ელენე საბიაშვილი არის ქართველი პროდუსერი და DJ, რომელსაც ხალხი სასცენო სახელით Mtvare – ით იცნობს.
სამოგზაურო ფლეილისთი X Mtvare …
გაეცანით და Enjoy
1. Melqo – ATASTSLEULI (full album)
მელქოს მადლობა კოვიდისეული მოკლე მოგზაურობების გამხიარულებისთვის. რამდენჯერაც არ უნდა ჩავრთო, არ მბეზრდება და იგივე აღტაცებით ვუსმენ.
2. Westbam feat. Richard Butler – You Need The Drugs
ამას ბოლო მოგზაურობისას ბერლინის მეტროებში ვუსმენდი ხოლმე. ბერლინისეულ ნაცრისფერ ცას და სიცივეს ძალიან უხდება. როცა ყველაზე სევდიანი ვიყავი, ვგრძნობდი, თითქოს ზუსტად ჩემთვის იყო ეს სიტყვები: “you need the drugs to make the stars come down, you need the drugs to make you shine”.
3. Kruder & Dorfmeister- The K&D Sessions
2 საათიანი მოგზაურობა თუ მოგინდათ სახლიდან გაუსვლელად.
4. The Last Shadow Puppets – Miracle Aligner
ეს სიმღერა ჩემი საუნდტრეკია, არასდროს მბეზრდება და ყოველთვის მაბედნიერებს. ძალიან უხდება გზას და მოგზაურობას.
5. Highfield Casuals – Highfield Daze
ზღვაზე მოგზაურობისას მოსასმენია. საოცრად მამშვიდებს და მაბედნიერებს.
6. Eko & Vinda Folio – თერაპია/ Therapy
სიზმრებში მოგზაურობა ბავშვობიდან საკრალური და მაგიური იყო ჩემთვის. ცალკე სამყაროა, სადაც შენ ხარ ყველაფრის მმართველი. ძილი ჩემი საყვარელი მოგზაურობაა, მითუმეტეს იმ ადამიანთან ერთად, ვის გვერდითაც ძილი თერაპიაა.
7. Alex Turner – Submarine
ალექს ტერნერი მეორედ მოხვდა ამ სიაში, მაგრამ შეუცვლელია და ვერც სამოგზაურო ფლეილისტში შეცვლის ვინმე.
8. Bugge Wesseltoft – Yellow is the colour – New Version
ეს კომპოზიცია ერთი დიდი მენტალური მოგზაურობაა. ბედ თრიფიდან რომ გამოგიყვანს და ფრთებს გაგაშლევინებს.
9. Bjork – Human Behavior
ბიორკის მუსიკა ჩემთვის კოსმოსში მოგზაურობაა.
10. The Do – Dust It Off
მუსიკა დროში გამოგზაურებს. ის იმ ადამიანთანაც გაკავშირებს, რომელსაც ვეღარასდროს ნახავ.
11. Fazer – White Sedan
ეს მუსიკა ერთდროულად კარგ და ცუდ მოგონებებში მამოგზაურებს, მაგრამ ორივე შემთხვევაში სასიამოვნოა. საოცრად სევდიანი და ნოსტალგიურია. ამის მოსმენისას მჯერა ადამიანის და მისი ყოვლისშემძლეობის. ახლაც მბურძგლავს თითოეული ინსტრუმენტის ხმაზე. ეს ის მომენტია, როცა მუსიკა მრავალფურცლიან რომანზე მეტს გიყვება. საოცარია…
შემდეგი შეგიძლიათ Trotsky-ს სამოგზაურო ფელილისთს გაეცნოთ…