fbpx
16 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021

პარაპლანით ფრენა, როგორც სამყაროს მოსმენა და საკუთარი თავის გაცნობა

წასაკითხი დრო: 4 წუთი
რა შეგრძნებაა პარაპლანით ფრენა?

სინამდვილეში, ესე დაწყებული კითხვა ვინც არ უნდა მოისმონოს – ‘რა შეგრძნებაა’ და შემდეგ როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს კითხვა, უკვე გამოწვევის წინაშე აყენებს მოპასუხეს. 

შეგრძნებებზე ლაპარაკი რთულია ხოლმე სიტყვებით. ამ შემთხვევაში, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება ბავშვობის, მაგრამ, აუცილებლად ყველას ოცნებაზე მიწევს მოვყვე, რომელიც ჩემთვის ახდენილია. 

რთულია ადამიანს მოუყვე კბილის ტკივილზე, როცა მას ჯერ არასოდეს ტკიებია კბილი. 

პარაგლაიდინგი

დაახლოებით ესეთი რამეა ფრენა. ვერცერთ გამოცდილებას შეადარებ. დაწყებული ნეოდან დამთავრებული ვიჟენთან, ფრენა ბევრნაირი გვინახავს ეკრანებზე. აი რა უნდა იყოს პარაპლანიო ვიღაცამ გაიფიქროს შეიძლება. მერწმუნეთ, თქვენს ფანტაზიაში რომ გიფიქრიათ, ალბათ ისეთი სასიამოვნო იქნება ფრენაო, აი მაგაზე ძალიან ბევრჯერ კარგი რამ არის სინამდვილეში პარაპლანით ფრენა.

გუგლით ხომ მაინც ბევრი გვიმოგზაურია, ბევრი ისეთი რამ გვინახავს, რის რეალურად ნახვასაც ალბათ ერთი სიცოცხლე შეიძლება არც ეყოს. იმის თქმა მინდა, რომ ყველამ ვიცით როგორი ლამაზია დედამიწა. უბრალოდ, ვიცით ფოტოებიდან, – მხოლოდ ვხედავთ; ვიცით თვითმფრინავიდან, აქაც მხოლოდ ვხედავთ და ისიც, ზოგჯერ, ძრავი გვიშლის ხელს. 

პარაპლანით ფრენა

სინამდვილეში, ჩვენ, ადამიანებს სიამოვნების მიღება ხედვის გარდა კიდევ სხვა ყველა შეგრძნების ორგანოებითაც შეგვიძლია. ხოდა ზუსტად ამიტომ, ფრენისას იმდენად ყველაფერი ჩართულია პროცესში, რომ ყველაფერს გრძნობ. ერთი დიდი პროცესის, ლოგოსის ნაწილი ხარ და ყველაზე კომფორტული დამკვირვებლის პოზიციიდან უყურებ ყველაფერს. მაგ დროს ყველაზე პატარა ადგილს იკავებ სამყაროში და ეს ყველაზე მეტ სიამოვნებას გჩუქნის. 

ფრენა სამყაროს მოსმენა და საკუთარი თავის გაცნობაა

უცხო პლანეტელებს რომ სამყაროს ტალღებად აღმქმელი რადარი აქვთ, მაგ რადარზე არ ჩანხარ. ეს ხომ ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს, ამაზე გაცილებით კარგია. მაგრამ, გარდა ამ ლაზერებიანი აფორიზმებისა, მაგ რადარზე იმიტომ არ ჩანხარ, რომ შენ ისედაც არ შეგიძლია ამ ტალღებზე გავლენა მოახდინო. მთაში ყოფნას ჰგავს ეს ყველაფერი. ანუ, შენ რომ დახელოვნდები ფრთის მართვაში,- კიბორგი როცა გახდები ფრთით (აი როგორც სნოუბორდით ტრევის რაისი), მერე უკვე იძულებული ხარ სამყაროს მოუსმინო. 

