fbpx
26.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 18, 2021

სამოგზაურო ფლეილისთი X Trotsky

წასაკითხი დრო: 2 წუთი

trotsky რატი ხაზალია ახალგაზრდა DJ-ა, რომელსაც ხალხი სასცენო ფსევდონიმით Trotsky-ს სახელით იცნობს.
სამოგზაურო ფლეილისთი X Trotsky
დასტკბით…

1. Round Two – New Day

მარკ ერნესტუსის და მორის ვონ ოსვალდის ეს შედევრი, ჩემი ერთი – ერთი საყვარელი საუნდტრეკია მოგზაურობისას და თან მგონია რომ ყველა დროის ალბათ საუკეთესო ლავ სონგია.

2. Raymond Castoldi – The Solo

ბერლინში მოგზაურობისას ერთ – ერთ ვინილ შოფში უამრავი ფირფიტიდან, 3 ფირფიტიანი ალბომი ამოვიღე, ერთ-ერთი დავდე საკრავზე და ეს ტრეკი ჩაირთო, დნარჩენებისთვის აღარც მომისმენია ეგრევე ავიღე. ჩემი ერთ – ერთი საყვარელი ვინილია კოლექციიდან და მოსმენა არასდროს მომბეზრდება ალბათ…

3. Ryo Fukui – Scenery 1976

სხვათაშორის რიო ფუკუიმ დაკვრა 22 წლის ასაკში ისწავლა და ამ ალბომის მოსმენისას ყოველთვის მახსენდება, რომ თუ რამის დაწყება მინდა, ჯერ ისევ არ არის გვიანი. მოგზაურობისას კი საკუთარ ცხოვრებაზე განყენებულად ფიქრი უფრო თვალსაჩინოა.

4. Vanessa Amara – Like All Mornings

“In deep sadness, there is no place for sentimentality”
ღამე საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ჩემი საქმეები ვაკეთო, მაგრამ სამყარო სხვაგვარადაა მოწყობილი, იძულებითი გაღვიძება მომზადება, სამსახურის გზა. როდესაც მოწყენილი ხარ, ზუსტად ისე, როგორც გუშინ დილით და გუშინ წინ. ნამდვილად მოწყენილი ხარ, მიზეზ გარეშე და თუ ამ ტიპის რუტინული მოგზაურობა გაქვს დილით, სახლიდან სამსახურამდე მთელი ეს ალბომი შენი მეგობარი გახდება.

5. Convextion – Sea and Satellite

მოგზაურობა როგორც სივრცეში ასევე დროში გადადგილებაა, ამ ტრეკის მოსმენისას ამას ყველაზე უკეთ ვგრძნობ.

6. Moritz von Oswald – Watamu Beach Rework

თუ თქვენთვისაც მეტროთი უმისამართო სეირნობა ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა უცხო ქალაქებში…

7. MLO – The Dream

მეტროდან S bahn-ზე გადაჯდომისას.

8. Underworld – Sola Sistim

ამის გარეშე მოგზაურობა არ ვიცი )

9.  მამარდაშვილი – საუბარი ფილოსოფიაზე, კეთილისა და ბოროტის მიღმა


რამდენადაც მუსიკა არის ერთგვარი ტექსტი, ტექსტიც შეგვიძლია გავიაზროთ მუსიკად, მერაბის ხმა კი ერთგვარ პოეზიად, თუ ოდესმე მარტო მოგზაურობას გადაწყვეტთ, მამარდაშვილის ჩანაწერების მოსმენა მუსიკიდან მუსიკას შორის, საოცარ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

:3

შემდეგი შეიძლიათ Dro-ს სამოგზაურო ფლეილისთი ნახოთ…

Sight Georgia
Inspire to travel with us in Georgia and discover amazing spots, heartwarming hospitality and experience unforgettable moments. We share stories about travel, our unique culture, and traditions.

მსგავსი სტატიები

3 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თბილისში

როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, შაბათ-კვირას კაფეები, რესტორნები და იმ ბიზნესების უმეტესობა, სადაც გართობა არის...

15 კომპოზიცია ქართველი მუსიკოსებისაგან, თქვენი სამოგზაურო playlist – სთვის

ჩვენი სამოგზაურო დანიშნულებების სია, პანდემიურმა სიტუაციამ საგრძნობლად შეამცირა, აღარ გვიწევს გრძელ დისტანციებზე სიარული და ამისთვის...

ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი თბილისში

დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ...

4 Coffee Shop თბილისში მათთვის ვისაც ყავა განსაკუთრებით უყვართ

ყავამ მხოლოდ "ცხელი სასმლის" სტატუსი უკვე დიდი ხანია დაკარგა, ის კულტურის ნაწილი გახდა. დღის მანძილზე გადააწყდებით...

სტატიის გაზიარება

ახალი სტატიები

3 საუკეთესო საპიკნიკე ადგილი თბილისში

როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, შაბათ-კვირას კაფეები, რესტორნები და იმ ბიზნესების უმეტესობა, სადაც გართობა არის...

15 კომპოზიცია ქართველი მუსიკოსებისაგან, თქვენი სამოგზაურო playlist – სთვის

ჩვენი სამოგზაურო დანიშნულებების სია, პანდემიურმა სიტუაციამ საგრძნობლად შეამცირა, აღარ გვიწევს გრძელ დისტანციებზე სიარული და ამისთვის...

ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმი თბილისში

დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ...