როგორ დავრჩეთ მოტივირებულები სახლიდან?
ცოტა რთულია გაიხსენო ყველა შენი გეგმა წლის დასაწყისში და გული არ დაგწყდეს ყველა ჩაშლილ მოგზაურობაზე, რომელიც 2020-ს გაატანე.
მაგრამ რადგან 2020 დასასრულს მიუახლოვდა, მასთან ერთად გაჩნდა 2021-ში მოგზაურობის იმედიც. მოგზაურობის დასაგეგმად და ყოველდღიური მოტივაციის მისაღებად მუდბორდის შექმნა საუკეთესო გზაა.
მუდბორდი, ე.ი განწყობის დაფა, გულისხმობს თქვენთვის სასურველი სამოგზაურო დანიშნულებების ფოტოებს, სხვადასხვა ქსოვილებს, კონცერტის ან ტრანსპორტის ძველ ბილეთებს, ძველ ფოტოებს, ფერების პალეტს და ა.შ.
ნებისმიერი ატრიბუტი, რომელიც თქვენი განწყობის ამაღლებას ხელს შეუწყობს და თქვენს საოცნებო სამოგზაურო დანიშნულებასთან მიგაახლოვებთ, მუდბორდის აუცილებელი ნაწილია.
მუდბორდის შექმნა, ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და მამოტივირებელი დაგეგმვის ფორმაა. როგორც წესი, მუდბორდები ხელით კეთდება, რაც კიდევ უფრო დიდი კმაყოფილების გრძნობას გგვრის ხოლმე შეხედვისას, თუმცა ციფრული ვერსიებიც საკმაოდ შთამბეჭდავია.
გთავაზობთ Sight-ის ციფრულ მუდბორდს, მეტი თვალსაჩინეობისთვის.
Moodboard – დროა დავიწყოთ მოგზაურობის დაგეგმვა.
მუდბორდის შესაქმნელად გჭირდებათ რამდენიმე ფოტო, წარწერები, გეგმები, To do List-ი, რეცეპტებიც კი და Voila, თქვენი მუდბორდიც მზადაა.
პროცესი ძალიან სახალისოა და მამოტივირებელი
Doing more with less.
თუ გსურთ მეტი მოტივაციის მიღება სამოგზაუროდ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ დიმიტრი გოდერძიშვილის ვარსკვავების ფოტოგრაფიას.