fbpx
17.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
Home Blog Page 3

10 ღია კაფე თბილისში

ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა, ცხოვრება მაინც გრძელდება, ახალი ადგილები იხსნება და ყველა ადაპტირდება მოცემულ სიტუაციასთან.

ამიტომ ჩვენ გთავაზობთ სტატიას: 10 ღია კაფე თბილისში, რომლსაც შეგიძლიათ ეწვიოთ, დატესტოთ და გაგვიზიაროთ რამდენად მოგეწონათ ჩვენი სია.

  1. Alubali. ალუბალი

ღია კაფე თბილისში

ღია კაფეები თბილისში

ეკალაძის ქუჩა 6, თბილსი.
ალუბალი არის ღია კაფე თბილისში უგემრიელესი სალათების დიდი არჩევანით ზაფხულის საღამოს გემრიელად გასატარებლად.

2. PinPon.Tbilisi

pinpon ღია კაფეები open cafes in Tbilisi PinPon

open cafes in Tbilisi

ლადო ასათიანი ქუჩა 13, თბილისი.
PinPon გთავაზობთ ყავას, მარტივ თუმცა ძალიან გემრიელ კერძებს, საავტორო კოქტეილებს, სასიამოვნო ატმოსფეროსა და სხვა მრავალს…

ნინიას ბაღი
open cafes in Tbilisi garden ღია კაფე თბილისში ნინიას ბაღი
დიმიტრი უზნაძის ქუჩა 97, თბილისი.

ქართული რესტორანი უალამაზესი ბაღითა და საინტერესო ისტორიით.

ღია კაფე თბილისშია
გარეთ დასაჯდომი კაფე

ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 54, თბილისი.
ბუტიკ Shop, რომელიც გვთავაზობთ სახლის დეკორის ნივთებს, საჩუქრებს,
მცენარეებს, ხელოვნების ნიმუშებსა და სხვადასხვა ცხოვრებისეულ ნივთს ქართველი ხელოსნებისა და დიზაინერებისგან, ამას დამატებული, ინტიმური ბაღი და კაფე, სადაც შეგიძლიათ მიირთვათ ბრანჩი.

5. Aprili 

ღია კაფე აპრილი

open cafe april

ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 59, თბილისი.
საინტარესო კონცეფციის მქონე ახალი ლოკაცია. აუცილებლად სანახავია.

6. Mutant Radio

ღია კაფე რადიო

 open cafes in Tbilisi mutant Radio mutant radio cafe

დიმიტრი უზნაძის ქუჩა 4.
მუტანტური რადიო არის მედია პლატფორმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა მიმართულებით: მიქსები, ინტერვიუები, საგანმანათლებლო გადაცემები, ცოცხალი წარმოდგენები და სადისკუსიო გადაცემები, რომლებიც ან პირდაპირ ეთერში გადადის, ან გადაღებულია და გადაიცემა მოგვიანებით.

7. შავი ლომი. Shavi Lomi 

Shavi Lomi Open cafes in Tbilisi

open cafes in Tbilisi შავი ლომი Shavi Lomi თბილიში ღია კაფეები

ქვლივიძის ქუჩა 30, თბილისი.
შავი ლომი არის ქართული კაფე-რესტორანი, სადაც არტიზანული გარემო და გემოების მრავალფეროვნება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. აუცილებლად სანახავია.

8. ZILLIco. ზილიკო

10 ღია კაფე თბილისში

10 ღია კაფე თბილისში 10 open cafes in Tbilisi

ბარნოვის ქუჩა 64, თბილისი.
სასიამოვნო გარემო, თანამედროვე ქართული კერძები და მრავალფეროვანი ღვინის ასორტიმენტი ღია ცის ქვეშ, შუაგულ თბილისში.

9. Cafe Littera. კაფე ლიტერა

10 ღია კაფე თბილისში 10 open cafes in Tbilisi

10 ღია კაფე თბილისში 10 open cafes in Tbilisi

მაჩაბელის ქუჩა 13, თბილისი.
ძველი თბილისის შუაგულში, კაფე მწერალთა სახლის ბაღში. დახვეწილი ევროპული სამზარეულო თანამედროვე ქართული კერძების შეხებით.

10. მაყაშვილებთან. Makashvilebtan

ღია კაფე თბილისში

მაყაშვი;ლებთან 10 ღია კაფე თბილისში

სიმონ კანდელაკის ქუჩა 19, თბილისი.
მაყაშვილებთან • Makashvilebtan , თავად მაყაშვილებისა და ერისთავების ისტორიულ სახლში, გუგა კოტეტიშვილის დიზაინით შექმნილი ოჯახური ტიპის ქართული რესტორანი.

 

თუ ეს სია მოგეწონათ შეგიძლიათ გაეცნოთ დამატებით სტატიას, ახალი და საინტერესო კონცეფციის მქონე კაფე-რესტორენების შესახებ საქართველოში.


გამორჩეული საოჯახო სასტუმროები თუშეთში

საოჯახო სასტუმრო თუშეთში

თუშეთი, როგორც ყოველთვის, წელსაც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამოგზაურო დანიშნულებაა. Საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მთებში ჩაფლული ეს გასაოცარი ზღაპარი გულგრილს არავის ტოვებს და უკან დაბრუნების დაუშრეტ სურვილს აღუძრავს თითოეულ მოგზაურს. თუშეთი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ისე კულტურით, არქიტექტურით, კულინარიით, ცხოვრების წესითა და ტრადიციებით.

თუშეთის უნიკალურობაზე ისიც მეტყველებს, რომ მთელი ეს მხარე დაცულ ლანდშაფტად არის გამოცხადებული თავისი უნიკალური ბუნებისა და კულტურის გამო. აქ მოგზაურობისას სანახავი ადგილების სია საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავია, თუმცა ეს სხვა დროისთვის იყოს, ახლა თუშეთში რამდენიმე განსაკუთრებულ ღამის გასათევ და კვების ობიექტს გაგაცნობთ.

 

  1. ცეცე და თინა, ქვემო ომალო

სასტუმრო „ცეცე“ მდებარეობს თუშეთში, ქვემო ომალოს მიმდებარედ სოფლიდან დაშორებულია დაახლოებით 2 კილომეტრით, და სულ რაღაც 500 მეტრით თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციასთან.

საოჯახო სასტუმრო თუშეთში ცეცე

სასტუმროს აქვს იდეალური მდებარეობა მათთვის, ვისაც სურს სრული განმარტოება თუშეთის ხელუხლებელი ბუნების წიაღში, ცხოველებსა და ფრინველებზე დაკვირვება თუ თუშური ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნება. უნიკალური ხედები 360° დაუვიწყარ სიმყუდროვესა და სიმშვიდის შეგრძნებას შეგიქმნით და დაუვიწყარს გახდის თქვენს დასვენებას თუშეთში.

საოჯახო სასტუმრო ცეცე

ცეცე განსაკუთრებული თავისი მასპინძლების გამოც არის – თინა, მთელ თუშეთში ყველსთვის განსაკუთრებით საყვალი ადამიანია და რაც არ უნდა დაგჭირდეთ, აუცილებლად დაგეხმარებათ. განსაკუთრებით დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით კი საცხენოსნო ტურებზე წაგიყვანთ და თუ რამე ეჭვები ჯერ კიდევ გქონდათ დარჩენილი, აუცილებლად იზრუნებს, რომ თუშეთი სამუდამოდ აღბეჭდოს თქვენს გონებაში, როგორც ჯადოსნური ადგილი. თინასთან ერთად ცეცეში მისი და ლილიც გიმასპინძლებთ და თუშური კულინარიის სხვადასხვა კერძებს არ მოგაკლებთ.