პარაპლანი საქართველოში

სინამდვილეში, ყველა სპორტში, და მათ შორის პარაპლანით ფრენაში დახელოვნება ნიშნავს საკუთარი თავის სხვა მდგომარეობაში გაცნობას და მერე ამოწურვას. იმიტომ რომ შენი, როგორც ადამიანის შესაძლებლობები საზღვრულია; შენი, როგორც ადამიანი ფრთით – კიბორგის შესაძლებლობებიც საზღვრულია და მერე იძულებული ხარ აყვე ამ წესრიგს, – თუ კი, ცხადია, იცი როგორ უნდა ქნა ეგ. ამ წესრიგში ცვლილებების შემოტანას როგორც კი ეცდები, იმწამსვე გამოვარდები ამ წესრიგიდან. ზოგადად სპორტსმენი ადამიანები და ექსტრემალური სპორტის მიმდევრები ყველაზე ახლოს მაგიტომაც არიან სამყაროსთან, რომ იძულებულები არიან მოუსნმინონ, გაიგონ და საკუთარი თავი აღიქვან ამ სამყაროსთან მიმართებაში. 

ხოდა ეს სამყაროსთან დიალოგი, მოგეხსენებათ, სიტყვებით არ ხდება,- მხოლოდ ჩვენი შეგრძნებებით. როგორც უკვე აღვნიშნე, რთულია კბილის ტკივილზე მოყოლა, როცა კბილი არ გტკიებია. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ზოგი გაცვეთილი ფრაზა გაცვეთილი იმიტომაა, რომ სიმართლეა,- ხოდა, ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი მარათლა სჯობს. დამიჯერეთ. 

ვინ ვარ მე და რატომ მინდა ვიფრინო?

თორნიკე თავხელიძე

მე როგორ მივაგენი ფრენას? რეალურად, სულ მიგნებული მქონდა. ზემოთ რომ ძრავი ვაძაგე, ხელს გვიშლის-მეთქი, მაგ თვითმფრინავის პილოტი მინდოდა გავმხდარიყავი, თუმცა, ეგ ამბავი არ გამოვიდა,- შენგან მარტო ავიაინჟინერი დადგებაო. ეგრე კიდე, ხომ გითხარით, არ გამოვიდოდა. ჩემ ნაცვლად სხვების ფრენაზე როგორ მეზრუნა. გვიან, მაგრამ მაინც მოვაგენი ფრენას და აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება პილოტობა კი არა, თურმე, ეს შეგრძნება მინდოდა, პარაპლანით ფრენისას რომ მავსებს როგორღაც. 

შეიძლება ამიტომ იყოს ჩემთვის უფრო სენსიტიური რამ ფრენა. თუმცა, იმის დაჯერება ძალიან გამიჭირდება, რომ ვინმეს ცხოვრებაში, ვინც დაფრინავს, ფრენა ცოტა ადგილს იკავებს. ფრენას სჭირდება რამდენიმე რაღაც და ძალიან მუშურ-გლეხურად რომ გითხრათ, ესენია: მთა, ანუ დაღმართი – ვერტიკალური ვარდნა უნდა არსებობდეს; შესაბამისი მიმართულების ქარი (სახის ქარში სტარატავ ამ ვერტიკალური ვარდნის მთიდან); ბავშვობაში (ალბათ, ახლაც) რომ ცაში აფეთქებულ ღრუბლებში სილუეტებს ვაკვირდებოდით ხოლმე, ზუსტად ეგეთი აფეთქებული ღრუბლები ცაში, აქა-იქ რომ მაგის ხარჯზეა მაღლა და დიდხნს რომ დაფრინავ და რაც ყველაზე მთავარია – ეს არის ცოდნა. 

თქვენ ვერ მოისმენთ, რომ მანქანას ბორბალი მოტყდა და ავარია მოხდა, ან თუ გაიგებთ, ამგვარი ავარიების ხვედრითი წილი ძალიან ცოტაა,- როგორც წესი, ადამიანია დამნაშავე. ფრენაშიც ესეა. ფრენაშიც ესეა კიარა ფრენაშია ესე და მანქანების შემთხვევაში-ც ესეა. 

