fbpx
16 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 14, 2021

საახალწლო საჩუქრები მოგზაურებისთვის

წასაკითხი დრო: 4 წუთი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შეკითხვა, რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანებს. საჩუქრის არჩევა ხანდახან ძალიან რთული პროცესია, მოფიქრება კი დიდ დროს მოითხოვს. დიდი ალბათობით, თქვენც ბევრჯერ გიფიქრიათ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს რას აჩუქებდით, მაგრამ საჩუქრის ყიდვის მოახლოებასთან ერთად თითქოს ყველა იდეა სადღაც ქრება და ყველაზე ახლო და საყვარელი ადამიანისთვის საინტერესო საჩუქრის შერჩევა წარმოუდგენელ პროცესად გადაიქცევა ხოლმე. განსაკუთრებული საჩუქრები მოგზაურებისთვის კი კიდევ უფრო რთული რამაა.

თუ ადამიანს, ვისთვისაც საჩუქრის შერჩევას აპირებთ, მოგზაურობა უყვარს, მაშინ ჩვენ დაგეხმარებით. ნახეთ 10 ნივთი, რაც ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, ვინც დაუსრულებლად აქეთ-იქით დახეტიალობს და მათი მოგზაურობების განუყრელი ნაწილი გახდება.

 

  1. მრავალჯერადი წყლის ბოთლი ან თერმოსი ჭიქა

საჩუქრად ბოთლი

მოგზაურობისას მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ წყლის დალევა და რადგანაც ამ დროს ადამიანი ხშირად გადაადგილდება, მრავალჯერადი წყლის ბოთლის თან წაღება საუკეთესო გამოსავალია. მას, ვისაც ამ ნივთს აჩუქებთ, წყალი შეეძლება ნებისმიერ ადგილას აავსოს და შიგნით სხვადასხვა ხილი ან ციტრუსი ჩაყაროს. ასე ბუნებასაც გაუფრთხილდება და ლამაზი ბოთლიც ექნება.

ზამთრის პერიოდში ცხელი სითხესთვის საჩუქრად თერმოსი ჭიქა შეგიძლიათ იყიდოთ. თუ სახლიდან გასვლის წინ ჩაის, ყავას ან სულაც ცხელ შოკოლადს ჩაისხამენ, მოგზაურობასაც თბილად დაიწყებენ.

 

  1. სამოგზაურო ძილის ნაკრები

ძილის ნაკრები საჩუქრად

მათ, ვინც ძილის პროცესს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, შეგიძლიათ „ძილის ნაკრები“ აჩუქოთ, რომელსაც თან ატარებენ ხოლმე. ნაკრების გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. რამდენიმე რამ, რასაც ჩვენც გირჩევთ, თვალებზე გასაკეთებელი ნიღაბი, აბრეშუმის თმის რეზინა, ხალათი და პიჟამოა.

 

  1. კარაბინი

კარაბინი მოგზაურობისთვის

თქვენს მოგზაურ მეგობარს ლაშქრობაში სიარული თუ უყვარს ან უფრო სპორტული ადამიანია, კარაბინი აუცილებლად გაუხარდება. კარგი კარაბინი ზედმეტი არასოდესაა და ვინც ამ ნივთს იყენებს, მისი ფასიც ნამდვილად იცის. ლაშქრობისა და სპროტრული აღჭურვილობის მაღაზიებში ბევრნაირ კარაბინს ნახავთ და ინტერესებიდან გამომდინარე სასურველ მოდელსაც მარტივად შეარჩევთ.

 

  1. დღიური

საჩუქრები მოგზაურებისთვის

თუ იმ ადამიანს, ვისი გახარებაც გსურთ, ჩანაწერების გაკეთება ან ხატვა უყვარს, დღიური მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქნება. თუ ამ საქმეს ცოტა დროს დაუთმობთ და რამდენიმე საკანცელარიო მაღაზიას მოივლით, აუცილებლად იპოვით ლამაზ დღიურს. შეეცედეთ წინასწარ განსაზღვროთ რისთვის შეიძლება ადამიანმა დღიური გამოიყენოს და ამის მიხედვით შეარჩიეთ – ცარიელ ფურცლებიანი, დანაყოფებიანი, კალენდრიანი თუ სპეციალურად სამოგზაურო კოლაჟების გასაკეთებელი.

 

  1. პოლაროიდის ალბომი

პოლაროიდის ალბომი

პოლაროიდის აპარატით ფოტოების გადაღება რამდენიმე წლის წინ ისევ პოპულარული გახდა და ასეთი აპარატიც თითქმის ყველა სამეგობროში აქვს რომელიმე მეგობარს. თუ ის, ვისთვის საჩუქარს არჩევთ, ფოტოებს იღებს, ან აგროვებს, შეგიძლიათ ლამაზი პოლაროიდების ალბომი აჩუქოთ თავისი ფოტოების ერთად შესანახად.