 

2. შინა, ზემო ომალო

შინა” ტრადიციული ტიპის სიპი ქვით ნაშენი სასტუმრო სახლია. ჩასულებს თუშური გარემო და კომფორტი დაგხვდებათ. სახლს აქვს დიდი რიკულებიანი აივანი, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი პეიზაჟები, მათ შორის ულამაზეს ციხე-ქალაქ კესელოზე. პირველ სართულზე განთავსებულია ფიქლითა და ხით მოპირკეთებული დასასვენებელი და სასადილო ოთახი, რომელიც გაფორმებულია ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებით. აქვეა ტრადიციული შუაცეცხლიც.

საოჯახო სასტუმრო თუშეთში

აქ თქვენი სტუმრობა თუშეთში ნამდვილად დაუვიწყარი იქნება. სასტუმრო სახლში „შინა“ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გემო გაუსინჯოთ შესანიშნავ კერძებს, რომლებსაც მხოლოდ თუშები, თანაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ამზადებენ.

 

3. ქეთო ბებო დართლოში

დართლოში ქეთო უნდა მოინახულოთ თავის საოჯახო სასტუმროში. ყოველთვის მომღიმარი, თბილი, კეთილი და ოდნავ სევდიანი თვალებით ქეთო მზადაა მთელი გულით გიმასპინძლოთ, ღამე ულამაზეს დართლოში გაგათენებინოთ და თანაც თუშური კერძების გაკეთება გასწავლოთ.

ისიც გახსოვდეთ, რომ ქეთოს ერთმანეთზე უფრო საინტერესო ისტორიები აქვს თუშეთის, ტრადიციების, კულტურის, ადამიანების და ზოგადად ცხოვრების შესახებ და ამიტომ, თუ მასთან დიალოგსაც გააბამთ, ბევრს საინტერესო და თქვენთვის ახალ ამბავსაც მოისმენთ.

 

4. მდინარეს რომ გადაივლით, ჯვარბოსელში “პოშოლი”

“პოშოლის” პანორამულ ოთახებში დარჩენაზე უარი არ უნდა თქვათ. ულამაზესი ხედების მქონე ამ საოჯახო სასტუმროში კომფორტი, სასიამოვნო მყუდრო გარემო და ტრადიციული თუშური კერძები დაგხვდებათ, ბევრი ტურისტიც.

საოჯახო სასტუმრო თუშეთში პანორამული ხედით

თუმცა, გაითვალისწინეთ, სოფელში მისასვლელად მდინარეზე მანქანით გადასვლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ამიტომ დარწმუნებული იყავით, რომ შესაბამისი ავტომობილით და გამოცდილებით ხართ.

 

5. მირგველა გომეწარისა და პირიქითი ალაზნის ხეობების გასაყარზე

“მირგველა” ზემო ომალოდან 3.5 კილომეტრის დაშორებით გორაზე დგას და ზემოდან გადმოჰყურებს ბუნებას. უზარმაზარ ეზოში რამდენიმე ხის კოტეჯი დგას, დასასველებლად და გასართობად კი ჰამაკები, ფანჩატური, მაგიდის ტენისი და ხის საქანელებია. იქვეა საბანაკე სივრცეც.

ეზოდან ევროპის უმაღლესი სოფელი ბოჭორნა ჩანს, გომეწრის ხეობა, კესელოს ციხე, ხახაბოს მთა და პირიქითის ხედი. მარტივად რომ ვთქვათ, მთელი თუშეთი მათ ხელის გულზეა.

საოჯახო სასტუმრო ომალო თუშეთში

6. გირევი

თუ თუშეთიდან ხევსურეთში ფეხით ან ცხენებით გადასვლას აპირებთ, გირევი თქვენთვის ბოლო გაჩერება იქნება თუშეთში, ამიტომაც აქაც გეტყვით, საოჯახო სასტუმრო “ნაკუდურთა” მოგეწონებათ. ნაკუდურთა პატარა საოჯაო სასტუმროა, კომფორტული ნომრებით, ლამაზი ეზოთი და, რა თქმა უნდა, ტრადიციული თუშური სამზარეულოთი.

საოჯახო სასტუმრო გირევში ნაკუდურთა

გირევთან სასაზღვრო პუნქტის გავლა მოგიწევთ ხევსურეთის გზაზე რეგისტრაციის გასავლელად და არ დაგავიწყდეთ, თორემ შუა გზიდან შეიძლება უკან გამოგაბრუნონ.

 

7. დაროს კულინარია, შენი სახლი შენაქოში

შენაქოში, ეკლესიის გვერდზე საოჯახო სასტუმრო “შენი სახლი” და მისი მასპინძელი დარო დაგხვდებათ. ლამაზი სახლი, დაუვიწყარი ბუნება, სუფთა ჰაერი – ეს ყველაფერი თავისთავად, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაროს კულინარია!

დაროს კერძებზე ლეგენდებს მთელ თუშეთში მოისმენთ და დაგვერწმუნეთ, რომ გასინჯავთ, მიხვდებით რატომაც. მისი შესაძლებლობები სამზარეულოში უსაზღვროა და არ აქვს მნიშვნელობა ყველაზე ძვირადღირებული ინგრედიენტები აქვს, თუ უბრალოდ რამდენიმე ბოსტნეული, კერძი მაინც გასაოცარი გამოსდის და თანაც ისეთი კომბინაციებით, აქამდე რომ ვერც წარმოიდგენდით.

საოჯახო სასტუმრო "შენი სახლი" თუშეთში დიკლო

სასადილო ოთახში კი არც მეტი, არც ნაკლები The Lumineers-ის ალბომის Cleopatra-ს ფირფიტა დაგხვდებათ კედელზე, მათივე ავტოგრაფით. საიდან და როგორ, დაროსთან მოიკითხეთ.

 

8. ჩაი უშარო

უშარო” თუშური მცენარეული ჩაის საოჯახო ბიზნესია, ამავე სახელით კი შენაქოში პატარა საოჯახო სასტუმროც დაგხვდებათ.

Usharo Tea Tusheti

უშაროს უძველესი ტრადიციით დამზადებული 5 სახეობის ჩაი აქვს: ბექთქონდარი, კრაზანა, დეკა, გვირილა და თავშავა. ყველა ჩაის თავისი უნიკალური თვისება აქვს და ჯანმრთელობისთვის კარგია, იმასაც კი დავამატებდით, რომ გუნება-განწყობასა და სულის სიმშვიდეზეც ზრუნავს. ჩაის ბალახი ყოველ დილით თუშეთის მთების კალთებიდან ხელით იკრიფება. ბალახებს სათითაოდ ჭრიან და არასოდეს გლეჯენ ან იღებენ ფესვიანად, რათა კვლავ გაიხაროს. Როგორც თვითონ ამბობენ, აფასებენ იმას, რასაც ბუნება აძლევს, ებყრობიან სიყვარულით და პატივისცემით. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა უშაროს ჩაი განსაკუთრებით გემრიელი.

 

პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ თუშეთში ტელეფონი ყველგან არ იჭერს და ხანდახან ჯობია ვათსაპის ან სხვა სოციალური ქსელების გამოყენებით ცადოთ დაკავშირება.

პ.პ.ს. არ გეგონოთ, რომ თუშეთში საოჯახო სასტუმროებისა და კაფეების სია ამით მთავრდება, თუმცა ამჯერად ეს იყოს. თვალი გვადევნეთ და კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გაგაცნობთ.



