საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ შორის იშვიათი სახეობისაც. საქარველოში უმეტესად გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, გარეული ღორი, კურდღელი, ციყვი, ხოლო მტაცებლები: მურა დათვი, მგელი, შაშვი, მაჩვი, ფოცხვერი, გარეული კატა და მელა. მაღალმთიანი ფაუნა უკეთ არის დაცული დიდიკავკასიონის მთებში.
2020 წლის მდგომარეობით, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 793,351 ჰა–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. საქართველოში ახლა 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 40 ბუნების ძეგლი, 23 აღკვეთილი და 3 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა.
ცხოველები ხშირად ხვდებიან ხოლმე ფოტოგრაფებისა თუ დაცული ტერიტორიების ფოტოხაფანგების ობიექტივში. დაათვალიერეთ საქართველოს ბუნებაში ბინადარი ცხოველები და ფრინველები.
პატარა ზარმაც ბელს დედა დათვი დაჭერობანას თამაშით მიარბენინებს აღმართზე.
ადგილი: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ენას უყოფს ფოტო ხაფანგს.. ირემი.
ადგილი: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
მცირე თოლიების სამხარი პალიასტომის ტბაზე შემოდგომის თბილ დღეს.
ადგილი: კოლხეთის ეროვნული პარკი
ფოტო: გიორგი ხარბედია
თურმე ზამთარში დედოფალას იგივე სინდიოფალას შეფერილობა თეთრია, ხოლო ზაფხულში ყავისფერი ხდება.
ადგილი: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
ფოტო: ზაური ხაჩიძე
ნიამორების ოჯახიც მოხვდა ფოტო ხაფანგში.
ნიამორები ბინადრობენ ჯგუფურად და თავშესაფრად იყენებენ კლდეს, ტყესა და კლდის გამოქვაბულებს
ნიამორი წითელი ნუსხის სახეობაა, რომელიც გლობალურად მოწყვლადია, ხოლო ეროვნულ დონეზე გადაშენების საფრთხის წინაშე იმყოფება.
ადგილი: ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
შველი ხეებს შორის იჭყიტება.
ადგილი: თბილისის ეროვნული პარკი
ფოტო: Nika Kerdikoshvili
ტყის კატა ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახიდანაა. ის კარგად დაცოცავს ხეებზე, იკვებება მღრღნელებითა და ფრინველებით.
ტყის კატა გავრცელებულია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, შუა და ცენტრალურ აზიაში. ეს კონკრეტული კი მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების დაცულ ტერიტორიებზე იქნა დაფიქსირებული.
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ვაშლოვანის ეროვნული პარკი ორბებისა და სვავების თავშეყრის უცვლელი ადგილია.
ადგილი: ვაშლოვანის ეროვნული პარკი
ფოტო: Vajiko Kochiashvili
შვლის სელფი ფოტოხაფანგში.
ადგილი: კინტრიშის დაცული ტერიტორიები
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო
გაზაფხულის ფერებში შემოსილი კვირიონი.
ადგილი: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
ფოტო: ხატია ბასილაშვილი