fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, იანვარი 26, 2021

რატომ უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი მოგზაურობისას

წასაკითხი დრო: 3 წუთი

მზეს ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა დიდი დოზით არაფერი ვარგა, მათ შორის მზეც. სწორედ ამიტომაც გამოიგონეს მზისგან დამცავი, რომლის მთავარი ფუნქციაც მზის ულტრაიისფერი სხივებისგან კანის დაფარვაა. ჭარბად მზის სხივის მიღებას, რამდენიმე უარყოფითი ეფექტი აქვს ადამიანის კანზე, ესენია: დამწვრობა, დაბერება და კანის სიმსივნე.

დამცავი

დედამიწამდე აღწევს სულ ორი ტიპის ულტრაიიფსერი სხივი, UVA (Ultra Violet A) გრძელი სხივი და UVB (Ultra Violet B) მოკლე სხივი. ისინი ზემოქმედბენ კანში ქრომოფორებზე: ჰემოგლობინსა და მელანინზე. ჩვენ ვიცით, რომ UVB სხივის სიგრძე მხოლოდ კანის ზედაპირამდე სწვდება და ზემოქმედებს მის წვაზე, UVA სხივის სიგრძე კი კანში ღრმად აღწევს და ხელს უწყობს კანის გარუჯვას, დაბერებას და სიმსივნის გაჩენას.

მზე

ჩნდება კთხვა, როგორ იცავს მზისგან დამცავი კანს ულტრაიისფერი სხივებისგან?!
არსებობს დამცავის ორი ძირიტადი ტიპი: ფიზიკური და ქიმიური ბლოკატორები.
ფიზიკური ბლოკატორი ირეკლავს სხივს და წარმოქმნის ბარიერს. თუ გარუჯვისას შეგიმჩნევიათ ადამიანი, რომელსაც ცხვირზე თეთრი მაზის სქელი ფენა აქვს გადასმული, მაშინ იცით რაზეც არის საუბარი. ქიმიური ბლოკატორები შთანთქავენ მზის სხივებს. თუმცა მისი მზისგან დამცავობის უნარი სწრაფადვე ქრება და მაზის თავიდან წასმა ხდება საჭირო. ასეთი მაზები ძირითად შემთხვევაში გამჭვირვალეა.

მზისგან

დამცავი გამოიყენება მაშინაც საჭიროა, როცა გარუჯვას და დიდი ხანი მზეზე ყოფნას არ აპირებთ, რადგან დღის მანძილზე მზე მაინც ზემოქმედებს ჩვენს კანზე. მართალია, მუქი ფერის კანის მქონე ადამიანები უკეთესად ირუჯებიან და ნაკლებად იწვებიან, თუმცა UVB – ს შემთხვევაში ისინიც დაუცველები არიან. ექვს თვემდე ასაკის ბავშვები კი, როგორც წესი მზეზე არც გაჰყავთ ხოლმე, ვინაიდან მათი მზისგან დამცავი მექანიზმი არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული და სრულყოფილად არ ფუნქციონირებს.

დამცავი მზისგან

მზისგან დამცავი საშუალებები, იცავს კანს სამივე ტიპის კიბოს გაჩენისგან, ესენია: ბაზალური უჯრედების კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და მელანომა. ყოველდღიურობაში, ადამიანის უჯრედებში ყალიბდებიან მუტაციები და არასწორი წარმონაქმნები, რომელსაც უჯრედშიდა მექანიზმივე აგვარებს. მაგრამ ულტრაიისფერი სხივის წარმოქმნილ მუტაციას შეიძლება უჯრედშიდა მექანიზმი ვერც მოერიოს, შესაბამისად კი გაჩნდეს სიმსივნური წარმონაქნი, რომლეიც გაიზრდება და უკონტორლო გახდება. ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ამ პროცესს ადამიანი, კანის ზედაპირზე ვერც კი ხედავს.

დამცავი

თუ ეს არ არის საკმარისი მიზეზი დამცავის გამოსაყენებლად, ესთეტიკური მიზეზებიც არსებობს: კანის ნაადრევი დაბერება და ნაოჭების წარმოქმნა. მზის ქრონიკული ზემოქმედების შედეგად, კანი კარგავს ელასტიურობას, რის გამოც ის ნაოჭდება და იწელება.

რეკომენდებულია, მზისგან დამცავის ყოველდღიური გამოყენება, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მოხმარება დიდი ხნით მზეზე ან თოვლში ყოფნისას.
წყალი და ყინული ირაკლავს მზის სხივს და აძლიერებს მის ზემოქმედებას კანზე.

მზისგან

დამცავის გამოყენება უმჯობესია 15-30 წთ-ით ადრე შენობიდან გასვლამდე და კიდევ ერთხელ გასვლისთანავე, ამის შემდეგ საჭიროა დამცავის ყოველ ორ – სამ საათში ერთხელ გამოყენება საუკეთესო შედეგისთვის.

მოერიდეთ მზეს დღის 10 საათიდან, 4 საათამდე.

სახის კანისთვის საუკეთესო დამცავი შეიცავს მინიმუმ 30-იან SPF-ს (Sun Protection Factor) და არის წყალგამძლე. ეს არის მსუბუქი დამატენიანებელი ყოველდღიური გამოყენებისათვის.

მზ

გაიგეთ მეტი სკიტურით სრიალის შესახებ და არ დაგავიწყდეთ თან მზის დამცავის წაღება.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...

5 საუკეთესო App მოგზაურობასას ახალი გამოცდილებებისთვის

იმისთვის რომ მოგზაურობა შედგეს, დღეს უკვე ბევრი რამ არ არის საჭირო. უკვე პრაქტიკულად საკმარისია გვქონდეს...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

7 რჩევა, როგორ გადავიღოთ უკეთესი ფოტოები მოგზაურობისას

როგორც წესი, მოგზარობისას გვინდა ხოლმე ყველაფერი დავაფიქსიროთ იმისთვის, რომ ჩვენი მოგონებები და ემოციები ერთ კადრში...

ტესტი: რამდენად კარგად შეგიძლია საქართველოს უცხო ადგილების ამოცნობა ფოტოებით?

ფოტოები: Tripadvisor, Wikipedia, Georgia Travel, Taste Georgia, National Parks of Georgia, Mountain Resorts of Georgia,...

კაფე “რვას +1” – ახალგაზრდული კაფე ოზურგეთში

კაფე „რვას+1“ მდებარეობს ოზურგეთში, გურიაში და არის ერთადერთი ლიტერატურული კაფე, რომელიც სოციალური საწარმოა. ეს ადგილი...