fbpx
21.8 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 24, 2021

ლუდი – ტრადიციული მომზადების ტექნიკა

წასაკითხი დრო: 3 წუთი

პირველად ლუდის დამზადების მცდელობა ქ.შ- მდე V საუკუნით თარიღდება შუამდინარეთში, სადაც თიხის ქოთნებში ფერმენტაციის შედეგად სხვადასხვა მარცველულისგან დაყენებულ ლუდს იღებდნენ.

ფერმენტაციის დროს მარცვალში არსებული შაქარი გარდაიქმნება ეთანოლამიდად. ამ დროს მიკროორგანიზმების ქცევის შედეგად წარმოიქმნება ლუდი, ღვინო, სიდრი და ა.შ.
მსგავსს ტექნოლოგიას იყენებენ საფუარების შესაქმნელადაც.

©კვირის პალიტრა

ნებისმიერ მარცვლეულს, რომელიც შაქარს შეიცავს, აქვს უნარი სპონტანურად დადუღდეს ჰაერში არსებული ბაქტერიების გამო. ამიტომ, შესაძლებელია, რომ სხვადასხვა კულტურაში ლუდის დაყენების ტექნოლოგია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და პარალელურად განვითარდა იმ ხალხებში, რომლთაც მარცვლეულის “მოშინაურება” შეძლეს. ლუდის შემადგენლობა სხვადასხვა კულტურაში, დიდწილად, დამოკიდებული იყო მათ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე. ლუდს იმ ინგრედიენტებით აყენებდნენ, რომელიც იმ ადგილზე მოიპოვებოდა.

ჩვენშიც ბევრი ძველი და ტრადიციული შეზავება არსებობს. მაგალითად, ასკილის, კენკრის, დეკისა და სხვა ბალახეულის ლუდები.

ჩვენ იმ ლუდზე ვისაუბრებთ, რომელიც წყლის, ალაოსა და სვიასაგან შედგება.

ლუდი-ტრადიციული დამზადების ტექნიკა

ლუდს ტრადიციულად მგოლავი ხარშავს. ასე ეწოდება ადამიანს, რომელიც ლუდის კეთების პროცესს უძღვება. ლუდი ძირითადად სახლის პირობებში იხარშება. ოთახის შუა ნაწილში, კოჭზე (უჟანგავი მეტალის) სალუდე ქვაბი არის გამოკიდებული, ქვემოთ კი აქვს შენთებული ცეცხლი, კერა რომელსაც სხვაგვარად “ყვერბსაც” ეძახიან.

ტრადიციული
©საქართველოს ეროვნული პარკები

ლუდის კეთების პროცესი იწყება წყლის ადუღებით. ქვაბი მთლაიანდ არ უნდა იყოს გავსებული. წყლის ადუღებისას ქვაბში იყრება დაფქული ქერი, იგივე ალაო. ქვაბში იმდენი ალაო უნდა ჩაიყაროს, რომ სითხე არ შესქელდეს. ამისთვის მუდმივად რევაა საჭირო.

ლუდის ხარშვა
©კვრის პალიტრა

ლუდის სარეველას ქოჯი ეწოდება. ხის ჯოხი, რომლის ბოლოსაც წანაზარდებივით, შემაგრებული აქვს ხის ტოტები. კარგად შერევის შემდგ აქრობენ ცეცხლს, კარგად ასუფთავებენ კერის მიდამოს და წყალს ასხამენ, ისე რომ წვეთები ქვაბის ძირს არ მოხვდეს. რამდენიმე წუთი აცდიან ქვაბს გაციებას.

გეჯა ლუდის დამზადება
© visualanthropology.iliauni.edu.ge

შეგრილების შემდეგ, სითხე იმდენად კარგად იწმინდება, რომ ნაწილი გადაწურვის გარეშეც გადააქვთ სუფთა რეზერვუარში. დარჩენილ სითხეს “საწურავ ხაკში” ასხამენ – თხის ბალნის ტომარაში, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული ლახტბის, ე.ი ხის ნავის ფორმის გობის თავზე, სადაც ტომრებიდან წვენი ჩაიწურება.

ლუდი დაყენება
©ტყეები ფერგადაზაფრული @tyeebifergadazafruli

ჩაწრეტვის შემდეგ, ყველა სითხეს ისევ ერთად უყრიან თავს კარგად გარეცხილ ლუდის ქვაბში და მაღალ ცეცხლზე სვიასთან ერთად ადუღებენ. დუღილის შემდეგ ისევ ტოვებენ გასაგრილებლად 6 საათის განმავლობაში. ცეცხლის კერას კი ისევ ფრთხილად წყალს ასხამენ. ასე იღებენ ზისწვენს, იგივე სისწვენს- მოტკბო მასას. მისი გადაწურვის შემდეგ, ქვაბებში ანაწილებენ ისე, რომ თითოში ნახევარზე მეტი არ ესხას. სითხის კარგად გაგრილების შემდეგ მას “ასაყუოს” უმატებენ ლუდის ასაფუებლად. ლუდს დასაყენებლად 5-8 დღე სჭირდება. გამოყენების წინ ზემოდან მოდებულ “თხლეს” ხდიან და ინახავენ.

ლუდი-ტრადიციული
©allwine.ge

ალუდი უნდა იყოს: შავი, სქელი, მოტკბო, ცოტათი სვიის გემო უნდა ჰქონდეს.

ლუდთან ერთად ხშირად დამბალხაჭოსაც მიირთმევენ ხოლმე.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

თუშეთი – შორეული მთების ფოტოგრაფია

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით...

3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში

ზაფხულის დადგომასთან ერთად ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდა, თუმცა გული გულობს და კულტურულ აქტივობებში...

ვინტაჟური რესტორანი “სოფიასთან”: უჩვეულო თავგადასავალი ზუგდიდში

ტრადიციული მეგრული სამზარეულოსთვის ზუგდიდში რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი რესტორანია, მაგრამ თუ განსხვავებულ გარემოს და ახალ...

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

Tibash House სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

თუშეთი – შორეული მთების ფოტოგრაფია

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით...

3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში

ზაფხულის დადგომასთან ერთად ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდა, თუმცა გული გულობს და კულტურულ აქტივობებში...

ვინტაჟური რესტორანი “სოფიასთან”: უჩვეულო თავგადასავალი ზუგდიდში

ტრადიციული მეგრული სამზარეულოსთვის ზუგდიდში რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი რესტორანია, მაგრამ თუ განსხვავებულ გარემოს და ახალ...