 

  1. სავარჯიშო ნაკრები

სავარჯიშო ნაკრები

რომელიმე მეგობარი ისეთიც გეყოლებათ, ვარჯიში რომ ძალიან უყვარს. ასეთ ადამიანს კი შეგიძლიათ სავარჯიშო ნაკრები აჩუქოთ, რომლის ჩანთაში ჩატევას და ყველგან წაღებას მარტივად შეძლებს. ეს შეიძლება იყოს სავარჯიშო ტანსაცმელი, ელასტიური ქამარი ან პატარა ლენტები, პატარა ჰანტელები, სახტუნაო ან კოჭის სიმძიმეები.

 

  1. ჰუდი ან თბილი შარვალი

ჰუდი საჩუქრები მოგზაურებისთვის

ზამთარში მოგზაურობის მოყვარულთათვის დიდი ფუმფულა ჰუდი ან ასეთივე სპორტული შარვალი ერთ-ერთი ყველაზე საყავრელი ნივთია. ამიტომაც, თამამად შეგიძლიათ საჩუქრად რომელიმე მათგანი იყიდოთ.

 

  1. სახის გამწმენდი და დამატენიანებელი

სახის მოვლა საჩუქრები

მოგზაურობისას ადამიანები თავის მოვლას ნაკლებ დროს უთმობენ ხოლმე, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სახე იგივენაირად ჭუჭყიანდება დღის განმავლობაში როგორც ყოველთვის და მოვლაც ისეთივე სჭირდება. ამიტომ, მოგზაურ მეგობრებს შეგიძლიათ სახის გამწმენდი სითხე აჩუქოთ. ასე მოგზაურობისას დღის განმავლობაში სახეზე დაგროვილი ჭუჭყის გაწმენდას შეძლებენ. კარგი საჩუქარი შეიძლება დამატენიანებელი დღის კრემიც იყოს, რომელიც SPF-ს შეიცავს. მოგზაურობისას ხშირად გარე სივრეში ყოფნისას სახის კანი მზეზე ხვდება, ამიტომ დატენიანება და დაცვა მნიშვნელოვანია.

 

  1. პლედი

პლედი საჩუქრად

პლედი საჩუქრად ზამთარშიც შეგიძლიათ შეიძინოთ და ზაფხულშიც. ზამთარში ბუხართან თბილ პლედში გახვევა, ცხელი ჩაის დალევა და დასვენება ყველასთვის საყვარელი აქტივობაა. ამიტომ თბილი, ღუნღულა პლედიც კარგი საჩუქარია. თუ ზაფხულის განწყობა უფრო გაქვთ, ისეთი პლედი შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელსაც ადამიანი პიკნიკზე გამოიყენებს ბალახზე დასაფენად.

 

  1. წიგნი მოგზაურობაზე

წიგნი მოგზაურობაზე

და ბოლოს, თქვენი მოგზაურობის მოყვარული მეგობარიც, თუ ბევრი სხვა ადამიანივით ამჯერად ვერ მიდის სამოგზაუროდ, შეგიძლიათ სამოგზაურო წიგნი აჩუქოთ. ასეთი შეიძლება იყოს წიგნი მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სასტუმროებზე, კურორტებზე, ბუნებაზე, ცხოველებზე, უცნობ კულტურაზე, არქიტექტურაზე, ხელოვნებაზე და სხვა მრავალი. თემატიკა ინტერესებიდან გამომდინარე მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...

13 სამოგზაურო ექაუნთი, რომელიც უნდა ნახოთ

2020 წლიდან მოყოლებული, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი, ჩვენთვის, პრაქტიკულად ერთადერთი მოგზაურობის წყარო გახდა. ახლა...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

ფოტოხაფანგში მოხვედრილი ცხოველები

საქართველოს ბუნება ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულია. ეკოსისტემა საინტერესოა და ლამაზი მისი შემადგენელი მცენარეებისა და ცხოველების გამო, მათ...

თბილისში ახალი Sphero იხსნება?

ნამყოფი ხარ საქართველოში ერთადერთ 360 გრადუსიან გუმბათოვან მუზეუმში? „შედი, განიცადე და აღმოაჩინე." ასეთი სურათით გამოხატა ერთ-ერთმა...

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია: ისტორია და მომავალი

ობსერვატორია  ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და საინტერესო ადგილია. მის ბაზაზე 85...