თუშეთი – შორეული მთების ფოტოგრაფია

თუშეთი

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და რამდენიმე სოფელს მოიცავს. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

ზემო ომალო, თუშეთი

Tusheti upper Omalo center

თუშეთი ზემო ომალო

თუშეთი ომალო Tusheti upper omalo კესელო თუშეთი Keselo Tusheti Upper Omalo
ზემო ომალო თუშეთი თუშეთი Tusheti
Tusheti ზემო ომალო თუშეთი კესელო კოშკი თუშეთი ომალო

 

დიკლო, ჩაღმათუშეთი, თუშეთი

დიკლო ცენტრი

დიკო ცენტრი თუშეთი

თუშეთი დიკლო მაღაზია Diklo Shop Diklo Tusheti Shop
Diklo center Tusheti დიკლო სათვალთავლო კოშკის ნანგრევები Diklo ruins of watchtower

Tusheti

დიკლო diklo

დიკლო მთები Diklo mountains
დიკლო ყველი

დიკლო თუშეთი

ყველა თუშეთი

 

შენაქო, ჩაღმათუშეთი, თუშეთი

შენაქო თუშეთი

Usharo Tea Tusheti უშარო ჩაი უშარო თუშეთი
თუშეთი ბექთქონდარი Tusheti road Shenako views Tusheti

Tusheti holly place old church

Tusheti

თუშეთი

პირიქითის ხეობა, თუშეთი

თუშეთი სალოცავებითუშეთი მიტოვებული სოფელი

Tusheti ruins თუში მხედარი
თუშეთი Tusheti pirikiti valley

Tusheti graveyard

Tusheti views

Tusheti Dartlo

Tusheti tea

Tusheti Sheeps

Tusheti Pirikiti Valley

Dartlo

Tusheti Dartlo

გომეწრის ხეობა, თუშეთი

Tusheti huts

Tusheti Gometsary valley

Tusheti far away mountain photography

Tusheti abandoned villages

გომეწრის ხეობა ხედები

გომეწრის ხეობა თუშეთი სასტუმრო

თუშეთი ხეობები თუშეთი თუშეთი გომეწარი

ჯვარბოსელი

თუშეთი გომეწრის ხეობა ჯვარბოსელი

დოღი

თუშეთი დოღი

თუშეთი დოღი

 

თუ მოგეწონათ თუშეთის ფოტოკრებული, გირჩევთ ასევე დაათვალიეროთ გურამ თიკანაძის მთის ფოტოგრაფიაც.



3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში

გამოფენა

ზაფხულის დადგომასთან ერთად ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდა, თუმცა გული გულობს და კულტურულ აქტივობებში ჩაბმის სურვილი მაინც არ ქრება. შესაბამისად გთავაზობთ:

3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში.

Gallery Artbeat

დღეს გალერეაში Artbeat გაიმართება ახალი ჯგუფური გამოფენის გახსნა_ “მე რო ლექსი დავწერე’.
მონაწილე ხელოვანები:
თეა გვეტაძე;
ანნა კ.ე.;
რუმს სტუდიო (ქეთი თოლორაია და ნატა ჯანბერიძე);
ნიკა ქუთათელაძე;
გიორგი ხანიაშვილი;
მამუკა ჯაფარიძე.
კურატორი: ნათია ბუკია.
“ეს გამოფენა პირველი პირადი დაკვირვება და მცდელობაა საკუთარი თანამედროვე ხელოვნებაში ქართული ‘ენის’ ძიებისა. მაგრამ იმის მაგივრად, რომ შედეგი პასუხს მოიცავდეს, ის უფრო კითხვების დასმაა. რამდენად საჭიროა, რომ თანამედროვე ხელოვნებას იდენტობა ჰქონდეს? და თუ საჭირო არ არის, რამდენად შეუძლია ხელოვანს ამ გავლენებს გაექცეს?” – ნათია ბუკია.
გამოფენის გახსნა: 24 ივნისი, 16:00-19:00
მისამართი: გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას 14, თბილისი.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია 24 ივნისიდან 5 სექტემბრის ჩათვლით.

Patara Gallery

პატარა გალერეა წარმოგიდგენთ KOSKA32 სოლო გამოფენას Flowing Subconscious.
მხატვარი ფსევდონიმ KOSKA32-ის სახელით გაიცნო საზოგადოებამ. მისი გრაფიტი წარწერით Koska, უთვალავი სხვადასხვა ფორმით, ფერთა კომბინაციითა და მდებარეობით მთელი თბილისის გარშემოა მიმოფანტული; მაგრამ koska-ს მხატვრობა ტილოზე ბევრისთვის უცნობია. სწორედ მის ფერწერულ ნამუშევრებს იხილავთ გამოფენაზე.
“ესაა სურეალისტური ნახატები, მაგიური ფერთა გამით, ნახატებში მილიარდი სხვადასხვა სიუჟეტი ვითარდება და მათი თვალიერება თვალისთვის მუდმივი თავგადასავალია.
Koska სიურეალიზმით და საერთოდ მხატვრობით, ბერლინში, სკოლის დამამთავრებელ კლასში დაინტერესდა, როცა მეგობრებითა და გარემოთი ინსპირირებულმა თვითგამოხატვის ახალი ფორმა აღმოაჩინა. ფორმა, რომელიც თავისუფალია დოგმატური გამოხატვის წესებისგან და კლასიკური მიდგომებისგან, და სადაც მთავარი საკუთარი ფიქრების დაჭერა და მათი ნდობაა.
Koska კინო რეჟისურაზე სწავლობს და დოკუმენტურ ფილმებს იღებს. სურეალისტური მხატვრობა და დოკუმენტური ფილმები, შეიძლება ითქვას, რადიკალურად განსხვავებული ორი სფეროა – ერთი საკუთარ შინაგან ხმას მიჰყვება, მეორე – სხვა ადამიანებზე, გარემოზე, მოვლენებზეა დამოკიდებული და პროცესი ბევრად უფრო დაგეგმილია. მიუხედავად ამისა, ორივე დოკუმენტაციაა – ერთი მხატვრის აზრების დინების და მეორე ფიზიკური რეალობის.
Koska-ს ტილოზე მუშაობის მანერა ფაქტიურად არ განსხვავდება კედელზე მუშაობისგან: ორივეგან მხატვარი ინტუიციას (თუ გინდა, – შინაგან ხმას) მიყვება და სიუჟეტს ხატვის პროცესში იგონებს, სწორედ აქედან მოდის გამოფენის სათაურიც.
მხატვრისთვის დღეს მთავარი გამოწვევაა გრაფიტის და ტილოზე მხატვრობის გაერთიანებაა, რასაც წარმატებით ახერხებს ბოლოდროინდელ გრაფიტიში, რომელიც უკვე ბევრად ფერწერულია და ტილოზე გამოსახულ სიუჯეტებსაც იზიარებს.
ის, რაც Koska32-ისთვის დამახასიათებელია, არის მუდმივი მოძრაობა: რომელიც ჩანს როგორც მისი ნახატებში, ასევე გრაფიტიშიც – იქნება ეს პირდაპირი მნიშვნელობით, თუ გადატანითი. მის ტილოებში დინამიკა სიუჟეტებში იგრძნობა, ხოლო გრაფიტი ქარიშხალივით ედება თბილისის ქუჩებს.”_ პატარა გალერეა
დასწრება ყოველთვის უფასოა

Art Gallery Vake- არტ გალერეა ვაკე

“ეს გამოფენა გასულ წელს პანდემიამდე დაიგეგმა და იმავე წლის ოცდასამ აპრილს ჩაინიშნა, თუმცა ხვავი მიზეზების გამო ჩაიშალა. შემდეგ ერთწლიანი რეგულაციების პირობებში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად “შიში”, ჩემი კიდევ უფრო ადრეული ნამუშევარი კი გამოხატავს შიშს, მაგრამ პანდემიამდე ეს რაღაც შეუცნობელის, თითქოს არაფრის, ამავე დროს ყველაფრის შიშს გადმოსცემდა მეგონა და კონკრეტული საწყისი იფარებოდა, რასაც პანდემიის დაწყებიდან ბინდის ფარდა აეხადა და უცნობი შოშის მოლოდინის, ერთგვარი წინასწარმეტყველური ფუნქცია დაიჩემა, რასაც მოჰყვა არსებული კონცეფციის რღვევა და ვინაიდან ჩემი სწრაფვა არა მხოლოდ გამოფენიდან გამოფენამდე, არამედ ნამუშევრიდან ნამუშევრამდე წინარეს მთლიანად დავიწყება და მომდევნოს ნულიდან დაწყებაა, ყოფილი ექსპოზიციიდან სულ რამდენიმე ნამუშევარი დარჩა ხელუხლებელი, რამდენიმეში დამატებითი დეტალებით შევედი, რამდენიმეს მთლიანად გადავახატე სულ სხვა თემა და რამდენიმე სრულიად ახალი იდეა ავისრულე. დამეთანხმებით ეს არ არის ადვილი საქმე, თუმცა იმდენად საინტერესო, დაუოკებელი ემოციები მეუფლებოდა, ერთმნიშვნელოვნად ისტერიაში გადაიზარდა და ძლიერ შემოქმედებითი, ვნებიანი წელიწადი გამომივიდა, რის გამოცაა სწორედ ამ გამოფენის სახელი ასე: “კოვიდ-ისტერია.”_ მ.

