fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 1, 2020

საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები

Reading Time: 3 Minute

საუკუნეების მანძილზე ცხენი ქართველი მეომრებისა და გლეხების მეგობარი იყო, მოგზაურობაში, ბრძოლასა და შრომაში ადამიანებს სულ თან ახლდა. ცხენი საქართველოს ისტორიაში სულ გვხვდება და არაერთ ტექსტსა თუ ომის აღწერაში არის მათზე საუბარი, როგორც ბრძოლისა და გადაადგილების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებაზე. მე-19 საუკუნის უცხოელი მოგზაურებიც ბევრს წერდნენ იმის შესახებ, თუ რამდენად ხარისხიანი ცხენები იყო საქართველოში. ქართული და ზოგადად კავკასიური ცხენები გამოირჩეოდნენ გამძლეობით, იყვნენ პატარა ტანის და არ ესაჭიროებოდათ განსაკუთრებული მოვლა. სწორედ ამიტომაც, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ყველა ქვეყანა ვალდებული იყო ფრონტზე თავიანთი ცხენები გაეგზავნა, საქართველოდანაც მატარებლით საუკეთესო ცხენები გაუშვეს. ეს კი საუკუნოვანი ტრადიციისა და კულტურის გაქრობას დასაწყისი გახდა. ამასთან, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში საქართველოში ცხენის პოპულარობამაც იკლო. შესაბამისად, ვერ მოხერხდა მისი შენარჩუნება და ქართული ჯიში თითქმის სრულიად გადაშენდა.

ცხენოსნობა საქართველოში

ცხენის ყოლის ტრადიცია ამჟამად მხოლოდ რამდენიმე რეგიონშია შემორჩენილი, თუმცა კვლავ პოპულარულია დოღი. ახალგაზრდა ბიჭები ადრეული ასაკიდან უვლიან ცხენებს, ყიდულობენ საუკეთესო ჯიშებს, ზრდიან, წვრთნიან და შეჯიბრებშიც იღებენ მონაწილეობას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ცხენის ყოლა და მოვლა-პატრონობა  ნაკლებად აღიქმება პროფესიად, შესაბამისად მშობლებიც ხშირად უშლიან ახალგაზრდებს ამ საქმის სიყვარულსა და სერიოზულად აღქმას.

დღეს ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ცხენის ყოლის კულტურის შენარჩუნებისა და გადარჩენის ერთ-ერთ გზა საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაა. ცხოველის შენახვა არც თუ ისე იოლი და იაფი საქმეა, შესაბამისად როდესაც კომერცია ჩნდება, ეს საქმიანობაც უფრო მარტივი ხდება. საცხენოსნო ტურიზმი არის არა მხოლოდ ამ ინდუსტრიის და კულტურის შენარჩუნების საშუალება, არამდე ტრადიციისა და ისტორიის გაცოცხლებაც.

საქართველოს გეოგრაფიული და კლიმატური მახასიათებლებიდან გამომდინარე, ქვეყანაში საცხენოსნო ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს და ტურების მოწყობა წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ეს კი ამ ბიზნესს კიდევ უფრო მიმზიდველსა და მომგებიანს ხდის. ისეთი ადგილები, როგორებიცაა ხევსურეთი, ფშავი, პანკისი, თუშეთი, ალაზნის ველი და სხვა, იდეალური ლოკაციებია ცხენით სასეირნოდ და ბუნების დასათვალიერებლად. ზაფხულში მთის მონახულება, ზამთარში კი უდაბნოს ტიპის ტერიტორიების დათვალიერება შეიძლება.

საცხენოსნო ტურიზმი გულისხმობს როგორც შორ მანძილებზე მოგზაურობას, ასევე მოკლე ტურებს და ადამიანის მიერ ცხენის გასეირნებასაც კი, რაც თავის მხრივ თერაპიული აქტივობაა. საცხენოსნო ტურიზმის განსაკუთრებულობა ისიც არის, რომ მოგზაურს საშუალებას აძლევს იყოს ბუნებასთან უფრო ახლოს და შესაბამისად თავი გარემოს ნაწილად აღიქვას.

