას ვშვებით, ხშირად გვაქვს კრეატიული გადახვევები. ჩვენთან ახლოს ბევრი ადგილობრივი რესტორანია, სადაც შესანიშნავად ამზადებენ, ამიტომ როცა ჩვენს სტუმრებს ადგილობრივი კერძების დაგემოვნება სურთ, მათ იქ ვგზავნით.

ჩვენი მხრივ კი ვცდილობთ, რომ ისინი გავაოცოთ და ხანდახან კომფროტის ზონიდანაც კი გამოვისროლოთ. კარმაში ყოველთვის ვეგეტარიუნულ საჭმელს ვამზადებთ ადგილობრივი და სეზონული პროდუქტებით და ძალიან ვამაყობთ, ხორცზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები არაერთხელ რომ დავარწმუნეთ იმაში, რომ ვეგეტარიანული საჭმელი ძალიან, ძალიან გემრიელი შეიძლება იყოს.

კვება კარმაში

რას სთავაზობს კარმა ჰოსთელი დღეს მომხმარებლებს და რა შედის ოთახის ღირებულებაში?

კარმა ჰოსთელი არ არის და ალბათ, არც არასდროს იქნება დიდი კომერციული ტურისტული კომპანია. ჩვენ მომხმარებებს პერსონალურ გამოცდილებას ვთავაზობთ. ჩვენ თავად ვცხოვრობთ აქ და აქაურობა უფრო მეტი სიმყუდროვე და ბოჰემური ცხოვების სტილის გაზიარებაა, ვიდრე დიდი ბიზნესი. სოფლის ყოფის გაზიარებაა.

2018 წელს გავიხსენეთ და ძირითადად უცხოელებს ვმასპინძლობთი, მაგრამ პანდემიის პერიოდში, როცა საზღვრები სრულად დაკეტილი იყო, ადგილობრივებმა აღმოგვაჩინეს და შეგვაფასეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ქალაქის ორომტრიალისგან თავის დასაღწევად.  ადგილობრივების სტუმრობა ჩვენთვისაც ახალი გამოცდილება იყო –  ერთმანეთის გაცნობის შედეგად, ვფიქრობთ, რომ უიქენდებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები დავაორგანიზოთ ჩვენთან. ვფიქრობთ იოგას გაკვეთილზე, ეკოლოგიურ ივენთებზე, ოჯახურ შაბათ-კვირებზე. უკვე ძალიან დიდი ინტერესია კულინაურიულ მასტერკლასებზე. ხალხს ძალიან მოსწონს ის კრეატიული გადახვევები თუ მიგნებები, რომლითაც ვეგეტარიანულ საკვებს ვამზადებთ.

სტუმრებმა,  3 ინდივიდუალური ოთახიდან ერთში ან საერთო ოთახში განთავსება შეუძლია აირჩიონ. ჩვენ გვაქვს 1 დიდი სააბაზანო 4 საშხაპეთი და 3 ტუალეტი. სახლს დიდი ეზო აქვს და სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში შეუძლიათ ბოსტნეულის მოვლა-პატრნობაში მოგვეხმარონ, ან გარეთ ცეცხლი დაინთონ და კოცონს შემოუსხდნენ, ჰამაკებში ინებივრონ. ახლახან  დავასრულეთ ბარის მშენებლობა, სადაც ჩვენი სტუმრები საღამოს ერთად და მხიარულად გატარებას შეძლებენ.

ნომერი ჰოსტელში

ინტერიერი

ხომ არ გაქვთ კიდევ რაიმე სახის შეთავაზებები, რაც ზემოთ არ გიხსენებიათ? მაგალითად, კანიონების ტური, ლაშქრობა და სხვა.

ჩვენ ვართ ჰოსთელი და ამავდროულად ჩვენი სტუმრების გიდი. აქ ყველაფერია კანიონები, მდინარე, ჩანჩქერები, მიტოვებული შენობები. ყველა აღმოაჩენს რაიმეს, რაც მისთვის საინტერესო იქნება. ჩვენ კი გიდობას სიამოვნებით გავუწევთ და წინ სიამოვნებით წავუძღვებით ახალ გამოცდილებასა და თავგადასავლებში.

ტურები მარტვილში

როგორ შეიძლება დაინტერესებული ადამიანები დაგიკავშირდნენ და ოთახი დაჯავშნონ თქვენთან?

სოციალურ მედიაში საკმაოდ აქტიურები ვართ, ასე, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენს Facebook ან Instagram გვერდზე მოგვწერონ და ჩვენც უსწრაფესად ვუპასუხებთ.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ჩვენი ყველაზე ახლო და ამავდროულად მნიშვნელოვანი სამომავლო გეგმა ისაა, რომ ჩვენი ისედაც მშვენიერი სოფელი – ნახარებაო – კიდევ უფრო მაგიურ ადგილად ვაქციოთ, გავზარდოთ ჩვენს ბაღში მოწეული ბოსტნეულის რაოდენობა და აქაურობა კიდევ უფრო მწვანე და ფერადი გავხადოთ. ბევრი ხელნაკეთი და კრეატიული ნივთებით შევავსოთ სახლი, რომ სტუმრებისთვის კიდევ უფრო საინტერესო იყოს ჩვენთან მიღებული გამოცდილება.

 

karma hostel people

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...

13 სამოგზაურო ექაუნთი, რომელიც უნდა ნახოთ

2020 წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი, ჩვენთვის, პრაქტიკულად ერთადერთი მოგზაურობის წყარო გახდა. ახლა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...