გამოფენა გაგრძელდება 9 დღე.
დასწრება თავისუფალია.

თუ გაქვთ სურვილი უფრო ისტორიული დღე მოიწყოთ და თანამედროვე ხელოვნების ნაცვლად, თვალი ძველს შეავლოთ, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიას ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შესახებ.



ვინტაჟური რესტორანი “სოფიასთან”: უჩვეულო თავგადასავალი ზუგდიდში

რესტორანი სოფიასთან

ტრადიციული მეგრული სამზარეულოსთვის ზუგდიდში რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი რესტორანია, მაგრამ თუ განსხვავებულ გარემოს და ახალ გემოებს ეძებთ, “სოფიასთან” სწორედ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. სოფიასთან სრულიად განსხვავებული მენიუა, რომელშიც თითქმის ყველა კერძი მასპინძლის პირადი რეცეპტებით არის შექმნილი და თითოეული მათგანი ერთმანეთზე უფრო გემრიელია. აქ ნივრის სიუსით მომზადებული ხინკალი, კეცზე გამომცხვარი ბოსტნეული, სალათები, ქათამი ნაღებსა და ყველის სოუსში და სხვა საინტერესო კერძები დაგხვდებათ. შეგიძლიათ ასევე ისიამოვნოთ ადგილზე გაკეთებული უგემრიელესი პიტნისა და ტარხუნის ლიმონათიც.

რესტორანი სოფიასთან

სოფიას გაცნობა საინტერესო დიალოგის დასაწყისია, თითქოს რომ ხვდები, რამდენად გასაოცარ ადგილას მოხვდი და რამდენად განსაკუთრებულ ადამიანებს შეხვდი, მაგრამ ჯერ რომ არ იცი, წინ კიდევ რამდენი რამ გელის, რაც გაგაოცებს. სოფია თვითონ წლების მანძილზე ინტერიერის დიზაინერად, ვინტაჟის მიმართულებით მუშაობდა. საკუთარი სივრცის შექმნის ერთ-ერთ მიზეზი კი ისიც გახდა, რომ თავისი შექმნილი ინტერიერი ერთხელაც საკუთარი მიზნებისთვისაც გამოეყენებინა. რესტორანს სოფიასთან ერთად მისი შვილი ნიკი და თავისი მეუღლე მარიამი მართავენ. ყველაფერი მათივე ხელითაა გაკეთებული და ალბათ ამიტომაცაა განსაკუთრებით სასიამოვნო და ლამაზი ადგილი.

სოფიასთან ზუგდიდში

სოფიასთან სტუმრობის კიდევ ერთი დიდი შთაბეჭდილება ის გარემოა, რაც კაფეში დაგხვდებათ. აქ ყველა ნივთს თავისი ისტორია და შინაარსი აქვს. ეტყობა, რომ ყველა დეტალზე საგულდაგოლოდაა ნაფიქრი, გული და სულია ჩადებული და თითოეული კუთხე სიყვარულითაა მოწყობილი. ზოგიერთი ნივთი საუკუნესაც ითვლის,  რესტორნის ჭურჭელი კი ნახევარ საუკუნესაა გადაცდენილი. კედელზე აფხაზეთიდან წამოღებული შპალიერის ნაწილი არის გაკრული, ოთახში 100 წლის წინანდელი ქართული ხალიჩაა დაგებული, კარადაში კი უძველესი ფაიფურის ჭურჭილი აწყვია, გვერდზე ზუგდიდის კერამიკის ქარხანაში დამზადებული ერთ-ერთი პირველი დოქი დევს.

ვინტაჟური კაფე ზუგდიდში ვინტაჟური კაფე ზუგდიდში

სოფია ერთ წინადადებაში მთელი ამ გასაოცარი ადგილის არსს გადმოსცემს: „მოსულ სტუმარს ვთავაზობთ მოგზაურობას მე-19-ე საუკუნეში, ვინტაჟურ საგამოფენო სივრცეში, შეხვერდას წარსულთან, უგემრილესს კერძებს და ხარისხიან მუსიკას.“ სივრცეში ასევე ხშირად იმართება სოფიას საავტორო ჩვენებები, ღონისძიებები და სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები.

არ გაგიკვირდებათ და მუსიკაც სასიამოვნო დაგხვდებათ სოფიასთან. გარემოსთან შესაბამისი, კერძებსაც რომ უხდება და ძვირფას ადამიანებთან ერთად გაცეკვების სურვილსაც რომ გაგიჩენს.

რესტორანი ზუგდიდში

მოვა დრო და „სოფიასთან“ სხვადასხვა ქალაქებშიც კი იხილავთ, სოფიას გეგმა გაზრდაა და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ასეც იქნება. თუმცა, სანამ მხოლოდ ზუგდიდში არიან, კონსტანტინე გამსახურდიას 130 ნომერი, კარგად დაიმახსოვრეთ! სოფიასთან 7 ივნისს გაიხსნა და შეგიძლიათ ეწვიოთ, აუცილებლად სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.

ვინტაჟური კაფე ზუგდიდში

კაფე რესტორანი ზუგდიდში

ზუგდიდში მოგზაურობისას ღამე დარჩენასაც თუ გადაწყვეთ, ჩვენ საოჯახო სასტუმრო “ტიბაშს” გაგაცნობთ, ადგილს, რომელიც თქვენს მეგრულ მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.



“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში

ტიბაშ ჰაუსი

irakli jikia tibash houseTibash House

სამეგრელოში, სოფელ დარჩელში, სულ ახლახანს გაიხსნა საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსი,“ რომელსაც ახალგაზრდა და ძალიან მონდომებული ირაკლი ჯიქია უძღვება საკუთარ ოჯახთან ერთად.
საოჯახო სასტუმრო „ტიბაშ ჰაუსის“ იდეის განხორციელება კი რეალობად USAID Zrda-ს საგრანტო კონკურსმა აქცია.

ტიბაშ ჰაუსი სულ 10-20 წუთის სამანქანო გზაზეა გამოკიდებული ანაკლიის სანაპიროსა და ზუგდიდს შორის. მარტივად რომ ითქვას, ცალი ფეხით სანაპიროზე ხარ, ცალით კი დედაქალაქში, სინამდვილეში კი სადღაც შუალედში ხარ, სადაც სუფთა ჰაერითა და დაუჯერებლად ამწვანებული პეიზაჟებით ტკბები.

თუმცა, რა თქმა უნდა „ტიბაშ ჰაუსის“ გული მაინც მისი მასპინძელი ირაკლია. 27 წლის ახალგაზრდა, რომელმაც მოკლე პერიოდში შეძლო საკუთარი თანამემამულეებისთვის მონდომების მაგალითი გამხდარიყო.

ტიბაშ ჰაუს

ამიტომ ყველაზე კარგად ამ ადგილის არსის შესახებ, სწორედ მისგან თუ მოვისმენთ.

“ტიბაშ ჰაუსი” – საოჯახო სასტუმრო და მეგრული ტრადიციები დარჩელში.

 

“მე ირაკლი ჯიქია ვარ, 4 წლისამ დავიწყე, 16 წლისამ კი დავამთავრე სკოლა და გავხდი ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. სწავლა იმავე უნივერსიტეტში განვაგრძე, როგორც მცირე ბიზნესის მაგისტრანტმა, პარალელურად კი, გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური.

