fbpx
21.8 C
Tbilisi
კვირა, ივლისი 25, 2021

სამოგზაურო ფლეილისთი X DRO

წასაკითხი დრო: 2 წუთი

DRO ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არტისტია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ჰიპ-ჰოპსა და სკეტბორდინგს ერთმანეთს უკავშრებს.

DRO-სთვის, როგორც თვითონ ამბობს, სულ თავიდან ყველაფერი სწორედ სკეიტბორდინგით დაიწყო და ამ კულტურის გაცნობამ მიიყვანა მუსიკამდეც. და ამიტომაც არის, რომ მის ნამუშევრებში აუცილებლად ამოიკითხავ კავშირს ამ ორ სამყაროს შორის.

ეს სამოგზაურო ფლეილისთი DRO-ს ისტორიის და გამოცდილებების ამბავია, თითოეულ ტრეკს თავისი მნიშვნელობა აქვს და ახალ თუ უკვე კარგად ნაცნობ ადგილებში გამოგზაურებს.

ახლა კი, ისიამოვნე!

 

Autechre – Eutow

Album: Tri Repetae (1995)

ჩემი საყვარელი Autechre-ს ალბომი, რომელიც მოსასმენისას მოულოდნელობით არის სავსე, როგორც უცხო ადგილებში მოხვედრა – არ იცი რა გელის და ყოველ ნაბიჯთან ერთად ახალი აღმოჩენაა.

 

Gorillaz – Starshine (Dub Ø9)

Album: Laika Come Home (2002)

Laika Come Home Gorillaz-ის ნაკლებად ცნობილი რემიქსების ალბომია. ტრეკები გამოირჩევა კლასიკული DUB-ის დეტალებით რომლებიც ძაან გემრიელად არის გადამიქსული ბენდის წინა ალბომების ტრეკებთან.
საყვარელი ალბომი მატარებელში მოსასმენად, უხდება ყველა ხედს.

 

Kanye West – Paranoid

Album: 808s & Heartbreak (2008)

თუ პრობლემები გაქვს და ამიტომ მარტო მოძრაობ, კანიე ამ ტრეკით შენს გვერდით იქნება.

 

Mala – Introduction

Album: Mala In Cuba (2012)

უბრალოდ კუბაში მინდა…

 

kordz – Village Patrol (2015)

თუ უცხო სოფელში ჩახვედი და ტომები გამოგეკიდნენ ეს შენი საუნდტრეკია ))) #კავთისხევი?

 

Goldie – Timeless: I. Inner City Life

Album: Timeless (1995)

საუნდტრეკი ყველა დიდი ქალაქისთვის. დღემდე ვერ ვხვდები ესეთი ალბომი როგორ შეიქმნა. #toodeepforme

 

Margalbeat – Chkimi Araba

Album: Chkimi Araba (Lenø Records 2020)

Margalbeat იგივე Dima Dadiani არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული არტისტი ქართულ ელექტრონულ მუსიკის სცენაზე.
ბოლო ალბომი Chkimi Araba სავსეა სასწაული მეგრული სემპლებით და შესაბამისად სამეგრელოს აღმოსაჩენ ალბომად ვირჩევ.

 

Modest Petrovich Mussorgsky – “Pictures at an Exhibition” (Ten pieces composed for piano 1874)

The Rotterdam Philharmonic Orchestra, Valery Gergiev – Promenade

უცხო ქალაქებში / ქვეყნებში მოხვედრისას, არ დაგავიწყდეთ მუზეუმებში და გამოფენებზე მოხვედრა! #educateyoself
ვინც გამოიცნობს რომელ ნახატებს ეძღვნება მუსორგსკის გამოფენა, ჩემგან მიიღებს კამფეტს (გელოდები კომენტარებში)

 

Nikakoi – Obobebi (1997)

საუკეთესო ობობები საუკეთესო Nikakoi-სგან!
იმდენად სამოგზაურო, რომ ჩემი საყვარელი გასეირნების საუნტრეკია:

 

Missy Elliott – Irresistible Delicious (Feat. Slick Rick)

Album: The Cookbook (2005)

ჩემი საყვარელი არტისტი რომელსაც დღემდე ვერავინ დაუდგება – Miss E!
თუ არ მოგწონს Unfollow plz…
Irresistible Delicious – სიცილით ვკვდები ყოველ მოსმენაზე.
The Cookbook საუკეთესო ალბომი მანქანით მოძრაობისთვის.

 

Michael Jackson – Rock With You

Album: Off The Wall (1979)

იმიტომ რომ სადაც არ უნდა იყო You gotta feel that heat! და MJ ყოველთვის შენს გვერდით იქნება.

Tschüss, გკოცნით!

ახალი სტატიები

თუშეთი – შორეული მთების ფოტოგრაფია

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი,...

3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში

ზაფხულის დადგომასთან ერთად ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდა, თუმცა გული გულობს და კულტურულ აქტივობებში ჩაბმის სურვილი მაინც არ ქრება. შესაბამისად გთავაზობთ: 3 თანამედროვე ხელოვნების...

ვინტაჟური რესტორანი “სოფიასთან”: უჩვეულო თავგადასავალი ზუგდიდში

ტრადიციული მეგრული სამზარეულოსთვის ზუგდიდში რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი რესტორანია, მაგრამ თუ განსხვავებულ გარემოს და ახალ გემოებს ეძებთ, “სოფიასთან” სწორედ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა...

მსგავსი სიახლეები

თუშეთი – შორეული მთების ფოტოგრაფია

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე....

3 თანამედროვე ხელოვნების გამოფენა თბილისში

ზაფხულის დადგომასთან ერთად ისე ჩამოცხა, რომ სუნთქვაც შეუძლებელი გახდა, თუმცა გული გულობს და კულტურულ...

ვინტაჟური რესტორანი “სოფიასთან”: უჩვეულო თავგადასავალი ზუგდიდში

ტრადიციული მეგრული სამზარეულოსთვის ზუგდიდში რამდენიმე უკვე კარგად ცნობილი რესტორანია, მაგრამ თუ განსხვავებულ გარემოს და...

15 კომპოზიცია ქართველი მუსიკოსებისაგან, თქვენი სამოგზაურო playlist – სთვის

ჩვენი სამოგზაურო დანიშნულებების სია, პანდემიურმა სიტუაციამ საგრძნობლად შეამცირა, აღარ გვიწევს გრძელ დისტანციებზე სიარული და...