fbpx
1.8 C
Tbilisi
შაბათი, დეკემბერი 4, 2021

“ორი და“, რომელიც ჭიათურაში გიმასპინძლებთ

წასაკითხი დრო: 2 წუთი

თბილისში დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ წარმოშობით იმერეთიდან არიან „ორი და“ – ნინო და ნანა. პატარაობაში ზაფხულის ცხელ თვეებს ყოველთვის სოფელში, ბებია-ბაბუასთან ატარებდნენ და იქაურ საქმიანობაშიც მონაწილეობას იღებდნენ. უნივერსიტეტების დამთავრებისა და სამსახურიანთა რიგებში ჩადგომის შემდეგ ჭიათურაში გატარებული დღეების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, თუმცა, როგორც თვითონ ამბობენ, არასდროს განელებიათ ინტერესი სოფლისა და სოფლის ცხოვრების მიმართ.

დღეს,  „ორი და – Two sisters”  ჭიათურაში, სოფელ ითხვისში, იმერული სუფრით გიმასპინძლებთ და ქვევრის ღვინოსაც დაგაგემოვნებინებთ. სურვილის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო აქტივობებში ჩაგრთავენ, იმერული კერძების დამზადებას გასწავლიან, რთველში მონაწილეობას შემოგთავაზებენ.

ეზოში საკუთარი მცირე მარანი აქვთ და ამაყობენ იმით, რომ მათი საოჯახო ბიზნესი „ფერმიდან მაგიდაზე“ ფილოსოფიის მატარებელია – ყველაფერს ადგილობრივი, ოჯახში მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან ამზადებენ და დედის დახმარებით ნამდვილ „ჯადოქრობებს“ ჰქმნიან.

ამ ყველაფერს საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა, მაშინ, როცა ოჯახს გადამღები ჯგუფი ესტუმრა, რათა იმერული ტრადიციული სამზარეულო გაეშუქებინათ. შემდეგ გასტრონომიულ ჟურნალშიც გამოჩნდნენ. კერძებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  ამ ამბის პარალელურად, ერთ-ერთმა დამ – ნანამ – რამდენიმე თვე გერმანიაში გაატარა, სამშობლოში კი იქაური გამოცდილება და „რაიმეს კეთების“ სურვილი ჩამოიტანა.

თავდაპირველად ვლოგი შექმნეს, სადაც ღვინოსა და გასტრონომიული ტურიზმის ნაირსახეობებს ეხებოდნენ, სოფლის ყოფასა და იქაურების ცხოვრებას აღწერდნენ.

პანდემიის პერიოდში მათი სამზარეულო ადგილობრივი შეფების ყურადღების ქვეშ მოექცა, რაც გოგონებისთვისაც კარგი გამოცდილება გამოდგა და  ასე გაჩნდა „ორი და“, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ჭიათურაში, სოფელ ითხვისში გიმასპინძლებთ და დაუვიწყარ თავგადასავლებს ქალაქის ხმაურისგან შორს, მშვიდ გარემოში მოგიწყობთ.

მალე საოჯახო სასტუმროს ამუშავებასაც გეგმავენ და იმედი აქვთ ისე გაფართოვდებიან, რომ ერთ დღესაც სოფლის მოსახლეობისგან დასჭირდებათ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის შეძენა და მათი ტურისტულ აქტივობებში ჩართვა. უნდათ, რომ სოფელს ახალი სიცოცხლე შთაბერონ და სხვებსაც დაანახონ სოფლის ის პერსპექტივები, რომლებიც ახლა დაუფასებელი და ბუნდოვანია.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

გურია, გურული დაკა და თავისი „სკიჯის სახლი“

გურიაში გაიზარდა, ქუთაისში ისწავლა და დამთავრებისთანავე, კვლავ გურულ ფესვებს დაუბრუნდა. შემდეგ ბევრი რამე იყო: იყო...

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...