სწავლის დასრულების შემდეგ მალევე ჩავაბარე საჯარო მოხელეთა გამოცდები და დავინიშნე სპეციალესტად ახალკახათის ადმინისტრაციულ, შემდგომში კი მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად.

დღეს ვმუშაობ ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდული პროგრამების მართვის და სტრატეგიული განვითარების განყოფილებაში, ასევე ვეწევი აკადემიურ მენეჯმენტს ა/ო „საერთაშორისო ბიზნეს სკოლაში.

ადგილობრივ უნივერსიტეტში განათლების მიღება ძალიან კარგი გადაწყვეტილება გამოდგა, ჩემი აქტიურობა ბევრისთვის სამაგალითო გახდა და შესაბამისად ამან ჩემთვის საინტერესო უკუკავშირიც გამოიღო.
ჩემი ასაკის მიუხედავად, საზოგადოებისგან საქმეში ვგრძნობ ნდობასა და პატივისცემას, რაც სტიმულს მაძლევს ვიყო მეტად ეფექტური.”

ირაკლი, როგორ გაჩნდა „ტიბაშ ჰაუსის“ გახსნის იდეა?
საქართველოს რეალობაში არსებობს ძალიან საინტერესო „დიდი სახლების სინდრომი.“
ჩვენც დიდი ოჯახი ვართ და როგორც ყველა სოფილის სახლში, ჩვენთანაც ბევრი ოთახო იყო, რომელსაც არასდროს ვიყენებდით. მე კი ყოველთვის მინდოდა შემექმნა მეგრული ფასეულობებით გაჯერებული სივრცე. ასე გაჩნდა საოჯახო სასტუმროს იდეაც და USAID Zrda- ს საგრანტო კონკურსის გამოჩენამ კი, ეს იდეაც რეალობად აქცია.
ტიბაში
რატომ სახელი „ტიბაშ ჰაუსი“?
ტიბაში მეგრული სიტყვაა, და მყუდროსა და თბილს ნიშნავს. შესაბამისად ჩვენთან მოსულ სტუმრებს, იქნებიან ესენი მეგობრები, წყვილები თუ ოჯახები, ვცდილობთ ძალიან მყუდრო და თბილი გარემო შევუქმნათ.

ვინ არიან „ტიბაშ ჰაუსის“ გუნდის წევრები?
ჩვენი საოჯახო სასტუმროს შექმნაში ძალიან დიდი გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ჩვენი ოჯახი, გრანტის გამცემი ხალხი და განმახორციელებლებიც. ყველა მათგანმა ისე შეიყვარა „ტიბაშ ჰაუსი,“ რომ საკუთრების გრძნობაც გაუჩნდათ, რამაც ძალიან გამახარა. გუნდის ყველა წევრს ლამის ოჯახის წევრად აღვიქვამ.



რით არის თქვენი საოჯახო სასტუმრო გამორჩეული?
ტიბაშ ჰაუსი რამოდენიმე ფაქტორით გამოირჩევა. ადგილი ახლოსაა ზღვასთან და არც მთების პოვნა გაგიჭირდებათ. ინტერიერი არის მყუდრო, ვცდილობთ სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტი მთელი თავისი ხიბლით იგრძნოს ჩვენმა სტუმარმა. გვყავს უამრავი შინაური ცხოველი და ფრინველი, მოგვყავს სხვადასხვა კულტურა, რომლის მოყვანის (დათესვა, გადარგვა, გასხვლა) პროცესში სტუმარსაც შეუძლია ჩართვა.

ტიბაშ ჰაუს

კონკრეტულად რას სთავაზობთ დამსვენებლებს?
გარდა სამი სრულად აღჭურვილი საძინებლისა და საბაშვო ოთახისა,
სტუმრებს ვთავაზობთ მასტერ კლასებს, პურისა და ხაჭაპურის გამოცხობას, ღომისა და გებჟალიას მომზადებას, ელარჯის ამოწელვას, ტურებს უახლოეს ღირსშესანიშნაობებზე, მცენარეთა ნიადაგის მომზადებას; მასტერკლასებს მაკიაჟის, ქსოვისა და სამკაულების კეთებასთან დაკაშირებით. ასევე გვაქვს მცირე კინოთეატრი და პლიუს ამას, დიდი, ძალიან დიდი ღია სივრცე. ჩვენს გესთჰაუსში თავისთვის საინტერესო საქმის პოვნას ყველა შეძლებს.

ტიბაშ ჰაუს ირაკლი ჯიქია

tibash house

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი გეგმაა ძირძველი მეგრული ტრადიციების აღორძინება. ასევე დიდი სურვილი გვაქვს ვიმუშავოთ მითოლოგიურ ტურიზმზე და ამ მხრივაც გამოვიყენოთ სამეგრელოს მდიდარი რესურსი.

ტიბაშ ჰაუსი

ტიბაშ ჰაუსის სტუმრობა მართლაც რომ ერთი სიამოვნებაა, ირაკლის მასპინძლობა და ეზოს ღვინო, მამიდების კულინარია, უშველებელი სივრცე და სასიამოვნო გარემო, ქმნის იდეალური დასვენების თაიგულს. ერთს რასაც კიდევ ჩვენგან დავამატებდი;

ასეთ ლოგინზე ჯერ არ გძინებიათ!

 



ციფრული ტექნოლოგიების მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში

ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში

ციფრული ტექონოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაზეც იქონია გავლენა. შეიცვალა როგორც ინფორმაციის გავრცელების წყაროები, ასევე დაგეგმვის პროცესი, ტურისტული პროდუქტი და სერვისები. გარდა იმისა, რომ ტურისტული პროდუქტი უფრო მრავალფეროვანი და მარტივად ხელმისაწვდომი გახდა, აჩქარდა მოგზაურობის დაგეგმვის ყველა ასპექტიც. ეს ცვლილება ერთი მხრივ დიდი შესაძლებლობების მომტანი აღოჩნდა ტურისტული ბიზნესებისა და დანიშნულებებისათვის და საშუალება მისცა მათ გაეზარდათ ცნობადობა უფრო დიდ ბაზარდზე. თუმცა, მეორემხრივ, გაიზარდა კონკურენცია და ბევრი მცირე ბეწარმისთვის გამოწვევად დარჩა ციფრული ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება და პოტენციალის ბოლოდმე გამოყენება.

ტურიზმის ინდუსტრია თავადაც არის დიდი ინფორმაციის წყარო და ამავდროულად თითქმის სასიცოცხლოდ სჭირდება ინფორმაცია. შესაბამისად, ციფრული ტექნოლოგიები უზარმაზარ როლს თამაშობს ტურისტული საქმიანობის ყოველდღიურ საქმეებში და მოიცავს მის თითქმის ყველა საფეხურს – მომხმარებელთან კომუნიკაციას, დაგეგმვას, დაჯავშნას, ბიზნესის მართვას და სხვა. 

 

კომუნიკაციები

თანამედროვე სამყაროში კომუნიაკციების ყველაზე მნიშვნელოვანი სიცრცე სოციალური პლატფორმებია და ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა მეილი, სოციალური ქსელები, ბლოგები. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა კონკრეტული დანიშნულებებისა თუ ბიზნესების შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის. სოციალურ პლატფორმებსვე იყენებენ ადამიანები სხვა მოგზაურების შეფასებების გასაგებად, მათუ გადაღებული ფოტოების სანახავად და რეკომენდაციების მოსასმენად, რაც ბოლო პერიოდში ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდაც კი ითვლება.

ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში

მოგზაურობის დაგეგმვა

მოგზაურობის დაგეგმვამაც უკვე აქტიურად გადაინაცვლა ციფრულ სამყაროში და ალბათ რთული წარმოსადგენია booking.com, airbnb.com, maps.google.com, expedia.com და მსგავსი პლატფორმების გარეშე მოგზაურობა. ადამიანები სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობენ თავის სურვილებზე მორგებული და განსხვავებული ტურები მოიწყონ და შესაბამისად მოგზაურობის დაგეგმვის ნაწილიც თავად წარმართონ. 

