fbpx
16 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 18, 2021

„ლია დეიდა“ ვისია?

წასაკითხი დრო: 2 წუთი

დასავლეთიდან აღმოსავლეთის გზას რომ შეუყვები, ზესტაფონამდე არ მისული, სოფელ „არგვეთას“ ბანერს რომ დაინახავ, ანდა ეს ამბავი პირიქითაც შეიძლება დაიწყოს – აღმოსავლეთიდან დასავლეთის გზას რომ დაადგები, ზესტაფონს რომ გაცდები, გზად „არგვეთას“ ბანერს რომ დაინახავ, წამითაც არ დაფიქრდე, საჭე  პირდაპირ სოფლისკენ მიმართე. გზის მარცხენა მხარეს ფერადი ნიშნული შეგხვდება წარწერით „ლია დეიდა“, მიჰყევი. 

ყვავილებიან ჭიშკარს შეაღებ და იქ ხარ. 

ლია დეიდასთან კაფე

იქ, ჭიშკარს მიღმა, ლია დეიდა და მისი ოჯახი დაგხვდება. აქაურობის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი – იმერული სამზარეულო და ძალიან ოჯახურ-მეგობრული გარემოა.

დაგხვდება დეიდა, რომელიც უკლებლივ ყველას უყვარს მათ მიმართ კეთილგანწყობისა და გულღია ხასიათის გამო. ლია დეიდა არის ის, ვინც თავისი ცხოვრების ახლანდელი სტილი თავადვე გამოიგონა.

სამზარეულო რომ აქაურობის ერთ-ერთი მთავარი და არა ერთადერთი ხიბლია, შემთხვევით არ გვიხსენებია. აქ ყველა კუთხე თავის ამბავს ჰყვება, ერთი მათგანი ქუდებზეა, მეორე – ნაირ-ნაირ საათებზე, მესამე კიდე – მოდილიანზე. “ყველაფერი 3 ფერის საღებავით დავიწყე – თეთრი, წითელი  და შავით – მერე ვეღარ გავჩერდი” – ამბობს ლია დეიდა.

ლია დეიდა მოდილიანი

სახლში 6 მაგიდა დგას სტუმრებისთვის, რომლებიც ან ლია დეიდას ხელითვეა მოხატული, ან და კიდევ თავისივე ხელით შეკერილი გადასაფარებლებითაა გაწყობილი – სხვებისთვის უსარგებლო, ლიას თვალისთვის კი ლამაზი და კოხტა ნაჭრების ერთმანეთზე მიკერებით. მენიუც იქვეა – კედელზე, ფერად ჩამოწიკწიკებული. მართალია, ჩამონათვალი არც ისე გრძელია, მაგრამ ეს ამბავი რა მოსატანია იმასთან, რომ ყველაფერი, რაც მენიუშია – იქაურია, ადგილობრივი, თავიანთი გარჯის შედეგად მოყვანილი, მერე კიდე საოცრად შეკაზმული, ჯადოქრულად შეზავებული გემოები, თავს რომ არასდროს დაგავიწყებს, ზუსტად ისეთი. 

ლია დეიდა კაფეთუ მართლა დასავლეთიდან აღმოსავლეთის გზას ადგახარ, ანდა კიდე პირიქით, არგვეთასთან აუცილებლად გადაუხვიე. იმერულ სამზარეულოს ეზიარე, სახლი გულისყურით დაათვალიერე, თავისუფლად ისუნთქე და ვინ იცის, ამ სიამტკბილობაში, შეიძლება, ისიც კი გეგონოს, რომ თანამედროვე მსოფლიოს გულს მიაგენი. 

ჭამა არგვეთაში

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

3 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თბილისში

როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, შაბათ-კვირას კაფეები, რესტორნები და იმ ბიზნესების უმეტესობა, სადაც გართობა არის...

15 კომპოზიცია ქართველი მუსიკოსებისაგან, თქვენი სამოგზაურო playlist – სთვის

ჩვენი სამოგზაურო დანიშნულებების სია, პანდემიურმა სიტუაციამ საგრძნობლად შეამცირა, აღარ გვიწევს გრძელ დისტანციებზე სიარული და ამისთვის...

ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი თბილისში

დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ...

4 Coffee Shop თბილისში მათთვის ვისაც ყავა განსაკუთრებით უყვართ

ყავამ მხოლოდ "ცხელი სასმლის" სტატუსი უკვე დიდი ხანია დაკარგა, ის კულტურის ნაწილი გახდა. დღის მანძილზე გადააწყდებით...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

3 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თბილისში

როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, შაბათ-კვირას კაფეები, რესტორნები და იმ ბიზნესების უმეტესობა, სადაც გართობა არის...

15 კომპოზიცია ქართველი მუსიკოსებისაგან, თქვენი სამოგზაურო playlist – სთვის

ჩვენი სამოგზაურო დანიშნულებების სია, პანდემიურმა სიტუაციამ საგრძნობლად შეამცირა, აღარ გვიწევს გრძელ დისტანციებზე სიარული და ამისთვის...

ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი თბილისში

დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ...