fbpx
21.5 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 22, 2021

რა ვნახო გორში სტალინის მუზეუმის გარდა?

წასაკითხი დრო: 3 წუთი

გორი ბევრი თვალსაზრისით საინტერესო და მნიშვნელოვანი ქალაქია საქართველოსთვის და მათ შორის საინტერესო მოგზაურებისთვის. გორის ხსენებისას ტურისტების უმეტესობას პირველი სტალინის მუზეუმი ახსენდება, მაგრამ გორი ამ მუზეუმზე ბევრად უფრო მეტია და ბევრს სხვა ნაკლებად ნაცნობ, მაგრამ არანაკლებად შთამბეჭდავ ადგილებს სთავაზობს მოგზაურებს.

 

მაშ ასე, დავიწყოთ

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქში გორის ციხე და ქართველ მებრძოლთა მემორიალია. ქალაქის ცენტრში გორაზე ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი ციხე-სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა. გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენდა. დღევანდელი სახე ციხემ 1774 წელს მიიღო, როდესაც იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ციხესიმაგრე ნაგებია რიყის ქვით, ადრინდელ ფენებში თლილი ქვაა ნახმარი. გეგმით ოვალურ ციტადელს დასავლეთიდან შედარებით უკეთ შემონახული ნაწილი — „ცხრაკარა“ ესაზღვრება, სამხრეთით და აღმოსავლეთით დამხმარე გალავნებია. ციხესიმაგრის თავდაპირველი შესასვლელი არ ჩანს. სამხრეთი კედლის შუაში მოთავსებულია გვიანდელი ხანისკამაროვანი ჭიშკარი. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში პატარა ეკლესიის ნანგრევებია. ციხეს ჰქონდა გვირაბი წყლის ამოსაზიდად და წყალსაცავი. 1920 წლის მიწისძვრამ გორის ციხე მნიშვნელოვნად დააზიანა.

გორის ციხე
Georgian Travel Guide

გორის ციხის ძირში არანაკლებ საინტერესო ქართველ მებრძოლთა მემორიალია. წრიულად მჯდარი 8 მებრძოლი ქანდაკების ავტორი მოქანდაკე გოგი ოჩიაურია. როგორც ამბობენ, წრეზე დამსხდარი მეომრები 8 ძმა ხერხეულიძე არიან, მეცხრე ძმა კი თავად შენ, ამ მემორიალის მაყურებელი ხარ. მემორიალის ქვემოთ კი ეკლესიის ბაღი დაგხვდებათ, სადაც ჩრდილში გასეირნება და სიმწვანეში დროის გატარება შეგიძლიათ. როგორც ამბობენ, ეს გორელი ახალგაზრდების შეკრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილიცაა.

გორის მებრძოლთა მემორიალი
Reinis Fischer

კიდევ ერთი ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ამ ქალაქში ჩამოსვლისას, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია. სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეს მუზეუმი 1935 დაარსდა და 48 000-მდე ექსპონატს იტევს. მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია. განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავია მუზეუმის მონეტების კოლექცია.

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი
droa.ge

გორის ქუჩებში სეირნობაც თავისმხრივ საინტერესო და სასიამოვნოა, ციხის ქვემოთ ქუჩებს თუ გაუყვებით გორის შედარებით ძველ ნაწილს დაათვალიერებთ. შენობების ნაწილი შედარებით თანამედროვედ რესტრავრირებულია, ნაწილს კი უფრო ავთენტური სახე აქვს შენარჩუნებული. შეგიძლიათ დაათვალიეროთ გორის თეატრი, ღვთისმშობლის ტაძარი, გზად რამდენიმე პატარა კაფესაც ჩაუაროთ და ყავა დალიოთ. სეირნობისას აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ ბევრ კაფეს სტალინის ქუჩაზე ფრანგული სახელი აქვს – ,,Champs – Elysees”, ,,L’avenue” და სხვა. თუ რატომ, ამის შესახებ საიდუმლოს კაფის მეპატრონები თუ გაგანდობენ მხოლოდ. გემრიელად მიირთმევთ “შინ და გორში” და “კაფე 22”-შიც. აუცილებლად უნდა გასინჯოთ გორის ცნობილი კატლეტიც. გორის ცენტრისკენ კი ქალაქის ყოველდღიურობა შეგიძლიათ ნახოთ, ის, რაც თითქოს ყველასთვის ჩვეულებრივია, მაღაზიები, კაფეები, პატარა ჯიხურები, უნივერსიტეტი, ბანკი, იუსტიციის სახლი, თეატრი, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ამ შენობების კედლებზე ისტორიის ძალიან მძიმე ნაწილს შეამჩნევთ. გორის კედლებს ჯერ კიდევ ეტყობა 2008 წლის ომის კვალი.

გორში ომის კვალი

ამ ყველაფრის შემდეგ თუ მაინც, მაინცდამაინც, მოგინდათ სტაილნის მუზეუმის ნახვა, #32 სტალინის გამზირზე შეგიძლიათ მიაკითხოთ და ნახოთ სტალინის ნივთები, მისი სამუშაო სივრცე, სტალინის ვაგონი, ბიუსტები, სკულპტურები და მოისმინოთ ისტორია მის შესახებ.

 

გარდა ქალაქში საინტერესო ადგილებისა, გორი თავისი შემოგარენითაც ცნობილი და საინტერესოა სამოგზაუროდ. ისტორიული უფლისციხის კომპლექსი და ატენის სიონი გორიდან მხოლოდ 20-30 წუთის სამანქანო გზაზეა. მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი სტატია ამ ადგილებში 1 დღიანი ტურის დეტალების შესახებ.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...

10 ღია კაფე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა ჩვენი საზაფხულო თავგადასავლები შემდეგი წლისთვის გადადო და დასვენების საზღვრები საგრძნობლად შეამცირა,...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

Traveling Den – “სასტუმრო”, რომელსაც ყველგან თან ატარებ

რამდენი სივრცე და ადგილი: ტბა თუ ტყე, ბობოქარი მდინარე თუ სოფლის მშვიდი ღელე, აზვირთებული მთები...

სასტუმრო ალისმერეთი – დასვენება მთაზე ხედით

„სასტუმრო ალისმერეთი,“ სოფელი ალისმერეთი, იმერეთის მხარეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ნერგეთის თემში მდებარეობს. სასტუმრო ალისმერეთი როგორც სივრცე ქალბატონმა...

1 დღიანი მოგზაურობები ბათუმთან ახლოს

ზაფხულის ცხელ დღეებს ბევრი ადამიანი ბათუმში ან მის გარშემო სხვადასხვა ზღვისპირა ადგილებში ატარებს. მზე, ზღვა...