ციფრული პროდუქტები

ციფრული პროდუქტები ტურიზმის კიდევ ერთი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში გახდა პოპულარული და ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებას მოიცავს, როგორებიცაა 3დ რეალობა, ციფრული ტურისტული წიგნები, ონლაინ მენიუები და სხვადასხვა სამოგზაურო აპლიკაციები. ასევე შეიცვალა ტურისტული გიდების სერვისებიც და მათაც აქტიურად დაიწყეს თავიანთ საქმიანობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება.

ბიზნესის მართვა

არანაკლებ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ციფრულ ტექნოლოგიებს ტურისტული ბიზნესების მართვის პროცესებში. კომპანიები სულ უფრო და უფრო აქტიურად იყენებენ სასტურმოსა თუ რესტორნების ციფრული მართვის პლატფორმებს, ონლიან ბანკის სერვისებს, მომწოდებლებთან კომუნიკაციისთვის ციფრულ არხებს და საკუთარი ბიზნესების მარკეტინგისთვის ონლაინ სივრცეებს.

ტურისტული სექტორი, რომელიც წარმატებით ახერხებს ციფრული ტექნოლოგიების ათვისებასა და აქტიურად გამოყენებას, უფრო დიდი ალბათობით მიაღწევს წარმატებას და დაიმკვიდრებს თავს კონკურენტულ ბაზარზე, მიაწვდის მოგზაურებს დახვეწილ პროდუქტს და მაღალი ხარისხის სერვისს. სწორედ ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმში დასაქმებული ადამიანები ფლობდნენ ციფრულ უნარებს და გააჩნდეთ მათი ეფექტურად გამოყენების ცოდნა. 

 

I•change – გააციფრულე საქართველო

საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა გუგლის რუკების გამოყენება რჩება.  

თორნიკე ჯობავა, ორგანიზაცია „აის“ დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი:

თონიკე ჯობავა

„არსებობს უამრავი ადგილი (რესტორანი, პარკი, საცხობი, სილამაზის სალონი, საოჯახო სასტუმრო, აფთიაქი, მუზეუმი, ბიბლიოთეკა, ატრაქციონი, ციხე თუ კულტურული ძეგლი) რომელიც არ არის აღნიშნული Google Map-ზე ან აღნიშნულია შეცდომით (არასწორი პინი, მისამართი, ინფორმაცია და სხვა). უამრავი ადგილი არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას, როგორიც არის შესასვლელის აღმნიშვნელი ნიშანი, ფოტოები (ინტერიერი, ექსტერიერი), სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა, რამაც უნდა უბიძგოს ადამიანს ვიზიტისკენ. გარდა ამისა, რუკაზე დატანილია უამრავი ცრუ და უსარგებლო ინფორმაცია, მეტწილად რუსულ ენაზე, რომელიც არამხოლოდ აბნევს მოგზაურებს, არამედ აზიანებს ეროვნულ ინტერესებსაც.“

სწორედ ამიტომ, ორგანიზაცია „აიმ“ USAID Zrda-ს მხარდაჭერით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, პროექტი „გააციფრულე საქართველო“ დაიწყო, რომელიც კამპანია გუგლი ტურიზმისთვის ფარგლებში ხორცილედება. პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინეტრესებულ ადამიანს, ჩაერთოს პროგრამაში, ისწავლონ უფრო მეტი გუგლის ციფრული ხელსაწყოების შესახებ, როგორიც არის Google Maps, Google My Business, Google Site და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები ტურიზმის განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში Google-ს მიერ გადამზადებული ციფრული მოხალისეები, მოგზაურობენ საქართველოს რეგიონებში და ამზადებენ ციფრულ მისიონერებს, რათა გააციფრულონ თავიანთი სოფელი, ქალაქი და რეგიონი.

გუგლის რუკა

პირველ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში 17 მუნიციპალიტეტი დაიფარა: კასპი, გორი, ხაშური, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ახალციხე, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, მარნეული, ბოლნისი, წალკა, ახმეტა, ქარელი. უახლოეს მომავალში კი კიდევ უფრო მეტი მუნიციპალიტეტის გაციფრულებაა დაგეგმილი.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.idigitize.ge | www.facebook.com/ichange.ge

 

 

 

Buhalis, D. & Amaranggana, A. (2014). Smart Tourism Destinations. In Xiang, Z. & Tussyadiah, I. (Eds.), Information and Communication Technologies in Tourism 2014, pp. 553-564. Heidelberg, Germany: Springer.

Buhalis, D & Law, R. (2008). Progress in information technology and tourism management: 20 years on and 10 years after the Internet—The state of eTourism research. Tourism Management, 29, 609- 623.

Chaffey, D. (2009). E-Business and E-Commerce Management: Strategy, Implementation, and Practice, 4th Edition, Chapter 8. Edinburgh: Pearson Education Limited.

Dredge, D., Phi, G., Mahadevan, R., Meehan, E. & Popescu, E.S. (2018) Digitalisation in Tourism: In- depth analysis of challenges and opportunities. Low Value procedure GRO-SME-17-C-091-A for Executive Agency for Small and Medium-sized Enterprises (EASME) Virtual Tourism Observatory. Aalborg University, Copenhagen.

Gretzel, Ulrike & Werthner, H. & Koo, Chulmo & Lamsfus, Carlos. (2015). Conceptual foundations for understanding smart tourism ecosystems. Computers in Human Behavior. 50.10.1016/j.chb.2015.03.043.

Lamsfus, Carlos & Martín Del Canto, David & Alzua-Sorzabal, Aurkene & Torres-Mnzanera, Emilio. (2015). Smart Tourism Destinations: An Extended Conception of Smart Cities Focusing on Human Mobility. 10.1007/978-3-319-14343-9_27. 

Leung, R., Law, R. (2007). Information technology publications in leading tourism journals: A study of 1985 to 2004. Information Technology & Tourism 9(2), 133-144.



მყუდრო ხის კოტეჯები საქართველოში

ხის კოტეჯები

საქართველოში დასვენების და მოგზაურობის დასაგეგმად ბევრი სხვადახვა და მრავალფეროვანი ადგილი არსებობს. ასევე ბევრია ღამის გასათევი და კვების ობიექტებიც და ნებისმიერ მოგზაურს შეუძლია როგორც 5 ვარსკვლავიანი, ასევე შედარებით იაფიანი საოჯახო ტიპის სასტუმროები შეარჩიოს. ერთ-ერთი ახალი საყვარელი ღამის გასათევი ადგილი წლევანდელი მოგზაურობის სეზონზე ხის კოტეჯებია, სადაც ადამიანები სიმყუდროვეს, ლამაზ გარემოს და კომფორტს ეძებენ.

ასეთი ტიპის კოტეჯები უმეტესად 2-5 ადგილიანი, ბუნებაში ჩაფლულია და ზღაპრულ სამყაროს ქმნის დამსვენებლებისთის.

გაგაცნობთ 10 ხის კოტეჯს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

  1. Hilltop Batumi, Ajara

 

View this post on Instagram

 

A post shared by Hilltop Batumi (@hilltopbatumi)

2. Tree Tops Sabaduri

3. Wooden Huts in Mestia, Svaneti

4. Paradiso Mestia, Svaneti

5. Bude Mestia, Svaneti

 

View this post on Instagram

 

A post shared by Bude (@bude_mestia)

6. Lake House Sioni

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lake House Sioni (@lake_house_sionii)

7. Cottage Tsivtskhala in Racha

8. Teo’s Cottages, Dedoplistskaro

9. Sadme at Sioni Lake

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sadme Cottages (@sadme_cottages)

10. Fringe Cabins in Racha

თუ კოტეჯებში მოგზაურობა გაინტერესებთ, დაათვალიერეთ მთებში შეფენილი სხვა საოცარი კოტეჯები.