და ბოლოს, თქვენც შეგიძლიათ იფრინოთ

საქართველოში საფრენად საკმაო მრავალფეროვნებაა, დაწყებული დედოფლისწყაროდან, ყვარელი, საგარეჯო, რუსთავი, თბილისის ზღვა, გუდაური, ყაზბეგი, სვანეთი, გონიოში ზღვაზე… CloudBase Paragliding კლუბის ბიჭებმა (და ანუ ჩემმა მასწავლებლებმა) პირველად წელს იფრინეს კიდევ გომს მთაზე და თან, ისე, ასათვისებელი ადგილებიც ბევრია. 50-ზე მეტი სასტარტოა ამ ეტაპზე საქართველოში მიგნებული, ოღონდ, ზოგი არახელსაყრელია მოყვარულისთვის ან საერთოდაც მგზავრისთვის. საქართველოში ახლა არის ბუმი ფაქტობრივად. ანუ,- ძალიან ბევრი დამწყები და ცოტა პროფესიონალი. მაშინ, როცა, რამდენიმე წლის წინ, თურმე თითქმის მხოლოდ პროფესიონალები იყვნენ ცაში. ინტერესი რომ დიდია, ყალიბდება კლუბები, სადაც თავიანთ ადგილს პოულობენ პოლოტები და ასე ინერგება და ვრცელდება ფრენის კულტურა ჩვენთან. 

cloudbase paragliding

მგზავრად ფრენას მხოლოდ სურვილი და cloudbase_ის ფეიჯზე მიწერა სჭირდება და უტკბესი ხალხი დაუვიწყარ სიამოვნებას გისახსოვრებთ. მეტიც, ამ სიამოვნებვას როგორ იღბთ, მაგ ვიდეოსაც გაგატანენ სახლში. ამ პილოტებზე თავს ვდებ და მაგიტომ, თორემ, გასაქანი ბევრია, ფრენის თვალსაზრისით. ფრენის სწავლასაც, ახლა რომ ვფიქრობ, მხოლოდ სურვილი სჭირდება და ამ შემთხვევაში Georgian Paragliding Federation-ს უნდა მიმართოთ, სადაც რამდენიმდე დეკადა ფრენის გამოცდილების მქონე ადამიანები შეასწავლიან ფრენას. 

კოვიდუსაფრხოებას რაც შეეხება, ფრენა არანაირად არ ქმნის საშიშროებას, მეტადრე, ზამთარში, როცა თვალებზე საასრიალო სათვალე გვიკეთია, და პირზე ბაფები და ქურთუკები, ხელებზე ხელთათმანები. სხვა ფრთებთან 2 მეტრიან დისტანციას თუ არ დაიცავ, ვერ მოხდება კარგი ამბავი ისედაც. ასე რომ, თავი არასოდეს შეიზღუდოთ. 

დავამატებდი იმას, რომ გოგლა ლეონიძე მართალი იყო და ახლა მე მარტო ზღვაზე უხიდობა და ადამიანებში უსამართლობა მაფიქრებს, თორემ, ცას დიდად არც სჭირდება კიბე. იმიტომ, რომ ფრთებს ვინც მოინდომებს, შეუძლია, რომ არ აკლდეს.

ავტორი: თორნიკე თავხელიძე

 

ცაში აფრენამდე კი, თუ მძაფრი ემოციების მიღება მიწაზე გსურთ, ზამთრის სეზონზე სკიტურებზე წასვლა და მთის მწვერვალებიდან დაშვება შეგიძლიათ.

სრიალი საბაგიროების გარეშე: სკიტური საქართველოში

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...

13 სამოგზაურო ექაუნთი, რომელიც უნდა ნახოთ

2020 წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი, ჩვენთვის, პრაქტიკულად ერთადერთი მოგზაურობის წყარო გახდა. ახლა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...