fbpx
2 C
Tbilisi
ოთხშაბათი, იანვარი 27, 2021

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

წასაკითხი დრო: 4 წუთი

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების რანჩო და ლუდსახარში აქვს.

lost ridgeსასტუმრო სოფელ ქედელში, სიღნაღის შორიახლოს, მთის წვერზეა მოთავსებული კავკასიონის ქედსა და მაღაროს ველებს შორის.

Lost Ridge Inn-ი სულ საათნახევრის სამანქანო გზაზეა თბილისიდან, სიღნაღს კი მხოლოდ ნახევარ საათიანი სასეირნო ბილიკი აშორებს.

ridge

lost

დილა ლოსტ რიჯში, კახეთის მზის ამოწვერვასთან ერთად, სამზარეულოში ფუსფუსით იწყება. დიასახლისი ქალბატონები სტუმრებისთვის მაგიდებს შლიან და საუზმის კეთებას უდგებიან. არა ერთ სტუმარს აღუნიშნავს, რომ ლოსტ რიჯის საუზმე განსაკუთრებით გემრიელია. ეს მართლაც ასეა. გარდა იმისა, რომ მასპინძლები მთელი გულით გხვდებიან და საუზმესაც ზუსტად ასეთივე განწყობით ამზადებენ, თვითონ პროდუქტიც განსაკუთრებულია, ადგილობრივია. ლოსტ რიჯის დამფუძენებლებმა, როგორც ია თაბაგარი გვესაუბრა, მოახერხეს და ადგილობრივებთან, ყველა კანონის დაცვით საქმიანი ურთიერთობები დაამყარეს, ყველა მომმარაგებელს სთხოვეს მცირე და ინდ. მეწარმეებად დარეგისტრირებულიყვნენ, რომ მათგან პროდუქტის შესყიდვა თანხის გადარიცხვით შესძლებოდათ. ეს ერთადერთი გამარჯვება არ არის ლოსტ რიჯისთვის, ერთ-ერთია, თუმცა მნიშვნელოვანი.

greweryსაუზმის შემდეგ, სტუმრების ნაწილი, ქალაქის დათვალიერებას, ცხენებით სეირნობას ამჯობინებს ხოლმე. ლოსტ რიჯის რანჩოს საჯინიბო 15 ცხენს იტევს. ყველა მათგანს საკუთარი მეტსახელი და იდენტობა აქვს. ასეთია, ხიფათა, საყვარელი ყავისფერი ულაყი, რომელიც მუდამ ხათაბალებში ეხვევა; ცხენი, რომელსაც თეთრ ტორტის ნაჭერს ეძახიან, მისი ქათქათა თეთრი ფერისა და უზომოდ კეთილი ხასიათის გამო; კიდევ შეგხვდებათ პატარა თუშური ცხენი – ქუჯაი, რომელიც ნიკა ბიჩინაშვილმა, 19 წლის საცხენოსნო ტურების გიდმა გაგვაცნო. სწორედ მან და გიგა ხარხელაურმა გვიმასპინძლეს ჩვენც ლოსტ რიჯის საჯინიბოში.

ridge brewery

ტერიტორიაზე ყველაფრის დასათვალიერებლად, რამდენიმე სხვადასხვა პატარა, კოხტა ეზოს გავლა მოგიწევთ. სწორედ ეს მიმოფანტული ეზოები და ალგ-ალაგ ჩადგმული სახლებია ლოსტ რიჯის არქიტექტურის მარგალიტები. სასტუმრო სულ 8 ოთახისაგან შედგება, აქედან რამდენიმე კი ტრადიციული ქიზიყური ქვის არიტექტურული მემკვიდრეობაა. ეს რამდენიმე ოთახი, სინამდვილეში ძველი ქიზიყური ქოხია, რომლის კონსერვაციაც ლოსტ რიჯის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს. ცხენების მსგავსად, ამ სახლებსაც თავიანთი მეტსახელები და ისტორია აქვთ. ერთ-ერთ სახლს, მაგალითად, „ფირუზას“ ეძახიან, მის ინტერიერსა და ექსტერიერში გამოყენებული ფირუზისფერი ელემენტების გამო. ამ ქოხში, ასევე შენარჩუნებულია საძინებელი ოთახების კედლებზე ძველი ილუსტრაციები, რომლებიც, როგორც ჩანს, თავის პირველ მაცხოვრებლებს დაუტოვებიათ, ნახატების ამბავი კი აქამდე არავის ახსოვდა. ამ სახლის გარდა, შეხვდებით ქოხს სახელად „არქეოლოგია,“ რადგან როგორც ია ამბობს, ნახევრად დაფლული იყო და სახლი თვითონვე ამოთხარეს.

არქეოლოგიაარის დღეები, როდესაც ლოსტ რიჯის უზარმაზარ ეზოში დღესასწაულები, ქორწილები და მიღებები იმართება. არის ისეთი დღეებიც, როდესაც გარეთ კოცონი დაინთება და საინტერესო დიალოგი დგება სტუმრებს შორის.

საინტერესო დიალოგზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ლოსტ რიჯის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ია თაბაგარი – 2007 წლიდან საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ცხენოსანი და ეთნოლოგი. თუ გაგიგმართლათ და თქვენი სტუმრობისას ლოსტ რიჯში დაგხვდათ, აუცილებლად გამოჰკითხეთ სასტუმროსა და ცხენების ამბები, საქართველოს ტურიზმზე ან თუნდაც უკვე განხორციელებულ პროექტებზე. გაწბილებულები არ დარჩებით.

ლია დეიდასაღამოს, დაღლილმა, კი შეგიძლიათ პირდაპირ ტერასისკენ მიაშუროთ და ლია დეიდას და მარიკას მომზადებული უგემრიელესი სადილი მიირთვათ. გულით გაკეთებულ სადილს კი, იქვე მოხარშული კრაფტ ლუდიც დააყოლოთ.

lostt ridge runch

სუფრა

ლუდსახარში ზუსტად სასტუმროს გვერდზე მიბჯენილ სივრცეშია მოწყობილი. ლოსტ რიჯის ლუდის ტექნოლგები კი შოთა ლაგაზიძე და დათო უშარაული არიან. განსაკუთრებით საინტერესო ამ ლუდის არსებობაში ის კი არაა, რომ უკვე იაპონიაში გადის ექსპორტზე, და დიახ, გადის; არამედ ის, რომ ლუდსახარშის სივრცე წარმატებული ექსპერიმენტების ადგილია.

ლუდილუდი თუშური დეკით, ბროწეულით ან ალუბლით თუ გაგისნჯავთ? ან იქნებ ორი წლის დაძველებული ლუდის შესახებ გსმენიათ რამე? და ვარდისფერი ლუდი თუ გინახავთ ოდესმე?

…თან, მართლაც გემრიელია.

რანჩ
ლოსტ რიჯი არის ადგილი, სადაც სასიამოვნოდ გატარებული დრო, ძვირფას მოგონებად გადაიქცევა; ულამაზესი გარემოს, ცხენების, გემრიელი ლუდისა და, რაც მთავარია, არაჩვეულებრივი მასპინძლების გამო.

ლოსყ

ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას, საქართველოში საცხენოსნო ტურების გამოწვევებისა და პერსპექტივის შესახებ.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...

5 საუკეთესო App მოგზაურობასას ახალი გამოცდილებებისთვის

იმისთვის რომ მოგზაურობა შედგეს, დღეს უკვე ბევრი რამ არ არის საჭირო. უკვე პრაქტიკულად საკმარისია გვქონდეს...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...