გორიჯვრის 4 ექსტრემალური ველო ბილიკი X ანა ნადირაძე

ანა ნადირაძე გორიჯვრის ველო ბილიკები

გორი ველომოყვარულებისთვის საკმაოდ მიმზიდველი ადგილია, გარშემო ბევრი საინტერესო ბილიკი და ადგილია, სადაც შეგიძლია იმოგზაურო ან ექსტრემალური მარშრუტებით შეიგრძნო ადრენალინი.

დღეს თქვენი მეგზური ამ თავგადასავალში ანა ნადირაძე იქნება და გორიჯვრის 4 სხვადასხვა ველო ბილიკის შესახებ მოგიყვებათ.
ველოსიპედის
პირველი,

ვისაც უფრო ექსტრემალური დაშვება, ხტომა, კიბეებიდან ჩამოსვლა და მსგავსი ტიპის ექსტრემალური აქტივობები იზიდავს, მათთვისაა.

გორიჯვრის სათავგადასავლო ბილიკი, MTB ბილიკი, რომელსაც სამანქანო გზაც უდგება. თქვენ შეგიძლიათ გორიჯვრამდე ახვიდეთ მანქანით ან გაიაროთ აღმართები, იქიდან უნდა გადახვიდეთ კაკლებში და დაეშვათ სადგურის დასახლებამდე. კაკლებს ეძახიან ადგილს, სადაც ბევრი სიმწვანეა და საპიკნიკოდაც იდეალური ადგილია. კაკლებიდან გადის ვიწრო ბილიკი, რომელიც ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის და ბილიკებში სწორედ ამიტომ არ შედის, თუმცა საინტერესო იმითაა, რომ ტექნიკურად მარტივი მისადგომია. როგორც უკვე აღვნიშნე, სამანქანო გზა უდგება, როგორც დასაწყისს ასევე დასასრულსაც.
მარშრუტი საინტერესო კიდევ იმითაა, რომ იმეორებს ბუნებრივ ბილიკს და არ არის ადამიანების მიერ რაიმე სახით შეცვლილი, ანუ ავთენტური გარემოა და სწორედ ესაა ამ ბილიკის ღირებულებაც. აღმოსავლეთის მშრალი ჰავა კი ხელს უწყობს რომ ბილიკი სულ აქტიური იყოს.

ველო ბილიკი კაკლებში

ბილიკი არის სრულიად გრუნტიანი, შეძლებთ აკრიფოთ დიდი სიჩქარე, გააკეთოთ “ტრიუკები”. დამწყებებს ვურჩევდი, რომ პირველ ჯერზე მცოდნე ადმიანებთან ერთად დაეშვას, რომლებიც ურჩევენ, რომელ მონაკვეთზე რა სიჩქარით უნდა გადავიდეს და სად იყოს ფრთხილად. ზოგადად კი რაც უფრო მეტჯერ ეშვები ამ ბილიკიდან, მით უფრო გემატება გამბედაობა და მეტ ადრენალინს იღებ ამ პროცესისგან.

ამ ბილიკისთვის დაგჭირდებათ ქროს ქანთრი / ენდურო ველოსიპედი.

სათავგადასავლო ბილიკი ჯამში არის 3 კილომეტრი.

 

მეორე,

შედარებით უფრო რთული ბილიკი არის ასევე კაკლებიდან სადგურის დასახლებამდე. თუმცა ამ ბილიკამდე მისასვლელად უნდა ახვიდეთ კაკლების კიდევ უფრო მაღლა, პაკის წყაროსთან.

ველოსიპედის გზები

ეს ველო ბილიკი არის უფრო გრძელი და ბევრად უფრო რთული გზა. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სამანქანო გზა არის ძალიან ცუდი, მხოლოდ კარგი საოფროუდე მანქანები თუ შეძლებენ ასვლას. ძირითადად მოგიწევთ ველოსიპედის სულ ხელით ‘თრევა’ აღმართზე და ბოლოს ისევ დაეშვებით კაკლების ბილიკიდან. თუმცა ეს ბილიკი საინტერესოა იმით, რომ იმეორებს საქართველოს რუკას.

გორიჯვრის ველო ბილიკები
თუმცა, ამ ადგილს უფრო ხშირად რეცხავს წყალი ვიდრე კაკლების ბილიკს. წვიმაში და ტალახში ძალიან გაგიჭირდებათ დაშვება, რადგან ორივე მხრიდან ჩაღრმავებულ კიდეებზე ვერ ივლით, გზის შუაში კი ხეები და წვიმისგან ჩამოტანილი სხვა დაბრკოლებები შეგიშლით ხელს.

ამ ბილიკზე დიდი სიჩქარის აკრეფვაც შეგიძლიათ.

ეს სათავგადასავლო ბილიკი ჯამში დაახლოებით 5 კილომეტრი არის.

 

მესამე, 

მესამე არის კიდევ უფრო საინტერესო მიმართულება. თქვენ ისიამოვნებთ არა მარტო ექსტრემალური დაშვებით, არამედ დაათვალიერებთ ლამაზ და მშვენიერ ბუნებას. თუმცა, ეს გზა არის ბევრად უფრო დიდ მანძილიანი და საინტერესო. გზა არის სატყეო გრუნტიანი. მარშრუტი იწყება სოფელ წედისიდან, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან, სამანქანო გზით აუყვება აღმართს წედისის ციხემდე.

წედისი გორი
თენგო ცერცვაძე

ერთ-ერთი ძველი ნაგებობა, რომელიც გზად შეგხვდებათ და გირჩევთ აუცილებლად შეიაროთ. იქვე არის ეკლესია, რომელიც თავისი სიძველით და საუკუნოვანი ისტორიით ძალიან საინტერესოა. წედისის ციხიდან იშლება პანორამული ხედები – მდინარე ათრევასა და ტანას ხეობებზე. ეს ადგილი საინტერესოა იმითაც, რომ გორის მუნიციპალიტეტის სამხრეთის ნაწილი ჩანს ამ ადგილიდან. წედისის ციხიდან 500 მეტრში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ლომისის ნიში, საიდანაც ჩანს პანორამული ხედი ქალაქ გორზე, მუნიციპლაიტეტის ჩრდილოეთ ნაწილზე, კავკასიონის ხედზე და კარგი ამინდის შემთხვევაში შეიძლება ცხონვალის დანახვაც.
იქვე დაინახავთ ერთგვარ თავშესაფარს, რომელიც ფოთლებით გადაფარულია და შიგნით დგას სკამებიც. შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი, ან დალიოთ ლუდები, ისაუბროთ, ითამაშოთ. არის ვაკე ადგილი გაშლილი ფართობი, ხოლო თუ თოვლს შეესწარით ფიფქების ფონზე საუცხოო პეიზაჟი იქმნება. შემდგომ ეს გზაც კაკლებში გადადის და იქიდან დაეშვებით სადგურის დასახლებამდე.

ამ მარშრუტზე ჯობია ახვიდეთ ქროს ქანთრი / ენდურო ველოსიპედით.

წედისის ეს ველო ბილიკი დაახლოებით 10-12 კილომეტრია.

 

და მეოთხე,

ასევე ძალიან ძალიან საინტერესო არის გზა უფლისციხისკენ. გზა იწყება კვერნაკის ქედზე, გორის ცენტრალური სასაფლაოდან და მიემართება უფლისციხის ნაკრძალისკენ.

გზა არის მთლიანად გრუნტიანი. არ გვხვდება ხეები, დრო და დრო გხვდება ბედლენდების მაგვარი და ქვიშაქვიანი ქანები. უმეტესად არის ქარიანი. ძლიერი წვიმების შემთხვევაში რეკომენდირებულია დაელოდოთ 2-3 დღე რომ გაშრეს ტალახი.ველო ბილიკები უფლისციხემდე

გაითვალისწინეთ, რომ ეს გზა არ არის ექსტრემალური, არ არის დასაშვები ადგილები, ან თუ არის მცირე დახრილობით. ეს გზა საინტერესო არის უფრო იმით, რომ შედარებით გრძელია და შეგრძნება გაქვს თითქოს უდაბნოში დადიხარ. ამგვარ ქანებთან შეგიძლია საინტერესო პანორამები გადაიღო. გზად შეგხვდებათ გადასახვევი ნადარბაზევის ტბისკენ, რომელიც შედარებით უფრო გრძელია.

