fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 26, 2021

Netflix and Landscapes Hotel: თანამედროვე კოტეჯები სტეფანწმინდაში

წასაკითხი დრო: 3 წუთი

მყინვარწვერის ხედის ყურებით ალბათ არავინ იღლება და სუსხიან დილას ცხელი ჩაით ხელში მთის ჰაერის ჩასუნთქვაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამაა. სტეფანწმინდაში Landscapes Hotel-იც სწორედ იმიტომაა, რომ ამ ემოციების შეგრძნებისთვის კომფორტული, თანამედროვე და ახალგაზრდული გარემო შეგიქმნათ.

Landscapes Hotel კოტეჯის ტიპის სასტუმროა, რომლის მთავრი იდეაც სტუმრებისთვის დაუვიწყარი დასვენების დღეების ჩუქებაა. სასტუმრო საკმაოდ განსხვავებულ კონცეფციას სთავაზობს დამსვენებლებს და შესაბამისად, განსხვავებულია მისი ვიზუალური მხარეც.

Landscapes hotel stepantsminda

ეს არასტანდარტული კოტეჯები საოჯახო და მაღალი კლასის სასტუმროებს შორის იდეალური ალტერნატივაა, რომელიც სასიამოვნო სივრცეს და უჩვეულო გარემოს ქმნის დამსვენებლებისთვის.

თითოეული კოტეჯი ორ ადამიანზეა გათვლილი (სტანდარტულად), კოტეჯში სტუმრებს ყავა და ჩაი და ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალება დაგხვდებათ. დღისით ხედებით ტკბობისა და სეირნობის შემდეგ კი შეგეძლებათ ოთახში Netflix-ს ჩაუჯდეთ და საყვარელ სერიალებსა და ფილმებს უყუროთ. თუმცა, ეს ყველაფერი არაა!

landscapes სტეფანწმინდა

Landscapes Hotel-ის ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული რამ ის გარემოა, რაც ადგილზე დაგხვდებათ. სასტუმროს ეზოში ხშირად ანთებენ კოცონს, აწყობენ გრილს და ოჯახში დამზადებულ ღვინოსაც მიირთმევენ. გუნდის მთავარი მიზანი იყო შეექმნათ ადგილი, სადაც ადამიანები სოციალიზაციით, დროის ერთად გატარებით და განტვირთვით შეიქმნიდნენ სასიამოვნო მოგონებებს. როგორც თვითონ დამფუძნებლები – მირიანი, ლუკა და ლიზა ამბობენ, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებლებთან კომუნიკაციაა:

“ჩვენი იდეა და სტიმული მაინც ადამიანების გაცნობა და კომუნიკაციაა. ხშირად ვატარებთ დროს ჩვენს სტუმრებთან ერთად, ვთამაშობთ ბორდგეიმებს, მივირთმევთ ღვინოს, ვუსმენთ მუსიკას. შესაბამისად, ბევრ ადამიანთან მათი ვიზიტის მერეც გვინარჩუნდება ურთიერთობა, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია.”

სასტუმრო ყაზბეგში

2020 წელი არც Landscapes Hotel-ის გუნდისთვის აღმოჩნდა მარტივი, თუმცა დაბრკოლებებს თავი მაინც გაართვეს და შემართებასაც არ კარგავენ:

“2 წლიანი მშენებლობის შემდეგ, სასტუმროს გახსნას თავი 2020 წლის იანვარში მოვაბით. ამ სფეროში ახლები ვართ და საკმაოდ გაოცებულები დავრჩით, როცა ზამთარშივე მთელი 2020 წლის ზაფხული დაჯავშნილი გვქონდა. თუმცა, გაზაფხულზე ყველა ტურისტმა გააუქმა ვიზიტი, რამაც სერიოზული ფინანსური ზარალი მოგვაყენა და ბევრი დროც დავკარგეთ იმისთვის, რომ გაგვეუმჯობესებინა სასტუმრო. ამის მიუხედავად, ოპერირება მხოლოდ მოკლე ვადებით შევწყვიტეთ, მაინც ავამუშავეთ სასტუმრო და მომავალს იმედიანად ვუყურებთ. გვიხარია, რომ ქართველ მომხმარებლებს აქვთ ინტერესი ჩვენთან ჩამოსვლის და ველოდებით, რომ მალე საერთაშორისო სტუმრებსაც ვუმასპინძლებთ.”

4 კოტეჯიდან ნებისმიერის დაჯავშნა Booking.com-ის საშუალებითაა შესაძლებელი, ან უფრო მარტივად შეგიძლიათ მათსავე Facebook ან Instagram გვერდზე მიწეროთ ან სულაც დაურეკოთ.

იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელებისგან მაქსიმალურად იყოთ დაცული და დასვენებაც მშვიდად გაატაროთ, გეტყვით, რომ ყველა სტუმარს უტარდება თერმოსკრინინგი, ხდება ზედაპირების რეგულარული დეზინფექცია და მუდმივად ნიავდება ოთახები. ასევე, ყველა ინსტრუქცია ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის. Landscapes Hotel-ის გუნდისთვის მნიშვნელოვანია სტუმრების მაქსიმალური უსაფრთხოება.

ხედი ყაზბეგში სასტუმრო სასტუმრო ყაზბეგში landscapes hotel

სასტუმროს გუნდისგან მალე კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გაიგებთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისის მიღებას შეძლებთ. თვალი ადევნეთ მათ სოციალურ ქსელებს და შემდეგი მოგზაურობის დაგეგმვა დაიწყეთ!

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...

5 საუკეთესო App მოგზაურობასას ახალი გამოცდილებებისთვის

იმისთვის რომ მოგზაურობა შედგეს, დღეს უკვე ბევრი რამ არ არის საჭირო. უკვე პრაქტიკულად საკმარისია გვქონდეს...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...