საქართველოს ბუნება გამორჩეულია მთებითა და ულამაზესი ხედებით, განსაკუთრებული ჰაერით და თავისუფლების შეგრძნებით, რომელიც დილით მთის წვერზე მზის ამოსვლისას აუცილებლად დაგეუფლებათ. მთის კოტეჯები დასვენებისა და განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
გთავაზობთ 10 საოცარ ადგილს მთებში, სადაც თქვენი დასვენების დღეები შეგიძლიათ დაუვიწყარი გახადოთ.
- Glamping Georgia – რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მოწყობილი ეს დაუვიწყარი ადგილი ბუნებაში დაკარგვის საშუალებას მოგცემთ, თანაც სრული კომფორტითა და მომსახურებით.
- Fifth Season – სამთო ტურისტული კოტეჯი ჯუთაში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე, საუკეთესო ხედით ჭაუხის მასივზე.
- Project AltiHut 3◦14 – მთის სასტუმრო კომფორტული ოთახებით და სასიამოვნო გარემოთი, რესტორნითა და ბიბლიოთეკით მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე ზღვის დონიდან 3014 მეტრზე.
- Hill Inn – დანდალო, ქედა; ჰილ ინნ ლაქშერი კემპინგის სივრცეა, სადაც დაგხვდებათ კომფორტული სასტუმროს ნომრები პანორამული ხედებით.
- Becho House – იდეალური ადგილი ოჯახური დასვენებისთვის ზაფხულში, გასაოცარი ადგილობრივი კულინარიითა და ხედით უშბის მწევრვალზე.
- Landscapes Hotel – თანამედროვე ადგილი სტეფანწმინდაში მთების ჯადოსნური ხედებით, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად ცეცხლის გარშემო დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.
- Eco House Merisi – აჭარის მთებში, ბათუმიდან 50 კმ-ის დაშორებით, ეკო-სახლი მერისი ჯადოსნურ დღეებს გპირდებათ.
- Heshkili Huts – სოფელ ჰეშკილში, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, მესტიიდან 7 კმ-ში. ჰეშკილის ქოხებიდან იშლება 2 ულამაზესი ხედი, ლაილას ქედისა და უშბის მწვევალებზე.
- Guest House Ardoti – მშვიდი საოჯახო სასტუმრო არდოტში, ხევსურეთში, კომფორტულად მოწყობილი ოთახებით და გასაოცარი ხედებით.
- Gomarduli Zen Garden – ეკო-სასტუმრო ბიოლოგიურად სუფთა რესტორნით, რომელიც აჭარის გასაოცარ მთებში არის ჩაფლული.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!