აღსანიშნავია, რომ გზად ასევე შეგვხვდება მეცხვარეების ქოხები და ცხვრის სადგომები, რომელიც საჭიროებს ყურადღებას, რადგან ხშირ შემთხვევაში ყარაულობენ მეცხვარე ძაღლები. ამ შემთხვევაში უნდა ჩამოხვიდეთ ველოსიპედიდან, დაიჭიროთ ველოსიპედი ძაღლის მხარეს და ფეხით გაუყვეთ გზას.

სანამ ნაკრძალთან მიხვალ, არის ძველი უფლისციხის ნამოსახლარი, სოფლის სახლისა და სხვადასხვა დაწესებულებები ნანგრევები. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ აქაა გადაღებულია მხატვრული ფილმი მაგდანას ლურჯა.

 

სასაფლაოდან უფლისციხემდე არის დაახლოებით 8 კილომენტრი. უკან კი შეგიძლიათ წამოხვიდეთ ტრასით, რომელიც დაახლოებით 14 კილომეტრია.

 

გაითვალისწინეთ, რომ ქართლში არის თიხა მიწა, შესაბამისად, წვიმისას ან თოვლისას მთელი ტალახი ბორბლებზე გეკრობა და ძალიან დამტანჯველი ხდება ბილიკების გავლა, ამიტომ ჯობია ამინდი წინასწარ შეარჩიოთ, რომ  თქვენი ველო თავგადასავლით ბოლომდე ისიამოვნოთ.

 

თავგადასავლების ძიებაში წაიკითხეთ სტატია “4 დაუვიწყარი სათავგადასავლო ექსტრემალური აქტივობა საქართველოში“.



რა ვნახო გორში სტალინის მუზეუმის გარდა?

გორის მემორიალი
holidaysingeorgia.com

გორი ბევრი თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვანი ქალაქია საქართველოსთვის და მათ შორის საინტერესო მოგზაურებისთვის. გორის ხსენებისას ტურისტების უმეტესობას პირველი სტალინის მუზეუმი ახსენდება, მაგრამ გორი ამ მუზეუმზე ბევრად უფრო მეტია და ბევრს სხვა ნაკლებად ნაცნობ, მაგრამ არანაკლებად შთამბეჭდავ ადგილებს სთავაზობს მოგზაურებს.

 

მაშ ასე, დავიწყოთ

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქში გორის ციხე და ქართველ მებრძოლთა მემორიალია. ქალაქის ცენტრში გორაზე ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი ციხე-სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით, ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ესაზღვრება, სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. 1920 წლის მიწისძვრამ გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა.

გორის ციხე
Georgian Travel Guide

გორის ციხის ძირში არანაკლებ საინტერესო ქართველ მებრძოლთა მემორიალია. წრიულად მჯდარი 8 მებრძოლი ქანდაკების ავტორი მოქანდაკე გოგი ოჩიაურია. როგორც ამბობენ, წრეზე დამსხდარი მეომრები 8 ძმა ხერხეულიძე არიან, მეცხრე ძმა კი თავად შენ, ამ მემორიალის მაყურებელი ხარ. მემორიალის ქვემოთ კი ეკლესიის ბაღი დაგხვდებათ, სადაც ჩრდილში გასეირნება და სიმწვანეში დროის გატარება შეგიძლიათ. როგორც ამბობენ, ეს გორელი ახალგაზრდების შეკრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილიცაა.

გორის მებრძოლთა მემორიალი
Reinis Fischer

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ამ ქალაქში ჩამოსვლისას, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია. სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეს მუზეუმი 1935 დაარსდა და 48 000-მდე ექსპონატს იტევს. მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია. განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავია მუზეუმის მონეტების კოლექცია.

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი
droa.ge

გორის ქუჩებში სეირნობაც თავისმხრივ საინტერესო და სასიამოვნოა, ციხის ქვემოთ ქუჩებს თუ გაუყვებით გორის შედარებით ძველ ნაწილს დაათვალიერებთ. შენობების ნაწილი შედარებით თანამედროვედ რესტრავრირებულია, ნაწილს კი უფრო ავთენტური სახე აქვს შენარჩუნებული. შეგიძლიათ დაათვალიეროთ გორის თეატრი, ღვთისმშობლის ტაძარი, გზად რამდენიმე პატარა კაფესაც ჩაუაროთ და ყავა დალიოთ. სეირნობისას აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ ბევრ კაფეს სტალინის ქუჩაზე ფრანგული სახელი აქვს – ,,Champs – Elysees”, ,,L’avenue” და სხვა. თუ რატომ, ამის შესახებ საიდუმლოს კაფის მეპატრონები თუ გაგანდობენ მხოლოდ. გემრიელად მიირთმევთ “შინ და გორში” და “კაფე 22”-შიც. აუცილებლად უნდა გასინჯოთ გორის ცნობილი კატლეტიც. გორის ცენტრისკენ კი ქალაქის ყოველდღიურობა შეგიძლიათ ნახოთ, ის, რაც თითქოს ყველასთვის ჩვეულებრივია, მაღაზიები, კაფეები, პატარა ჯიხურები, უნივერსიტეტი, ბანკი, იუსტიციის სახლი, თეატრი, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ამ შენობების კედლებზე ისტორიის ძალიან მძიმე ნაწილს შეამჩნევთ. გორის კედლებს ჯერ კიდევ ეტყობა 2008 წლის ომის კვალი.

გორში ომის კვალი

ამ ყველაფრის შემდეგ თუ მაინც, მაინცდამაინც, მოგინდათ სტაილნის მუზეუმის ნახვა, #32 სტალინის გამზირზე შეგიძლიათ მიაკითხოთ და ნახოთ სტალინის ნივთები, მისი სამუშაო სივრცე, სტალინის ვაგონი, ბიუსტები, სკულპტურები და მოისმინოთ ისტორია მის შესახებ.

 

გარდა ქალაქში საინტერესო ადგილებისა, გორი თავისი შემოგარენითაც ცნობილი და საინტერესოა სამოგზაუროდ. ისტორიული უფლისციხის კომპლექსი და ატენის სიონი გორიდან მხოლოდ 20-30 წუთის სამანქანო გზაზეა. მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია ამ ადგილებში 1 დღიანი ტურის დეტალების შესახებ.



ახალი სტატიები

- Advertisement -

Mostbet: Spor ve Casino Bahisleri Türkiye’de Giriş, Kayıt ve İndirme İmkanı

ContentOyunun sonucuSiteye nasıl kaydolabilirim?Mostbet’ten promosyon koduMobil uygulama var mı?Mostbet şirketi nedir?Mostbet’te Bahis Yapabileceğiniz Popüler Ligler ve TurnuvalarOnlayn kazino MostbetKişisel Alan MostbetMostbet Türkiye – slotlar...

Mostbet Türkiye: Resmi Site, Kayıt, Bonus 5 673 Giriş yapmak

ContentSiteye nasıl kaydolabilirim?MostBet-də təqdim olunan bonuslar və promo-aksiyalar (MostBet бонус)Mostbet-də necə qeydiyyatdan keçmək olar?MostBet Azərbaycan bukmeker kontoru haqqında ümumi baxış-icmal Информация от компаний БакуMostbet...

Mostbet Turkey resmi sitesi

ContentMostbet yeni adresi: Site engellenirse ne yapabilirsinizMostbet Kumarhanesi Hakkında Temel BilgilerTL bonusumu nasıl aktifleştirebilirim?Kumar Ve Eğlence Portalının Bonus PolitikasıMostbet için iletişim ve teknik destekMostbet'te...