fbpx
5 C
Tbilisi
სამშაბათი, დეკემბერი 1, 2020

საკრავების კატალოგი 153 საკრავის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას

წასაკითხი დრო: 2 წუთი

ხვალ, 9 ოქტომბერს 19:00 საათზე ფოლკლორის ცენტრის ეზოში ახალი გამოცემის – „საკრავების კატალოგის“ პრეზენტაცია გაიმართება.

საკრავების კატალოგი
წიგნი შედგება ფოტოალბომისა და კატალოგისაგან. მასში წარმოდგენილია ქართული, აღმოსავლური და ევროპული, მათ შორის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკრავები. ფოტოალბომში შესული 153 საკრავის 370-ზე მეტი ფოტო სრულყოფილად ასახავს მუზეუმში დაცული ყველა სახეობის, ჯგუფისა და ქვეჯგუფის საკრავს. ანოტირებულ ორენოვან კატალოგში კი ასახულია ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში დაცული ყველა საკრავის მონაცემი.

მსგავსი ტიპის გამოცემა საქართველოში პირველია.

სალამური, ლარჭემი, სოინარი, ბუკი, პილილი, დოლი, დაირა, ჭიანური, ჩანგი, ჩონგური, ფანდური – ამ საკრავებიდან ალბათ ნაწილი თქვენთვის კარგად ცნობილია, ნაწილის სახელი კი არც გაგიგიათ. ახლა კი, ამ ქართული საკრავების ნახვა კატალოგში შეგეძლებათ. კატალოგში ასევე ნახავთ დიპლიპიტოს ილია ჭავჭავაძის ოჯახიდან და ჩონგურს აკაკი ხორავას პირადი კოლექციიდან. ქართული ტრადიციული საკრავების გარდა, კატალოგში შეგიძლიათ დაათვალიეროთ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკრავები: ზარბი, შოფარი, საზი, თარი, ქამანჩა, უდი, ზურნა, დუდუკი და სხვ. ევროპული საკრავების ფონდიდან კი გამოცემაში წარმოდგენილია პორტატული ფორტეპიანო, პიანოლა, ფისჰარმონიები, რუსული ბალალაიკები, იტალიური და რუსული მანდოლინები, აგრეთვე მექანიკური საკრავების კოელქცია – ორკესტრიონები (მუსიკალური კარადები), მუსიკალური ზარდახშები და არღნის სახეობები.

კალიოპე
კალიოპე

ორკესტრიონი
ორკესტრიონი

როგორც ფოლკლორის ცენტრში ამბობენ, წიგნი განსაკუთრებით საინტერესო ქართველი და უცხოელი მკვლევრებისა და შემსრულებლებისთვის იქნება, თუმცა ტრადიციული მუსიკითა და მუზეუმებით დაინტერესებული ყველა ადამიანისაც ბევრი სიახლის და საინტერესო მასალის პოვნა შეეძლება.

ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმისა და ფონდ „ქართული გალობის“ ახალი ორენოვანი გამოცემა საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების მიხედვით, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა.

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

ახალი სტატიები

გაიგე როგორ გაატარო 1 დღე ბორჯომში

ბორჯომი წლის ნებისმიერ დროს თავისებურად გასაოცარია. ისტორია, არქიტექტურა და ბუნება, რომელიც ამ ადგილას დაგხვდებათ აუცილებლად დატოვებს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას და უკან დაბრუნების სურვილს გაგიჩენთ....
- Advertisement -

სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare

ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare - ით იცნობს. სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare ... გაეცანით და Enjoy 1. Melqo - ATASTSLEULI...

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch – დასვენება ქართულ რანჩოზე

Lost Ridge Inn, Brewery and Ranch - პირველი ბუტიკ სასტუმროა სიღნაღის მახლობლად, რომელსაც საკუთარი ცხენების რანჩო და ლუდსახარში აქვს. სასტუმრო სოფელ ქედელში, სიღნაღის შორიახლოს, მთის...

საცხენოსნო ტურიზმი საქართველოში: პერსპექტივები და გამოწვევები

საუკუნეების მანძილზე ცხენი ქართველი მეომრებისა და გლეხების მეგობარი იყო, მოგზაურობაში, ბრძოლასა და შრომაში ადამიანებს სულ თან ახლდა. ცხენი საქართველოს ისტორიაში სულ გვხვდება და არაერთ...

მსგავსი სიახლეები