საცხენოსნო ტურიზმი

ცხენები, რომლებიც ტურიზმისთვის გამოიყენებიან, თვინიერები უნდა იყვნენ და თუ არ არიან, აუცილებლად ათვინიერებენ. ამიტომაც არის, რომ ისინი ძირითადად ძალიან მშვიდები არიან. იმასაც ამბობენ, რომ ზოგადად ცხენი გრძნობს მხედარი რამდენად გამოცდილია და მასთან შესაბამისად იქცევა. თითოეულ მათგანს თავისი ხასიათი აქვს, ერთმანეთთან მეგობრობენ, ცნობენ მხედარს და გამოხატავენ ემოციებს. საცხენოსნო ტურიზმში მათ გამოსაყენებლად არჩევისას მონაცემებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ცხენმა არ უნდა დაძაბოს მოგზაური და კომფორტულად გადაადგილების საშუალება უნდა მისცეს. ტურზე წასვლისას იმასაც ითვალისწინებენ, რომელი ცხენი რომლის უკან უნდა იდგეს, რომ მოგზაურობის დროს მშვდად იყვნენ, შეჯიბრი არ დაიწყონ და ერთმანეთს ეგუებოდნენ.

ცხენები

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე საცხენოსნო ტურიზმისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება, ქვეყანაში მაინც არის მეცხენეებისა და ტურებზე გამყოლი ადამიანების სიმცირე. სულ რამდენიმე წლის წინ ეს პროფესია არც პერსპექტიულად მიიჩნეოდა და არც შემოსავლიანად. შესაბამისად, საქათველოში არ არსებობს სივრცე, სადაც მსურველებს ამ მიმართლებით განათლების მიღება შეეძლებათ. გამყოლის პროფესია მხოლოდ ცხენზე ჯდომა და მათი მოვლა არ არის, საჭიროა სწორი მარშრუტების დაგეგმვის ცოდნა, აღჭურვილობის შეძენა და მოვლა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ტურების ორგანიზება და მოგზაურებთან ურთიერთობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ინდუსტრია სწორი მიმართულებით განვითარდეს, რათა არც ადგილობრივი მოსახლეობა დააზიანოს და არც ტურისტს გაუცრუოს მოლოდინები.

საცხენოსნო ტურიზმი ეკო და “რურალ-ტურიზმის” ნაწილს განეკუთვნება, რაც განსაკუთრებით კარგია ბუნებისთვის. ეს აქტივობა არ აბინძურებს გარემოს, არ მოითხოვს რესურსების ინტენსიურ გამოყენებას და შესაბამისად, მდგრადი და საპასუხიმგებლო ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშველოვანესია. ტურისტულ სექტორში ამ მიმართლების გაძლიერება როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე მეცხენეობით დაინტერესებულ ადამიანებისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია და ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის კი – დამატებითი საინტერესო აქტივობის წყარო.

ცხენით სეირნობა ტურები

საბედნიეროდ, საქართველოში არიან ადამიანები, ვინც აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ცხენის კულტურა და საცხენოსნო ტურიზმი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილად აქციონ, შექმნან საგანმანათლებლო სივრცეები და ეს მიმართულება პოპულარული გახადონ. ამიტომაც, იმედი გვაქვს, მეცხენეობა საქართველოს კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ გახდება და ჩვენგან მალე ისევ გაიგებთ საინტერესო სიახლეებს ტურიზმის ამ სფეროს შესახებ.

 

სტატიის მომზადება შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ადამიანების დახმარებოს გარეშე, როგორებიც არიან ია თაბაგარი, გიგა ხარხელაური და ნიკა ბიჩინაშვილი, ამიტომ დიდი მადლობა მათ!

 

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

Similar Posts

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...

საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები

საუკუნეების მანძილზე ცხენი ქართველი მეომრებისა და გლეხების მეგობარი იყო, მოგზაურობაში, ბრძოლასა და შრომაში ადამიანებს სულ...

Share

New Posts

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად...

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების...